ახურიანის რაიონი
რაიონი | |
---|---|
ახურიანის რაიონი Ախուրյանի շրջան | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | ახურიანი[1] |
დაარსდა | 31 დეკემბერი, 1937[1] |
ფართობი | 576 კვადრატული კილომეტრი |
მოსახლეობა | 39 000 კაცი (1989) |
გაუქმდა | 11 აპრილი, 1995 |
ახურიანის რაიონი (სომხ. Ախուրյանի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1937—1995 წლებში. ცენტრი — სოფელი ახურიანი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაიონი შეიქმნა 1937 წელს დუზქენდის რაიონის სახელით. 1945 წელს რაიონს სახელი გადაერქვა და ეწოდა ახურიანის რაიონი.
1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[2] და შირაკის პროვინციის ნაწილი გახდა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1948 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის ტერიტორია 577 კმ²-ს შეადგენდა.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1948 წლის მდგომარეობით, რაიონი მოიცავდა 28 სოფსაბჭოს: აზატანის, აიგაბაცის, აიკავანის, არაფის, არევიკის, არიხვალის, ახურიკის, ახურიანის, აციკის, ბაიანდურის, ბენიამინის, ვაღრამაბერდის, ვოსკეჰასკის, გეტქის, ჯაჯურის, ერაზგავორსის, კამოს, კაპსის, კარიბჯანის, კარნუტის, ქეთის, მანსიის, მარმაშენის, მეწ-სარიარის, მუსაიელიანის, ოვიტის, შირაკი[3].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Հայկական սովետական հանրագիտարան / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 2000.
- ↑ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესახებ
- ↑ Армянская ССР. Административно-территориальное деление / Адамян Н. К., Ереван: Армгиз, 1948.
|