ჰორორკორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰორორკორიჰიპ-ჰოპის ქვეჟანრი, რომელიც ეფუძნება საშინებელათა თემებს. იგი წარმოიშვა ჰარდკორ ჰიპ-ჰოპის და განგსტა-რეპის ელემენტებისგან. რამდენიმე შემსრულებელმა, მაგალითად Geto Boys-მა, საკუთარ შემოქმედებაში დაიწყო ფსიქოლოგიური საშინელებათა, ზებუნებრივი და ოკულტური თემების გამოყენება. განსხვავებით სხვა რეპერებისგან, ასეთი შემსრულებლები ტექსტებში გასცდნენ ძალადობის თემების საზღვრებს ურბანისტული ელემენტებიდან ისეთ ტექსტებამდე, სადაც ყოველივე ატარებს ამაზრზენ, საშინელ, ბუნდოვან სახეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰორორკორში გაზვიადებული სახით არის წარმოჩენილი ძალადობა და ზებუნებრივი, ჟანრში აგრეთვე ხშირად ჩნდება რეალისტური, მაგრამ კვლავ არასასიამოვნო, ფსიქიკური დაავადებების და ნარკოტიკების მოხმარების აღწერა. ტერმინმა „horrorcore“ პოპულარობა შეიძინა ჰიპ-ჰოპ ჯგუფების Flatlinerz[1][2][3][4] და Gravediggaz მეშვეობით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]