ალონსო-დე-იბანიესის პროვინცია
იერსახე
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
ალონსო-დე-იბანიესის პროვინცია Provincia de Alonso de Ibáñez | |||||
| |||||
ქვეყანა | ბოლივია | ||||
ადმ. ცენტრი | Sacaca | ||||
კოორდინატები | 18°08′00″ ს. გ. 66°29′00″ დ. გ. / 18.13333° ს. გ. 66.48333° დ. გ. | ||||
ფართობი | 1 378 კმ² | ||||
სალაპარაკო ენები | ესპანური, აიმარა, კეჩუა | ||||
მოსახლეობა | 27 755 კაცი (2001) | ||||
სიმჭიდროვე | 20,1 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 | ||||
ალონსო-დე-იბანიესის პროვინცია (ესპ. Provincia de Alonso de Ibáñez) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტის ჩრდილოეთ ნაწილში. დედაქალაქია საკაკა.
ალონსო-დე-იბანიესი ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილოეთით ესაზღვრება კოჩაბამბის დეპარტამენტი, სამხრეთ-დასავლეთით — ორუროს დეპარტამენტი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 60 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 75 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 1 378 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 23 512 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 27 755-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 18 %-იან ზრდას.
- 49 % ლაპარაკობს ესპანურად, 62 % აიმარაზე და 88 % კეჩუაზე.
- მოსახლეობის 96 %-ს არ აქვს ელექტროენერგია (1992).
- 78.5 % დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, 0.3 % მაღაროებში, 8.7 % მრეწველობაში, 12.5 % მომსახურების სფეროში (2001).
- მორწმუნეთა 95.5 % კათოლიკეა, 3.5 % პროტესტანტი (1992).
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კეჩუასა და აიმარას შთამომავლები არიან.
დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.