My Name Is

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„My Name Is“
სინგლი  - ემინემი
ალბომიდან The Slim Shady LP
გამოსვლის თარიღი 25 იანვარი, 1999
ფორმატი
  • 12"
  • CD
  • აუდიოკასეტა
ჩაიწერა 1998
ჟანრი
ხანგრძლივობა 4:28
ლეიბლი
სიმღერის ავტორი
პროდიუსერი Dr. Dre
ემინემი - სინგლების ქრონოლოგია
„Just Don't Give a Fuck“
(1998)
My Name Is
(1999)
„Role Model“
(1999)

My Name Is“ — ამერიკელი რეპერ ემინემის სიმღერა. იგი გამოიცა ალბომის The Slim Shady LP პირველი სინგლის სახით, 1999 წელს. ეს არის რეპერის მეორე, მაგრამ წინასთან („Just Don't Give a Fuck“) შედარებით კომერციულად წარმატებული სინგლი. გარკვეულწილად, პოპულარობა რეპერს მოუტანა სკანდალურმა ტექსტმა, რომლითაც იგი აკრიტიკებს პირადი და საზოგადო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს. არანაკლებ სკანდალური რეპუტაცია შეიძინა სიმღერის მუსიკალურმა ვიდეომ, რომელშიც რეპერი განასახიერებს სხვადასხვა პერსონაჟს და ცნობილ პიროვნებას.

სიმღერაში გამოყენებულია ლაბი სიფრეს 1975 წლის „I Got The...“-ს სემპლი. „My Name Is“ VH1-ის 90-იანების უდიდესი სიმღერების სიაში #26 პოზიციას იკავებდა.[2] იგი აგრეთვე მოხვდა Q-ს ყველა დროის 1001 უდიდესი სიმღერის სიაში, #6 ადგილზე[3], Rolling Stone-მა კი 2016 წელს ყველა დროის 100 უდიდესი ჰიპ-ჰოპ სიმღერის რეიტინგში #39 ადგილი მიანიჭა.[4] „My Name Is“-მა რეპერს მოუპოვა პირველი გრემი, 2000 წელს.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბრიტანული CD 1[5]
  1. My Name Is (რადიოს ვერსია)
  2. My Name Is (უცენზურო ვერსია)
  3. My Name Is (ინსტრუმენტული)
  • ბრიტანული CD 2[6]
  1. My Name Is (ცენზურით)
  2. My Name Is (ინსტრუმენტული)
  3. Just Don't Give (ცენზურით)
  • ბრიტანული აუდიოკასეტა
  1. My Name Is (ცენზურით)
  2. My Name Is (ინსტრუმენტული)

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (1999) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალია (ARIA)[7] 13
ავსტრია (Ö3 Austria Top 40)[8] 24
ბელგია (Ultratop 50 ფლანდრია)[9] 33
კანადა (RPM)[10] 38
საფრანგეთი (SNEP)[11] 68
გერმანია (Media Control AG)[12] 37
ირლანდია (IRMA)[13] 4
ნიდერლანდები (Dutch Top 40)[14] 12
ახალი ზელანდია (RIANZ)[15] 4
ნორვეგია (VG-lista)[16] 8
შვედეთი (Sverigetopplistan)[17] 16
შვეიცარია (Schweizer Hitparade)[18] 29
ბრიტანეთის სინგლები (ოფიციალური ჩარტების კომპანია)[19] 2
აშშ Billboard Hot 100[20] 36
აშშ Alternative Songs (Billboard)[21] 37
აშშ Hot R&B/Hip-Hop Songs (Billboard)[22] 18
აშშ Rap Songs (Billboard)[23] 10
აშშ Pop Songs (Billboard)[24] 29

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Spence, D.. (ნოემბერი 12, 2004) The Slim Shady LP. IGN.
  2. 100 Greatest Songs of the '90s. Blog.vh1.com (2007-12-13). წაკითხვის თარიღი: 2012-09-09.
  3. 1001 Best Songs Ever. Rocklistmusic.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2012-09-09.
  4. Rolling Stones' 100 Greatest Hip-Hop songs of all time. წაკითხვის თარიღი: აპრილი 19, 2016.
  5. My Name Is [CD 1: Amazon.co.uk: Music]. Amazon.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2012-09-09.
  6. My Name Is [CD 2: Amazon.co.uk: Music]. Amazon.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2012-09-09.
  7. Eminem – Hi! My Name Is. australian-charts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2011.
  8. Eminem – Hi! My Name Is (in German). austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2011.
  9. Eminem – Hi! My Name Is (in Dutch). ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2011.
  10. Top Singles – Volume 68, No. 26, აპრილი 19, 1999. RPM. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2011.
  11. Eminem – Hi! My Name Is (in French). lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2011.
  12. Chartverfolgung / Eminem / Single (in German). musicline.de. Media Control Charts. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2011.
  13. The Irish Charts – All there is to know (insert "Eminem" into the "Search by Artist" box, and "My Name Is" into the "Search by Song Title" box). irishcharts.ie. Irish Recorded Music Association. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2011.
  14. Nederlandse Top 40 – week 18, 1999 (in Dutch). top40.nl. Dutch Top 40. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2011.
  15. Eminem – Hi! My Name Is. charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2011.
  16. Eminem – Hi! My Name Is. norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2011.
  17. Eminem – Hi! My Name Is. swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2011.
  18. Eminem – Hi! My Name Is (in German). hitparade.ch. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2011.
  19. Eminem (select "View Singles" tab). ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი: 28 აგვისტო 2011.
  20. Eminem Album & Song Chart History: Hot 100. Billboard. Nielsen Business Media, Inc. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2011.
  21. Eminem Album & Song Chart History: Alternative Songs. Billboard. Nielsen Business Media, Inc. წაკითხვის თარიღი: 11 მარტი 2015.
  22. Eminem Album & Song Chart History: R&B/Hip-Hop Songs. Billboard. Nielsen Business Media, Inc. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2011.
  23. Eminem > Charts & Awards > Billboard Singles. Allmusic. Macrovision. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2011.
  24. Hot 100 Songs & New Music: 1 – 10 Songs | Billboard Music Charts de. Billboard.com. წაკითხვის თარიღი: 2012-09-09.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=My_Name_Is&oldid=3396404“-დან