შინაარსზე გადასვლა

ანის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაიონი
ანის რაიონი
Անիի շրջան
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ადმ. ცენტრი მარალიკი[1]
დაარსდა 31 დეკემბერი, 1937[1]
ფართობი 429 კმ²
მოსახლეობა 23 900 კაცი (1989)
გაუქმდა 11 აპრილი, 1995

ანის რაიონი (სომხ. Անիի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1937—1995 წლებში. ცენტრი — ქალაქი მარალიკი.

ანის რაიონი შეიქმნა 1937 წელს აგინის რაიონის სახელწოდებით.

1953 წელს რაიონი გაუქმდა, მაგრამ 1950-იანი წლების მეორე ნახევარში კვლავ აღდგა. 1962 წელს ეწოდა ანის რაიონი.

1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[2] და შირაკის პროვინციის ნაწილი გახდა.

1948 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის ტერიტორია 405 კმ²-ს შეადგენდა.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წლის მდგომარეობით, რაიონი მოიცავდა 1 დაბასა და 17 სოფსაბჭოს: აგინის, ბაგრავანის, ბარწრაშენის, ვერინ-ჯარპინის, გუსანაგიუღის, ძორაკაპის, ძორაშენის, ისაჰაკიანის, ქარაბერდის, ქოშავანქის, ლანჯიკის, ლუსაღბიური, მარალიკის, სარაკაპის, სარვაღფიურის, თავშანკიშლაღის, ხარკოვის[3].