დემო (მუსიკა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიმღერის დემო ან დემო ვერსია (სიტყვა "დემონსტრაციის" შემოკლებული ფორმა) არის ჩანაწერი, რომელიც უფრო განხილვისთვისაა, ვიდრე გამოსაშვებად გამზადებული. დემოს საშუალებით მუსიკოსები აჯამებენ თავიანთ იდეებს კასეტაზე ან დისკზე და ამ იდეებს მაგალითის სახით ხმისჩამწერ ლეიბლებს, პროდიუსერებს ან სხვა არტისტებს სთავაზობენ. მომღერლები დემოებს ხშირად ნაუცბადევი მონახაზებისთვის იყენებენ - იმისთვის, რომ გაუზიარონ ისინი თანაგუნდელებს ან არანჟირების ავტორებს; სხვა შემთხვევებში, კომპოზიტორს შეუძლია გააკეთოს დემო ჩანაწერი და გაუგზავნოს იგი შემსრულებელს იმ იმედით, რომ მისი სიმღერის პროფესიული ჩანაწერი გაკეთდება ან მუსიკის მწარმოებელს შეიძლება დასჭირდეს სახელდახელო ჩანაწერი გამოქვეყნებისთვის ან საავტორო უფლებების მოსაპოვებლად.