თალინის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაიონი
თალინის რაიონი
Թալինի շրջան
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ადმ. ცენტრი თალინი
დაარსდა 9 სექტემბერი, 1930
ფართობი 1336 კმ²
მოსახლეობა 39 578[1] კაცი (1989)
გაუქმდა 11 აპრილი, 1995

თალინის რაიონი (სომხ. Թալինի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1930—1995 წლებში. ცენტრი — ქალაქი თალინი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თალინის რაიონი შეიქმნა 1930 წელს.

1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[2] და არაგაწოტნის პროვინციის ნაწილი გახდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის ტერიტორია 1336 კმ²-ს შეადგენდა.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წლის მდგომარეობით, რაიონი მოიცავდა 1 მუშათა დასახლებასა (ალაგიაზი) და 22 სოფსაბჭოს: აგაგჩინის, აკქოის, აკუნქის, არეგის, აშნაკის, ბაისის, ბაროგის, ვერინ-კალაკუტის, დაიტანკის, ეღნიკის, ზარინჯის, კაქავაძორის, კარმრაშენის, კიალაშბეკის, მასტარის, მეღრიბის, ნერქინ-ბაზმაბერდის, ნერქინ-სასნაშენის, ნორ-ართიკის, საბუნჩის, თლიკის[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]