თუმანიანის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაიონი
თუმანიანი რაიონი
Թումանյանի շրջան
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ადმ. ცენტრი თუმანიანი
დაარსდა 9 სექტემბერი, 1930
მოსახლეობა 36 179[1] კაცი (1989)
გაუქმდა 11 აპრილი, 1995

თუმანიანი რაიონი (სომხ. Թումանյանի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1930—1995 წლებში. ცენტრი — ქალაქი თუმანიანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონი შეიქმნა 1930 წელს ალავერდის რაიონის სახელწოდებით.

1960-იან წლებში რაიონს სახელი შეეცვალა და ეწოდა თუმანიანი რაიონი. 1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[2] და არაგაწოტნის პროვინციის ნაწილი გახდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის ტერიტორია 1121 კმ²-ს შეადგენდა.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წლის მდგომარეობით, რაიონი მოიცავდა 1 ქალაქს (ალავერდი), 1 დაბას (შამლუღი), 2 მუშათა დასახლებასა (ახტალა და ძაგიძორი) და 23 სოფსაბჭოს: ჰაგვის, აიგეჰატის, აკნერის, აქორის, ათანის, აჰნიძორის, ახპატის, ჯილიზის, ქარინჯის, კაჩაგანის, კაჭაჭკუტის, ლორუტის, მარცის, მღართის, მეწ-აირუმის, თეღუტის, თუმანიანის, უვუნლის, წაღკაშატის, ჩკალოვის, ჭოჭკანის, შამუტის, შნოღის[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]