The Slim Shady LP

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Slim Shady LP
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 23 თებერვალი, 1999
ჩაიწერა 1997-1998
სტუდია Studio 8 (ფერნდეილი, მიჩიგანი)
ჟანრი
ხანგრძლივობა 59:48
ლეიბლი
პროდიუსერი
ემინემი — ქრონოლოგია
Slim Shady EP
(1997)
The Slim Shady LP
(1999)
The Marshall Mathers LP
(2000)
ალტერნატიული გარეკანი
სინგლები ალბომიდან The Slim Shady LP
  1. „Just Don't Give a Fuck“
    გამოცემის თარიღი: 7 ოქტომბერი, 1998
  2. „My Name Is“
    გამოცემის თარიღი: 23 თებერვალი, 1999
  3. „Role Model“
    გამოცემის თარიღი: 26 მაისი, 1999
  4. „Guilty Conscience“
    გამოცემის თარიღი: 8 ივნისი, 1999
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic5/5 stars[1]
Chicago Sun-Times4/4 stars[2]
Entertainment WeeklyC+[3]
Los Angeles Times3.5/4 stars[4]
Melody Maker4/5 stars[5]
NME6/10[6]
Rolling Stone3.5/5 stars[7]
The Rolling Stone Album Guide4/5 stars[8]
Spin8/10[9]
The Village VoiceA−[10]

The Slim Shady LP — ამერიკელი რეპერ ემინემის სადებიუტო ალბომი ლეიბლზე Interscope Records და Dr. Dre-ს Aftermath Entertainment-ზე[11]. იგი გამოვიდა 1999 წლის 23 თებერვალს. ალბომი ჩაიწერა ფერნდეილში (მიჩიგანის შტატი), Dr. Dre-ს, Bass Brothers და თავად ემინემის პროდიუსერობით. ალბომის ტექსტებში მოვლენების დიდი ნაწილის თხრობა მიმდინარეობს რეპერის ალტერ-ეგოს, სლიმ შეიდის მიერ (რომელიც მანამდე გამოჩნდა 1997 წლის EP-ზე Slim Shady EP). ტექსტები გამოირჩევა ძალადობის ციტირებით და უცენზურო სიტყვების დიდი რაოდენობის გამოყენებით.

ალბომის გამოცემას მოჰყვა კრიტიკოსთა აღიარება და კომერციული წარმატება. კრიტიკოსები გამოარჩევდნენ რეპერის ტექსტების უნიკალურ სტილს. გამოსვლისთანავე დისკი აშშ-ის Billboard 200-ში მოხვდა მეორე პოზიციაზე (წინ მხოლოდ TLC-ს FanMail უსწრებდა), 283 000 გაყიდული ასლით. პირველი ოფიციალური სინგლი „Just Don't Give a Fuck“ Billboard-ის ასეულში არ მოხვედრილა, მაგრამ შევიდა „Bubbling Under“-ის ასეულში, ავიდა რა მე-14 პოზიციამდე (რაც ამ ჩარტში 114-ის ტოლია). მეორე სინგლი „My Name Is“ Billboard-ის ასეულში #36-მდე ავიდა და იყო რეპერის პირველი მოხვედრა ამ ჩარტში. შემდგომში The Slim Shady LP ოთხმაგი პლატინის სტატუსით აღინიშნა RIAA-ს მიერ. მან გაიმარჯვა გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო რეპ-ალბომის კატეგორიაში, ხოლო 2012 წელს Rolling Stone-მა ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში #275-ედ დაასახელა.[12]

The Slim Shady LP-მ ემინემი ანდერგრაუნდული რეპერიდან აქცია მაღალპროფილიან ცნობილ პიროვნებად. Interscope Records-მა მას გამოუყო საკუთარი ლეიბლი, Shady Records და ემინემმა ჩაატარა ვრცელი ტურნე ამ დისკის მხარდასაჭერად. 1999 წლის ზაფხულში იგი ხშირად გამოდიოდა Vans Warped Tour-ის ფარგლებში და სხვადასხვა ჰიპ-ჰოპ კლუბში. ალბომის სიმღერების ტექსტების იგი პოლემიკურ პიროვნებად იქცა. ბევრი თვლიდა, რომ მათი გავლენა ამერიკელ ახალგაზრდობაზე არის უარყოფითი, ხოლო თავად ტექსტები სავსეა ქალთმოძულეობით.

ალბომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცემისთანავე, ალბომმა გამოიწვია დავა მისი ტექსტების გამო. მაგალითად, სიმღერაში Guilty Conscience ქმარი კლავს თავის ცოლს და მის შეყვარებულს. სხვა სიმღერაში, 97' Bonnie & Clyde, ემინემი განასახიერებს მამას, რომელიც ბავშვის წინაშე აგდებს წყალში თავისი მკვდარი ცოლის გვამს (ალბომის გარეკანზე სწორედ ეს სიტუაციაა გათამაშებული)>

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#სახელწოდებაავტორ(ებ)იპროდიუსერი(ები)ხანგრძლივობა
1.„Public Service Announcement“ (ხუმრობა)  0:33
2.„My Name Is“ Dr. Dre4:28
3.„Guilty Conscience“ (აგრეთვე - Dr. Dre)მაზერსი, იანგიDr. Dre, ემინემი3:19
4.„Brain Damage“მაზერსი, ჯეფ ბასი, მარკ ბასიBass Brothers, ემინემი3:46
5.„Paul“ (ხუმრობა პოლ როზენბერგის შესრულებით)  0:15
6.„If I Had...“ (აგრეთვე - კრისტი ებეტი)მაზერსი, ჯ. ბასი, მ. ბასიBass Brothers, ემინემი4:05
7.„'97 Bonnie & Clyde“მაზერსი, ჯ. ბასი, მ. ბასიBass Brothers, ემინემი5:16
8.„Bitch“ (ხუმრობა)  0:19
9.„Role Model“მაზერსი, იანგი, მელ-მენიDr. Dre, მელ-მენი3:25
10.„Lounge“ (ხუმრობა, აგრეთვე - Bass Brothers)  0:46
11.„My Fault“მაზერსი, ჯ. ბასი, მ. ბასიBass Brothers, ემინემი4:01
12.„Ken Kaniff“ (ხუმრობა, აგრეთვე - Aristotle და Bass Brothers)  1:16
13.„Cum on Everybody“ (აგრეთვე - დაინა რეი)მაზერსი, ჯ. ბასი, მ. ბასიBass Brothers, ემინემი3:39
14.„Rock Bottom“მაზერსი, ჯ. ბასი, მ. ბასიBass Brothers3:34
15.„Just Don't Give a Fuck“მაზერსი, ჯ. ბასი, მ. ბასიBass Brothers, ემინემი4:02
16.„Soap“ (ხუმრობას ასრულებენ ჯეფ ბასი და Royce da 5'9)  0:34
17.„As the World Turns“მაზერსი, ჯ. ბასი, მ. ბასიBass Brothers, ემინემი4:25
18.„I'm Shady“მაზერსი, ჯ. ბასი, მ. ბასიBass Brothers, ემინემი3:31
19.„Bad Meets Evil“ (აგრეთვე - Royce da 5'9 და ჯეფ ბასი)მაზერსი, ჯ. ბასი, მ. ბასი,Bass Brothers, ემინემი4:13
20.„Still Don't Give a Fuck“მაზერსი, ჯ. ბასი, მ. ბასიBass Brothers, ემინემი4:12
შენიშვნები
  • ალბომის ცენზურიან ვერსიაში სიმღერები Bitch, Cum on Everybody, Just Don't Give a Fuck და Still Don't Give a Fuck ატარებენ ალტერნატიულ სათაყრებს: Zoe, Come on Everybody, Just Don't Give და Still Don't Give.
სემპლები

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
ავსტრალია (ARIA)[30] პლატინა 70 000^
კანადა (Music Canada)[31] 2× პლატინა 200 000^
ნიდერლანდები (NVPI)[32] ოქრო 50 000^
ახალი ზელანდია (RMNZ)[33] პლატინა 15 000^
South Africa (RISA)[34] ოქრო 20,000^
შვეიცარია (IFPI Switzerland)[35] ოქრო 25 000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[37] 3× პლატინა 976,141[36]
აშშ (RIAA)[39] 4× პლატინა 5,433,000[38]^
ჯამში
ევროპა (IFPI)[40] პლატინა 1 000 000*
მსოფლიო 18,000,000

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ერლეუაინი, სტივენ თომას. The Slim Shady LP – Eminem. AllMusic. ციტირების თარიღი: ივნისი 15, 2011.
  2. Kyles, Kyra (მარტი 14, 1999). „Eminem, 'The Slim Shady LP' (Aftermath/Interscope)“. Chicago Sun-Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-13. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 17, 2016.
  3. ბრაუნი, დევიდ (მარტი 12, 1999). „The Slim Shady LP“. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: თებერვალი 16, 2012.
  4. ბეიკერი, Soren (თებერვალი 21, 1999). „Record Rack“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: ივნისი 15, 2011.
  5. „Eminem: The Slim Shady LP“. Melody Maker: 36. მაისი 1, 1999.
  6. Wells, Steven (აპრილი 13, 1999). „Eminem – The Slim Shady LP“. NME. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 17, 2000. ციტირების თარიღი: აგვისტო 19, 2013.
  7. Sheffield, Rob (აპრილი 1, 1999). „The Slim Shady LP“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: თებერვალი 5, 2012.
  8. (2004) The New Rolling Stone Album Guide, 4th, Simon & Schuster, გვ. 276–77. ISBN 0-7432-0169-8. 
  9. Rubin, Mike (მაისი 1999). „Eminem: The Slim Shady LP“. Spin. 15 (5): 148. ციტირების თარიღი: თებერვალი 19, 2016.
  10. კრისტგოუ, რობერტ (მარტი 16, 1999). „Consumer Guide“. The Village Voice. ციტირების თარიღი: აგვისტო 26, 2009.
  11. Kaufman, Gil (9 თებერვალი 1999). „Best Of '99: Eminem Pulls No Punches On Major-Label Debut Album“. MTV News. ციტირების თარიღი: 25 მაისი 2017.
  12. 500 Greatest Albums of All Time - Eminem, 'The Slim Shady LP'.
  13. Eminem The Slim Shady LP - ltd edition 2-CD UK DOUBLE CD (177021). Eil.com (2001-02-08). ციტირების თარიღი: 2012-01-12.
  14. Eminem – The Slim Shady LP. Australian Recording Industry Association. Hung Medien. ციტირების თარიღი: თებერვალი 18, 2012.
  15. Eminem – The Slim Shady LP გერმანული. IFPI Austria. Hung Medien. ციტირების თარიღი: თებერვალი 18, 2012.
  16. 16.0 16.1 Eminem - The Slim Shady LP [Special Edition] - swisscharts.com
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 The Slim Shady LP - Chart History. Billboard. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: February 18, 2012.
  18. Eminem – The Slim Shady LP ჰოლანდიურად. MegaCharts. Hung Medien. ციტირების თარიღი: აგვისტო 18, 2011.
  19. Eminem – The Slim Shady LP French. Syndicat National de l'Édition Phonographique. Hung Medien. ციტირების თარიღი: აგვისტო 18, 2011.
  20. Die ganze Musik im Internet: Charts, Neuerscheinungen, Tickets, Genres, Genresuche, Genrelexikon, Künstler-Suche, Musik-Suche, Track-Suche, Ticket-Suche - musicline.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-20. ციტირების თარიღი: 2017-07-03.
  21. irishcharts.com - Discography Eminem
  22. http://www.oricon.co.jp/prof/artist/48489/ranking/cd_album/ Oricon Archive. Slim Shady LP. 05 ივნისი 2002
  23. Eminem – The Slim Shady LP. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-24. ციტირების თარიღი: აგვისტო 21, 2011.
  24. Eminem – The Slim Shady LP. VG Lista. Hung Medien. ციტირების თარიღი: აგვისტო 18, 2011.
  25. Eminem – The Slim Shady LP. Swedish Recording Industry Association. Hung Medien. ციტირების თარიღი: აგვისტო 21, 2011.
  26. Eminem – The Slim Shady LP გერმანული. Media Control. Hung Medien. ციტირების თარიღი: აგვისტო 22, 2011.
  27. Official Albums Chart Top 100 | ოფიციალური ჩარტების კომპანია
  28. Official R&B Albums Chart Top 40 | ოფიციალური ჩარტების კომპანია
  29. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Billboard year end charts 2000. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 19, 2013.
  30. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2003 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  31. Canadian album certifications – Eminem – Slim Shady. Music Canada.
  32. Goud & Platina - Eminem - Slim Shady ჰოლანდიურად. NVPI. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 15, 2009. ციტირების თარიღი: მარტი 17, 2014.
  33. New Zealand album certifications – Eminem – The Slim Shady LP. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია.
  34. „Eminem heading to South Africa for two shows“. The Times. ნოემბერი 18, 2013. ციტირების თარიღი: ივნისი 25, 2015.
  35. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Eminem; 'The Slim Shady LP'). Hung Medien.
  36. ჯოუნსი, Alan (ნოემბერი 11, 2013). „Official Charts Analysis: Eminem LP sells 157k in week one“. Music Week. Intent Media. ციტირების თარიღი: ნოემბერი 6, 2015.
  37. British album certifications – Eminem – The Slim Shady LP. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ The Slim Shady LP ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  38. Eight Eminem Albums Charted On Billboard 200 This Week. XXL. Harris Publications. ციტირების თარიღი: მარტი 17, 2014.
  39. American album certifications – Eminem – The Slim Shady LP. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
  40. IFPI - ევროპის პლატინის ჯილდოები – 2007. ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაცია.