Roses (ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Roses
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 27 თებერვალი, 2012 (2012-02-27)[1]
ჩაიწერა 18 აპრილი – 15 მაისი 2011
(სტუდია Metalworks, ტორონტო)
20–22 ივნისი 2011
(სტუდია Miloco, ლონდონი)
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 44:20
ლეიბლი Cooking Vinyl (მსოფლიო)
Downtown Records (აშშ)
Shock Records (ავსტრალია)
Gold Lake Records (კანადა)
Hostess Entertainment (იაპონია)
Soyuz Music (რუსეთი)
Vertigo Berlin (გერმანია)
Universal Records (ფილიპინები)
პროდიუსერი სტივენ სტრიტი
The Cranberries — ქრონოლოგია
Bualadh Bos – The Cranberries Live
(2009)
Roses
(2012)
Something Else
(2017)
სინგლები ალბომიდან Roses
  1. „Show Me The Way“
    გამოცემის თარიღი: 8 ნოემბერი 2011 (მხოლოდ რადიოეთერისათვის)[2]
  2. „Tomorrow“
    გამოცემის თარიღი: 21 ნოემბერი 2011
  3. „Raining In My Heart“
    გამოცემის თარიღი: 19 მარტი, 2012 (2012-03-19) (მხოლოდ რადიო)
  4. „Waiting In Walthamstow“
    გამოცემის თარიღი: 18 ივნისი, 2012 (2012-06-18) (მხოლოდ ბრიტანეთის რადიო)
  5. „Fire & Soul“
    გამოცემის თარიღი: 5 დეკემბერი, 2012 (2012-12-05) (მხოლოდ რუსეთის რადიო)[3]
პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic59/100[4]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3.5/5 stars[5]
A.V. ClubC[6]
PopMatters7/10[7]
Rolling Stone3/5 stars[8]
Entertainment WeeklyC+[9]
Consequence of Sound3.5/5 stars[10]
The Boston Phoenix2.5/4 stars[11]

Roses — ირლანდიურ ჯგუფ The Cranberries-ის მეექვსე სტუდიური ალბომი, რომელიც ირლანდიის რესპუბლიკაში [12] გამოიცა 2012 წლის 24 თებერვალს, ხოლო მსოფლიო მასშტაბით - 2012 წლის 27 თებერვალს.[13][14] პროდიუსერ სტივენ სტრიტის დახმარებით ჩაწერილი ეს ალბომი არის ჯგუფის დისკოგრაფიაში პირველი უკანასკნელი 10 წლის მანძილზე. თავდაპირველად დაგეგმილი იყო მისი 2004 წელს გამოცემა [15] , მაგრამ ალბომის Wake Up and Smell the Coffee შემდეგ დაწერილი სიმღერები შენახული იქნა, ვინაიდან ჯგუფის ყველა წევრმა საკუთარი კარიერა აირჩია.[16][17] ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, 2009-2010 წლის ტურნეს პერიოდში ცნობილი გახდა, რომ დაგეგმილი იყო ახალი ალბომის ჩაწერა. სათაური „Roses“ ცნობილი გახდა ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდით, 2011 წლის 24 მაისს. ცნობილია, რომ ალბომში საუბარია ურთიერთობებზე, რომანტიკულ სიყვარულსა და სხვა ფორმების სიყვარულზე.[18][19]

ჩაწერის სესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფი მუშაობდა 19 სიმღერაზე[20]. ისინი იწერებოდა 2011 წლის აპრილში-ივნისში პროდიუსერ სტივენ სტრიტის დახმარებით[13], რომელიც ასევე მუშაობდა ჯგუფის სამ ალბომზე Everybody Else Is Doing It, So Why Can't We?, No Need to Argue და Wake Up and Smell the Coffee. ალბომისთვის დასრულებული იქნა 18 სიმღერა. პროდიუსერის თქმით, მათში „კვლავ ბრუნდება ჯგუფის ადრეული ალბომების ბნელი ატმოსფერო“ .[21] ალბომში შეტანილი სიმღერები ასევე იწერებოდა დამატებითი სიმებიანი ინსტრუმენტების თანხლებით.[22]

პირველი სესია (სტუდია Metalworks, ტორონტო)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

15 სიმღერა იწერებოდა სტუდიაში Metalworks, ტორონტოში (კანადა), 2011 წლის 18 აპრილიდან [23] 15 მაისამდე [22]. 11 სიმღერა, გარდა კომპოზიციებისა „Losing My Mind“ და „Waiting in Walthamstow“, იწერებოდა პირველ სესიაზე, სიმღერებთან „Someday“, „Eyelash“, „Serendipity“, „In It Together“, „Perfect World“ და „Stop Me“ ერთად, რომელთა გამოცემა დაგეგმილია დამატებითი სიმღერებისა და სინგლების b-გვერდების სახით.

მეორე სესია (სტუდია Miloco, ლონდონი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფი და პროდიუსერი სტივენ სტრიტი მოგვიანებით კვლავ შეიკრიბნენ, ამჯერად - სტუდიაში Miloco[24], ლონდონში. ოთხი ახალი დამატებითი სიმღერა იწერებოდა 20-22 ივნისს.[25][26] სამი ახალი სიმღერა „Losing My Mind“, „Waiting in Walthamstow“ [14] და „Always“ დასრულებული იქნა ამ პერიოდში.

ინფორმაცია სიმღერებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერაზე „Tomorrow“ საუბრისას ო'რიორდანმა „ბილბორდს“ უამბო, რომ „იგი არის იმაზე, რომ ხოლმე ზოგიერთ საკითხზე ზედმეტად ბევრს ვფიქრობთ...როდესაც ხოლმე სპონტანურობა უკეთესი გზაა. ხვალ შესაძლოა ეს წამი ვეღარ დაიბრუნო. ამიტომ ეს სიმღერა არის გაგრძელებაზე, ახალგაზრდა თაობაზე და იმაზე, თუ როგორ ღელავენ მრავალ სისულელეზე. ისინი არ ფიქრობენ, რომ სულელები არიან, უბრალოდ როდესაც თავად უფროსი ხარ, უკეთ იცი.“[14] ამ სიმღერის ერთწუთიანი ნაწყვეტი გამოქვეყნდა 2011 წლის 31 ივლისს.[13]

  • „Astral Projections“ აღწერილია, როგორც „ოცნებებით სავსე როკ სიმღერა, რომელიც შეიძლება იყოს ადვილად დასამახსოვრებელი“, ხოლო „In It Together“ არის „მხიარული სიმღერა, რომელიც იგივე ატმოსფეროს, ქმნის, რაც „Stars“ - ფერადს“[27]
  • „Schizophrenic Playboy“ აღწერილია, როგორც როკ-სიმღერა სექსუალური კავშირების რისკზე. ნოელ ჰოგანი სტუდიურ ვერსია „ჯეიმზ ბონდურად“ აღწერს.[28] ამ სიმღერის ერთწუთიანი ნაწყვეტი გამოქვეყნდა 2011 წლის 31 აგვისტოს.[13]
  • „Fire and Soul“ აღწერილია, როგორც ბალადა განმეორებადი დასარტყმელი საკრავებით და მსუბუქი ელექტრონიკის ელემენტებით. ამ სიმღერის ერთწუთიანი ნაწყვეტი გამოქვეყნდა 2011 წლის 13 ოქტომბერს.[13]

სიმღერები განსხვავდება ტემპებით და განწყობით. სხვადასხვა შეფასებით, ახალი სიმღერების სპექტრი „მერყეობს ნაზი და ზაფხულის განწყობით სავსე „Fire and Soul“-იდან რეგეის გავლენით დაწერილ „Raining In My Heart“-ამდე და გამალებულ გრიგალამდე, რომელიც „Conduct Yourself“-ში მძვინვარებს“. სასათაურო სიმღერა „Roses“ აღწერილია, როგორც „მეტად მწირი, მაგრამ ძალიან მძლავრი კომპოზიცია“. მისი მელოდია ეკუთვნის ნოელ ჰოგანს, რომელმაც ის ჩაწერამდე რამდენიმე წლით ადრე მოიფიქრა.[18]

სიმღერები „Someday“, „Raining in My Heart“, „Astral Projections“ და „In it Together“ ჩაწერა დაგეგმილი იყო 2004 წლის ალბომისთვის.[29] სწორედ ამ სიმღერებზე მუშაობდა ჯგუფი 2003 წლის სესიების დროს, სანამ 2011 წელს ალბომს Roses თავიდან ჩაწერდა.

საკონცერტო შესრულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერები Astral Projections და In It Together პირველად შესრულდა ბელფასტში (ჩრდილოეთი ირლანდია), 2003 წლის 29 მაისს[27]. „Astral Projections“ ასევე შესრულდა 2010 წელს, რამდენიმე ლათინოამერიკულ კონცერტზე, ტურნეს „Reunion“ ფარგლებში.

„Tomorrow“ ჯგუფმა პირველად შეასრულა 2011 წლის 18 ივნისს, ფესტივალზე „London Feis“. „Schizophrenic Playboy“ პირველად შესრულდა პორტუგალიაში, 16 ივლისს, ფესტივალზე „Marés Vivas“ (პორტო).

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის Roses სიმღერების სია ცნობილი გახდა 2011 წლის 5 ოქტომბერს .[14]

  • ყველა სიმღერის პროდიუსერი - სტივენ სტრიტი.
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Conduct“ 05:10
2.„Tomorrow“დოლორეს ო’რიორდანი03:56
3.„Fire & Soul“ 04:31
4.„Raining In My Heart“ 03:26
5.„Losing My Mind“ 03:39
6.„Schizophrenic Playboys“ 03:39
7.„Waiting In Walthamstow“ 04:18
8.„Show Me“დოლორეს ო’რიორდანი03:26
9.„Astral Projections“ 04:44
10.„So Good“ 03:53
11.„Roses“ 03:40

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (2012) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[32] 28
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[33] 39
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[34] 8
კანადის ალბომები (ბილბორდი)[35] 6
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[36] 38
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[37] 5
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[38] 13
ირლანდიის ალბომები (IRMA)[39] 17
იტალიის ალბომები (FIMI)[40] 9
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[41] 38
პოლონეთის ალბომები (ZPAV)[42] 9
ესპანეთის ალბომები (PROMUSICAE)[43] 17
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[44] 10
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[45] 37
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[46] 33
აშშ - დამოუკიდებელი ალბომები (ბილბორდი)[47] 4

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალთან Billboard 2011 წლის ოქტომბერში საუბრისას ჯგუფის ვოკალისტი დოლორეს ო'რიორდანი ამბობდა, რომ ალბომი გამოიცემოდა 2012 წლის თებერვალში.[14]

21 ივლისს გიტარისტმა ნოელ ჰოგანმა ახსენა, რომ ალბომამდე ალბათ გამოიცემოდა EP [20] ამის შესახებ დღეისათვის არაფერია ცნობილი.

რეგიონი თარიღი ლეიბლი
იაპონია 22 თებერვალი 2012[48] Hostess Entertainment
ირლანდიის რესპუბლიკა 24 თებერვალი 2012[12] Timeless Solutions
ავსტრალია 24 თებერვალი 2012 Shock Records
გერმანი 27 თებერვალი 2012[49] Vertigo Berlin/Universal
მსოფლიო 27 თებერვალი 2012 Cooking Vinyl
რუსეთი 27 თებერვალი 2012 Soyuz Music
აშშ 28 თებერვალი 2012[50] Downtown Records
კანადა 28 თებერვალი 2012 Gold Lake Records
ფილიპინები 3 მარტი 2012 Universal Records[51]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.cranberries.com/#roses The Cranberries :: 'Roses' Out 27 თებერვალი 2012! Cranberries Retrieved on 2012-01-13.
  2. radioandrecords.com Alternative - Week Of: 7 ნოემბერი 2011.
  3. http://www.tophitru.com/search.shtml?q=cranberries&meth=1
  4. http://www.metacritic.com/music/roses/the-cranberries
  5. http://www.allmusic.com/album/roses-r2364736/review
  6. Lewis, Catherine P.. (28 თებერვალი 2012) The Cranberries: Roses. A.V. Club. ციტირების თარიღი: 2012-02-28.
  7. http://www.popmatters.com/pm/review/153431-the-cranberries-roses/
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-15. ციტირების თარიღი: 2013-08-31.
  9. http://www.ew.com/ew/article/0,,20572737,00.html/[მკვდარი ბმული]
  10. http://consequenceofsound.net/2012/02/album-review-the-cranberries-roses/
  11. http://thephoenix.com/Boston/music/135325-cranberries-roses/
  12. 12.0 12.1 Roses by The Cranberries - Preorder Roses on iTunes. Itunes.apple.com. ციტირების თარიღი: 2012-02-08.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 Roses. The Cranberries official website. ციტატა: „The official release date for 'Roses' is confirmed, and it will be თებერვალი 14th, 2012.“ ციტირების თარიღი: 4 იანვარი 2012.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 Billboard.com Exclusive: The Cranberries Giving You 'Roses' on Valentine's Day. 5 ოქტომბერი 2011. Retrieved on 2011-10-05.
  15. Zombieguide, New Songs Have Fergal "Over The Moon" დაარქივებული 2013-01-05 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, 2 აპრილი 2003, Retrieve on 2011-05-27
  16. Zombieguide news, "BREAKING: CRANBERRIES TO TAKE 2 YEAR BREAK" დაარქივებული 2013-02-10 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. 17 სექტემბერი 2003
  17. Zombieguide.com, Dolores Confirms Cranberries Break Up დაარქივებული 2013-02-10 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, 5 მარტი 2004, Retrieved on 2011-05-27
  18. 18.0 18.1 Today Online, "Coming up, Roses" დაარქივებული 2012-06-12 საიტზე Wayback Machine. , 28 ივლისი 2011.
  19. The Jakarta Post, "The Cranberries’ continue to roll" დაარქივებული 2011-08-06 საიტზე Wayback Machine. , 31 ივლისი 2011.
  20. 20.0 20.1 Global Times, "With The Cranberries" დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine. , 21 ივლისი 2011.
  21. Official Stephen Street Website - Diary, 16 მაისი 2011 Farewell Toronto! დაარქივებული 2011-10-06 საიტზე Wayback Machine. . Retrieved on 2011-05-27
  22. 22.0 22.1 Okay, that's it. Album No. 6 recorded, everyone is great spirits after listening. On to London for strings & Steve to mix it after that. Noel Hogan Twitter. 2011-05-15. Retrieved on 2011-05-15
  23. Back at the hotel. 2nd & last day of rehearsal done. Start album tomorrow. Noel Hogan Twitter. 2011-04-17. Retrieved on 2011-05-27
  24. Milocostudios.com An Interview with Producer Stephen Street. Retrieved on 2011-12-30
  25. Noel Hogan's Twitter account, "In London for a few days. Show tomorrow night and back in the studio Monday with S. Street. More new tracks to come." Retrieve on 2011-06-17.
  26. The_Cranberries Twitter account Our 2nd day in the studio with Stephen. 3 new backing tracks down one more to go., 2011-06-21. Retrieved on 2011-06-21.
  27. 27.0 27.1 Zombieguide News Two New Songs at Belfast: "Astral Projections" and "In It Together"![მკვდარი ბმული] 29 მაისი 2003
  28. Noel Hogan's Twitter Account, "Just listening back to mix of Playboys, very James Bond." 16 ივნისი 2011.
  29. 24/11: New Cranberries material for 2008!!! დაარქივებული 2012-03-25 საიტზე Wayback Machine. Cranberries Mexico
  30. iTunes Ireland. [1].retrieved on 2012-02-17
  31. Cooking Vinyl. The Cranberries – Roses დაარქივებული 2012-05-10 საიტზე Wayback Machine. .Retrieved on 2011-12-01.
  32. "The Cranberries - Roses" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 26 მარტი 2017.
  33. "The Cranberries – Roses" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 26 მარტი 2017.
  34. "The Cranberries – Roses" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 26 მარტი 2017.
  35. „The Cranberries ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Canadian Albums)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 24 მარტი 2017.
  36. „Dutchcharts.nl – The Cranberries – Roses“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 26 მარტი 2017.
  37. "The Cranberries – Roses". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 26 მარტი 2017.
  38. "Offiziellecharts.de – The Cranberries – Roses" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 24 მარტი 2017.
  39. http://irish-charts.com/showinterpret.asp?interpret=The+Cranberries%7Ctitle=irishcharts.com – Discography The Cranberries|publisher=Hung Medien|accessdate=26 მარტი 2017}}
  40. "The Cranberries – Roses". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 26 მარტი 2017.
  41. "The Cranberries – Roses". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 26 მარტი 2017.
  42. The Cranberries - Roses - Music Charts. Acharts.us. ციტირების თარიღი: 24 მარტი 2017.
  43. "The Cranberries – Roses". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 26 მარტი 2017.
  44. "The Cranberries – Roses". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 26 მარტი 2017.
  45. "2012-03-04 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 24 მარტი 2017.
  46. „The Cranberries ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 24 მარტი 2017.
  47. "The Cranberries ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის დამოუკიდებელი ალბომები - The Cranberries. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 9 მაისი 2017.
  48. Hostess Entertainment Unlimited Releases დაარქივებული 2012-02-14 საიტზე Wayback Machine. . Retrieved on 2011-12-30.
  49. Cranberries: Roses გერმანული and English. jpc-schallplatten Versandhandelsgesellschaft mbH. დაარქივებულია The Cranberries - Roses ორიგინალიდან — 2012-02-06. ციტირების თარიღი: 4 იანვარი 2012.
  50. Roses: Cranberries: Music. Amazon.com. ციტირების თარიღი: 2012-02-08.
  51. THE CRANBERRIES ARE BACK WITH NEW ALBUM & SINGLE! Universal Records (Philippines)