ამასიის რაიონი
ქვეყანა |
![]() |
---|---|
ადმ. ცენტრი | ამასია (შირაკი) |
დაარსდა | 9 სექტემბერი 1930 |
ფართობი | 534 კმ² |
მოსახლეობა | 6 300 კაცი (1989) |
გაუქმდა | 11 აპრილი 1995 |
![]() |
ამასიის რაიონი (სომხ. Ամասիայի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1930—1995 წლებში. ცენტრი — სოფელი ამასია.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1939 წლის მონაცემებით, რაიონის მცხოვრებთა 68% აზერბაიჯანელი, ხოლო 30% სომეხი იყო[1].
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ამასიის რაიონი შეიქმნა 1930 წელს.
1951-1956 წლებში შედიოდა მიქოიანის რაიონის შემადგენლობაში.
1951 წელს რაიონი გაუქმდა და ღუკასიანის რაიონს შეუერთდა, მაგრამ 1950-იანების მეორე ნახევარში რაიონი აღდგა. 1962 წელს იგი კვლავ გაუქმდა, ხოლო 1963-ში ისევ აღდგა.
1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[2] და შირაკის პროვინციის ნაწილი გახდა.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1948 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის ტერიტორია 534 კმ²-ს შეადგენდა.
ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1948 წლის მდგომარეობით, რაიონი მოიცავდა 18 სოფსაბჭოს: აზიზბეკოვის, ამასიის, ბანდივანის, გიოლინის, გიულიბულაღის, გიულიჯინის, ჯრაძორის, დუზქენდის, იბიშის, კონჯალის, კუზიქენდის, მაღარაჯუკის, ნორაღპიურის, ოქსიუზის, ოღჯოგლინის, ჭივინლის, შურაბადის[3].
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ სომხეთის მოსახლეობა
- ↑ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესახებ
- ↑ Армянская ССР. Административно-территориальное деление / Адамян Н. К., Ереван: Армгиз, 1948.
|