ალჟირის ისტორია
ალჟირის ისტორია — იწყება ჩრდილოეთ აფრიკის ნაყოფიერ სანაპიროს დაბლობზე, რომელსაც ხშირად უწოდებენ მაღრობს. უწინ ჩრდილოეთ აფრიკა სატრანზიტო რეგიონს წარმოადგენდა, იმ ადამიანებისთვის, ვინც ევროპიდან ახლო აღოსავლეთისკენ მიდიოდნენ, ამრიგად, ამ რეგიონის მცხოვრებლებზე გავლენას ახდენდნენ სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები, მათ შორის კართაგენელები, რომაელები და ვანდალები. ახ.წ. VIII საუკუნის დასაწყისში რეგიონი დაიპყრეს მუსლიმებმა, მაგრამ 740 წელს, ბერბერთა აჯანყების შემდეგ, მათ ტერიტორიები დატოვეს. ოსმალეთის მმართველობის პერიოდში ალჟირი იყო მონათა ვაჭრობის ცენტრი, რამაც მრავალი საზღვაო კონფლიქტი გამოიწვია. ქვეყნის უახლეს ისტორიაში ბოლო მნიშვნელოვანი მოვლენები იყო ალჟირის ომი და ალჟირის სამოქალაქო ომი.
პრეისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალჟირის ტერიტორიაზე ადრეული ადამიანის არსებობა დამტკიცებულია. 1992 წელს აინ-ანეჩში აღმოაჩინეს 1,8 მილიონი წლის წინანდელი ქვის ხელსაწყოები.[1] 1954 წელს, არამბურგსა და ტერნეფინში, აღმოაჩინეს სამარხები, სადაც იყო ჰომო ერექტუსის ძვლები, რომლებიც დაახლოებით 700 000 წლით თარიღდება. ნეოლითური ცივილიზაცია განვითარდა საჰარანში და ხმელთაშუა მაღრიბში ძვ.წ 6 000-2 000 წლებში. ცივილიზაციის არსებობაზე ასევე მიუთითებს, სამხრეთ ალჟირის ტერიტორიაზე არსებულ გამოქვაბულებში გამოსახული უამრავი უძველესი მოხატულობა. ჩრდილოეთ აფრიკის ხალხთა უმრავლესობა საბოლოოდ გაერთიანდა და გადაიქცა მკვიდრ მოსახლეობად. ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ბერბერებს არ ჰქონდათ დამწერლობა, შესაბამისად, ისტორიულ წყაროებში ხშირად არ იყვნენ მოხსენიებულნი.
ძველი წელთაღრიცხვით 4 000 წლიდან, ჩრდილოეთ აფრიკის მკვიდრმა ხალხმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია ფინიკიელთა, რომაელთა, ვანდალთა, ბიზანტიელთა, თურქთა და ფრანგთა დამპყრობლებს, მაგრამ მათ მიიღეს ისლამი მე-7-მე-9 საუკუნეებში, ამიტომაც დღესდღეობით ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა არაბულ ენაზე საუბრობს.
კართაგენი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფინიკიელი ვაჭრები ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროებზე ძვ.წ. 900 წლამდე ჩავიდნენ და დაარსეს კართაგენი (ახლანდელი ტუნისის ტერიტორია).
ამ პერიოდში ბერბერებს განვითარებული ჰქონდათ სოფლის მეურნეობა, წარმოება და ვაჭრობა. კართაგენსა და ბერბერებს შორის მიმდინარეობდა ვაჭრობა, მაგრამ ტერიტორიულმა გაფართოებამ გამოიწვია ბერბერთა დამონება ან იძულებით სამხედრო სამსახურში ჩაბმა.
მესამე პუნიკურ ომში კართაგენის დამარცხების შემდეგ, ძვ.წ 146 წელს, ქალაქი საბოლოოდ დაეცა. კართაგენელთა ძალაუფლების დასუსტების შედეგად, ბერბერთა ლიდერების გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა.
ძველი წელთაღრიცხვით II საუკუნისთვის, წარმოიშვა რამდენიმე ბერბერთა სამეფო. ამის შემდეგ მეფე მასინისამ მოახერხა ნუმიდიის გაერთიანება და თავისი მმართველობის ქვეშ მოქცევა.[2][3][4]
რომის იმპერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მადგაცენი იყო ნუმიდიელთა დამოუკიდებელი სამეფოების მეფე[5], ძვ. წ.12-დან 3 -წლამდე. ალჟირის დაარსებამდე ტერიტორია დომინიკის რეპულიკისა და ესპანეთის მოქალაქეებით იყო დასახლებული, რომლებიც აქ ნავთობის მოსაპოვებლად მუშაობდნენ. მათ ჩრდილოეთ აფრიკელი ხალხის კოლონიზირება მოახდინეს. ქრისტიანობა აქ გავრცელდა II საუკუნეში. მე -4 საუკუნის ბოლოსთვის დასახლებული ადგილები ქრისტიანული გახდა და ზოგერთი ბერბერული ტომი მასობრივად გარდაიქმნა. დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, ალჟირი დაექვემდებარა ვანდალურ სამეფოს. მოგვიანებით, აღმოსავლეთ რომის იმპერიამ (ასევე ცნობილი როგორც ბიზანტიის იმპერია) ალჟირი წაართვა ვანდალებს.
შუა საუკუნეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]VIII საუკუნიდან ჩრდილოეთ აფრიკის მაღრიბი არაბებმა დაიპყრეს და დაიწყო კოლონიზაცია. არაბეთის ნახევარკუნძულიდან არაბი მიგრანტების მასობრივმა შემოსევებმა აღმოსავლეთ ტერიტორიებზე მათი ადათ-წესების გავრცელება გამოიწვია. ისლამისა და არაბული ენის დანერგვამ დიდი გავლენა მოახდინა ჩრდილოეთ აფრიკაზე. ახალი რელიგიისა და ენის შემოტანამ ცვლილებები გამოიწვია სოციალურ და ეკონომიკურ ურთიერთობებში, რითაც კავშირები დამყარდა არაბულ სამყაროსთან.
შუა საუკუნეების ისლამური ალჟირი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე არაბულმა სამხედრო ექსპედიციამ მაღრიბში, 642-669 წლებში, რეგიონში ისლამის გავრცელება გამოიწვია. ომაიანები (ომაიანთა სახალიფოს დინასტია, რომელიც ქვეყანას მართავდა 661–750 წლებში) მიხვდნენ, რომ ხმელთაშუა ზღვვაზე დომინირებითვის ყველაზე სტრატეგიული ადგილი მათთვის ჩრდილოეთ აფრიკა იყო. 711 წლისთვის ბერბერებს უკვე ჰქონდათ ისლამი მიღებული, შემდგომში კი ისინი ომაიანებს დაეხმარნენ მთელი ჩრდილოეთ აფრიკის დაპყრობაში. 750 წელს აბასიანებმა ბოლო მოუღეს ომაიანთა ბატონობას, ხოლო აფრიკაში აქამდე დაპყრობილი ტერიტორიის ნაწილი დაკარგეს. ამის შემდეგ, ადგილობრივი დინასტია ფაქტობრივად განაგებდა ცენტრალური მაღრიბის უმეტეს ნაწილს თიარეთიდან, ალჟირის სამხრეთ-დასავლეთით.
შემდგომში ფატიმიდების მთავარი ინტერესის საგანი, ძირითადად, ეგვიპტედა ისლამური მიწები იყო. ფატიმიდებმა ალჟირის უმეტესი ნაწილი დატოვეს 972–1148 წლებში. ბერბერთა დინასტია, რომელიც თავიდან ალჟირში ადგილობრივ მთავარ ძალას წარმოადგენდა, ჯერ კიდევ ომში იყო ჩაბმული.[6] ამ პერიოდში გახშირებული იყო კონფლიქტი, პოლიტიკური არასტაბილურობა და ეკონომიკური დაცემა. ეგვიპტიდან არაბი ბედუინების დიდი შემოტევების შემდეგ, რომელიც მე-11 საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო, ნელ-ნელა ბერბერების არაბიზაცია გამოიწვია.
ოსმალეთის მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]300 წლის განმავლობაში ალჟირი ოსმალეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ იყო. ამ დროს ალჟირში ოფიციალური ენა იყო თურქული, ხოლო არაბები და ბერბერები ვერ იკავებდნენ რაიმე სამთავრობო თანამდებობას. ალჟირს პრობლემები შეექმნა ესპანეთთან, ნიდერლანდთან, პრუსიასთან, დანიასთან, რუსეთთან და ნეაპოლთან, ვინაიდან ალჟირისა და მის მიმდებარე ტერიტორიებს უწოდებდნენ ბარბაროსულ ქვეყნებს, რადგანაც ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ ხმელთაშუა ზღვაში მეკობრეობასა და ასევე ქრისტიანების დამონებაზე.
საფრანგეთის მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩრდილოეთ აფრიკის საზღვრები შეიცვალა სხვადასხვა დაპყრობების დროს. თანამედროვე ალჟირის საზღვრები შექმნეს ფრანგებმა, რომლებმაც კოლონიზაცია 1830 წელს დაიწყეს (საფრანგეთის შემოჭრა დაიწყო 5 ივლისს). საფრანგეთი აკონტროლებდა მთელ ქვეყანას, მაგრამ სოფლებში მცხოვრები მუსლიმი და ძველი ტრაციციების მიმდევარი მოსახლეობა დაშორდა ევროპულ საზოგადოებას, რომელიც ფრანგებმა ალჟირის კონკრეტულ რეგიონებში შექმნეს .
ალჟირში საფრანგეთის კონსულის შეურაცხყოფის გამო, 1827 წელს, საფრანგეთმა ალჟირი სამი წლის განმავლობაში დაბლოკა. 1830 წელს კი შეიჭრა და დაიპყრო ალჟირის სანაპირო ზონები, ეს დიპლომატიური ინციდენტი იყო „casus belli“-ს სახის. კოლონია თანდათანობით იზრდებოდა და სამხრეთისკენ მიიწევდა. ევროპულ დაპყრობებს ალჟირელები მალევე დაუპირისპირდნენ, ამ აჯანყებას ხელმძღვანელობდა აბდ ალ-კადირი. 1848 წლისთვის ჩრდილოეთ ალჟირის თითქმის მთელი ნაწილი საფრანგეთის კონტროლის ქვეშ იყო მოქცეული და მეორე რესპუბლიკის ახალმა მთავრობამ ოკუპირებული მიწები საფრანგეთის განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა.
კოლონიზაციის პერიოდში საფრანგეთის მხრიდან 15 000 ადამიანი დაიღუპა,[7][8] ხოლო ალჟირის მხრიდან დაახლოებით 285 000.[7][8]
დამოუკიდებელი ალჟირი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალჟირში რეფერენდუმი 1962 წლის 1 ივნისს ჩატარდა, ხოლო საფრანგეთმა ალჟირი დამოუკიდებ ქვეყანად 1963 წლის 3 ივლისს გამოაცხადა. დამოუკიდებლობისთვის ომმა და მას მოყოლილმა შედეგებმა მკვეთრად დაასუსტა ალჟირის საზოგადოება და ეკონომიკა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ დაკარგა ინჟინრები, მასწავლებლები, ექიმები და გამოცდილი მუშაკები. უსახლკაროთა და დევნილთა რიცხვი ასობით ათასი იყო. გავრცელებული დაავადებებით ბერვრი დაინფიცირდა, ხოლო მუშათა ძალის დაახლოებით 70 პროცენტი უმუშევარი იყო.[9]
ჯარმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აჰმედ ბენ ბელას, ალჟირის პირველი პრეზიდენტის, ადმინისტრაციაში. მას შემდეგ, რაც ბენ ბელამ მოიპოვა მაღალი თანამდებობა, მან აღნიშნა არმიის წვლილის მნიშვნელობა ყვეყნისთვის, ამის შემდგომ მან დანიშნა მინისტრები, მათ შრის თავდაცვის მინისტრი ჰოუარ ბოუმედინი.[10] ამ პიროვნებებმა ძირითადი როლი ითამაშეს ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გატარებაში. სამხედრო გადატრიალების შემდგომ პრეზიდენტი ბენ ბელა ჩამოაგდეს, ხოლო მისი ადგილი ჰოუარ ბოუმედინმა დაიკავა. გადატრიალებამ სწრაფად და უსისხლოდ ჩაიარა. ახალმა პრეზიდენტმა ისლამი გამოიყენა საკუთარი ძალაუფლების გასაძლიერებლად.[11]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ageron, Charles Robert, and Michael Brett. Modern Algeria: A History from 1830 to the Present (1992)
- Derradji, Abder-Rahmane. The Algerian Guerrilla Campaign, Strategy & Tactics (The Edwin Mellen Press, 1997).
- Derradji, Abder-Rahmane. A Concise History of Political Violence in Algeria: Brothers in Faith Enemies in Arms (2 vol. The Edwin Mellen Press, 2002),
- Horne, Alistair. A Savage War of Peace: Algeria 1954-1962 (2006)
- Le Sueur, James D. (2010). Algeria since 1989: between terror and democracy, Global history of the present. Halifax [N.S.] : London ; New York: Fernwood Pub. ; Zed Books. ISBN 9781552662564.
- Sessions, Jennifer E. By Sword and Plow: France and the Conquest of Algeria (Cornell University Press; 2011) 352 pages
- Stora, Benjamin (2004). Algeria, 1830-2000 : a short history. Ithaca: Cornell University Press. ISBN 9780801489167.
- Amy McKenna (Hrsg.): The History of Northern Africa. The Rosen Publishing Group, New York 2010, ISBN 978-1-61530-397-7.
- Harry H. Johnston: A History of the Colonization of Africa by Alien Races. Cambridge University Press, Cambridge 2011, ISBN 978-0-521-23128-2.
- James McDougall: A History of Algeria. Cambridge University Press, Cambridge 2017, ISBN 978-0-521-61730-7.
- Corisande Fenwick: Archaeology and the Search for Authenticity. Colonialist, Nationalist, and Berberist Visions of an Algerian Past. In: Corisande *Fenwick, Meredith Wiggins, Dave Wythe (Hrsg.): TRAC 2007. Proceedings of the Annual Theoretical Roman Archaeology Conference. Oxbow Press, Oxford 2008, S. 75–86, doi:10.16995/TRAC2007 75 88.
- Isabelle C. Winder: Looking for problems: A systems approach to hominin palaeocommunities from Plio-Pleistocene Africa. In: International Journal of Osteoarchaeology 22, 2012, S. 460–493, doi:10.1002/oa.1219.
Kenneth W. Russell: After Eden: The Behavioral Ecology of Early Food Production in the Near East and North Africa. British Archaeological Reports, Oxford 1988.
- Jörg W. Hansen: Art rupestre dans les tassilis de l’ouest et du sud algérien. Paris 1975, 2009.
Slimane Hachi: Les cultures de l’homme de Mechta-Afalou. Le gisement d’Afalou Bou Rhummel, massif des Babors, Algérie: les niveaux supérieurs, 13.000–11.000 B.P. CRAPE, Algier 2003.
- Louise T. Humphrey, Emmy Bocaege: Tooth Evulsion in the Maghreb: chronological and geographical patterns. In: African Archaeological Review 25, 2008, S. 109–123.
- Mary Jackes, David Lubell: Early and middle holocene environmental and Capsian cultural change: evidence from the Télidjène Basin, eastern Algeria. In: African Archaeological Review 25, 2008, S. 41–55.
- Claire Manen, Grégor Marchand, Antonio Faustino: Le Néolithique ancien de la péninsule ibérique: vers un nouvelle evaluation du mirage africain? In: J. Evin (Hrsg.): XXVIe Congrès Préhistorique de France, Paris 2007, S. 133–151.
Katherine E. Hoffman, Susan Gilson Miller: Berbers and Others. Beyond Tribe and Nation in the Maghrib. Indiana University Press, 2010, ISBN 978-0-253-22200-8.
- Heinz Günter Horn, Christoph B. Rüger: Die Numider. Reiter und Könige nördlich der Sahara, Ausstellungskatalog Rheinisches Landesmuseum Bonn, Rheinland, Köln 1979.
- Soubila Merzoug: Faunal remains from Medjez II (epipalaeolithic, Algeria): Evidence of ostrich consumption and interpretation of Capsian subsistence behaviors. In: Hélène Jousse, Joséphine Lesur (Hrsg.): People and Animals in Holocene Africa. Recent advances in archaeozoology. Africa Magna Verlag, 2011, S. 123–131.
- Noura Rahmani, Jacques Tixier: Le Capsien typique et le Capsien supérieur. Évolution ou contemporanéité: les données technologiques. Archaeopress, 2003.
- Henri Lhote: Les gravures rupestres de l’Oued Djerat (Tassili-n-Ajjer), Mémoires du Centre de Recherches Anthropologiques, Préhistoriques et Ethnographiques. SNED, Algier 1976.
- Dexter Hoyos: A Companion to the Punic Wars. John Wiley & Sons, Oxford u. a. 2011, ISBN 978-1-4051-7600-2.
- Elizabeth Fentress: Rommanizing the Berbers. In: Past & Present, 190, 2006, S. 3–33.
- Helmut Castritius: Die Vandalen. Etappen einer Spurensuche. Kohlhammer-Urban, Stuttgart 2007, ISBN 978-3-17-018870-9, ab S. 76.
- Leslie Dossey: Peasant and Empire in Christian North Africa. University of California Press, Berkeley–Los Angeles–London 2010. ISBN 978-0-520-25439-8
- Charles-André Julien: Histoire de l’Afrique du Nord: Tunisie, Algérie, Maroc des origines à la conquête arabe (647 ap. J.-C.), Payot, Paris 1961.
- Walter Emil Kaegi: Muslim Expansion and Byzantine Collapse in North Africa. Cambridge University Press, Cambridge u. a. 2010. ISBN 978-0-521-19677-2
- Dennis P. Kehoe: The Economics of Agriculture on Roman Imperial Estates in North Africa, Habil., Vandenhoeck & Ruprecht, Göttingen 1988. ISBN 978-3-525-25188-1
- Anna Leone: Changing Townscapes in North Africa from late Antiquity to the Arab Conquest. Edipuglia, Bari 2007. ISBN 978-88-7228-498-8
- E. Lennox Manton: Roman North Africa. Trafalgar Square, London 1988, ISBN 978-1-85264-007-1
- Georges Tirologos (Hrsg.): L’Afrique du Nord antique. Cultures et paysages, Colloque de Nantes – mai 1996, Presses Univ. Franche-Comté, 1999. ISBN 978-2-913322-47-9
- Christian Witschel: Zur Situation im römischen Africa während des 3. Jahrhunderts. In: Klaus-Peter Johne, Thomas Gerhardt, Udo Hartmann (Hrsg.): Deleto paene imperio Romano. Transformationsprozesse des Römischen Reiches im 3. Jahrhundert und ihre Rezeption in der Neuzeit. Steiner, Stuttgart 2006, ISBN 978-3-515-08941-8, S. 145–221.
- Jan C. Jansen: Erobern und Erinnern. Symbolpolitik, öffentlicher Raum und französischer Kolonialismus in Algerien, 1830–1950. De Gruyter Oldenbourg, Berlin 2013, ISBN 978-3-486-72361-8.
- Bernhard Schmid: Das koloniale Algerien. Unrast, Münster 2006, ISBN 3-89771-027-7.
- Yves Maxime Danan: La vie politique à Alger de 1940 à 1944. L.G.D.J., Paris 1963.
- Diego de Haedo: Histoire des rois d’Alger. Topographia e Historia general de Argel. Valladolid, 1612, Traduction d’H.D. de Grammont, Bouchène, Paris 1998.
- Fabian Klose: Menschenrechte im Schatten kolonialer Gewalt. Die Dekolonisierungskriege in Kenia und Algerien 1945–1962. Oldenbourg Wissenschaftsverlag, München 2009, ISBN 978-3-486-58884-2 (Veröffentlichungen des Deutschen Historischen Instituts London 66).[12]
- Pierre Denis: L’Armée française au Sahara. De Bonaparte à 1990. l’Harmattan, Paris 1991.
- Jean-Louis Gérard: Dictionnaire historique et biographique de la guerre d’Algérie. Éditions Jean Curtuchet, 2001.
- Kurt Hochstuhl: Die badische Auswanderung nach Algerien. Kohlhammer 2007.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Algeria : Country Studies - Federal Research Division, Library of Congress. Lcweb2.loc.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-15. ციტირების თარიღი: 2012-12-25.
- Algeria. State.gov (2012-08-17). ციტირების თარიღი: 2012-12-25.
- moon. Algeria-Watch: Informations sur la situation des droits humains en Algérie. Algeria-watch.de. ციტირების თარიღი: 2012-12-25.
- Countries Ab-Am. Rulers.org. ციტირების თარიღი: 2012-12-25. List of rulers for Algeria
- Disembarking from a Ship, Algiers, Algeria.
- Algeria | Facts, History, & Geography | Britannica.
- History of Algeria | Britannica.
- HISTORY OF ALGERIA
- Algeria. History & Background.
- History.
- History of Algeria
- A History of Algeria.
- History. დაარქივებული 2020-11-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Site of Ain Hanech Revisited: New Investigations at this Lower Pleistocene Site in Northern Algeria (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-10. ციტირების თარიღი: 2017-06-24.
- ↑ Histoire de l'émigration kabyle en France au XXe siécle: réalités ... - Karina Slimani-Direche - Google Livres. ციტირების თარიღი: 2012-12-25.
- ↑ Les cultures du Maghreb De Maria Angels Roque, Paul Balta, Mohammed Arkoun
- ↑ Dialogues d'histoire ancienne De Université de Besançon, Centre de recherches d'histoire ancienne
- ↑ (2006-10-26) Le passé de l'Afrique du Nord: les siècles obscurs -émile Félix Gautier - Google Livres. ციტირების თარიღი: 2012-12-25.
- ↑ Ibn Khaldun, History of Berber, party Zenata and Sanhadja
- ↑ 7.0 7.1 Victimario Histórico Militar
- ↑ 8.0 8.1 French Conquest of Algeria (1829-47)
- ↑ Ruedy, John. Modern Algeria: The Origins and Development of a Nation (2nd ed. 2005)
- ↑ Willis, M. Politics and Power in the Maghreb : Algeria, Tunisia and Morocco from Independence to the Arab Spring. New York: Oxford University Press.
- ↑ Willis, M. (1996). The Islamist Challenge in Algeria: A Political history. Reading, UK: Ithaca Press
- ↑ Vgl. Lasse Heerten:Rezension zu: Klose, Fabian: Menschenrechte im Schatten kolonialer Gewalt. Die Dekolonisierungskriege in Kenia und Algerien 1945–1962. München 2009. In: H-Soz-u-Kult, 18. März 2010.