Grand Theft Auto: San Andreas

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Grand Theft Auto: San Andreas
GTASABOX.jpg
დეველოპერ(ებ)ი Rockstar North
გამომცემელი Rockstar Games
სერია „Grand Theft Auto“
ძრავა RenderWare
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი-სათავგადასავლო
რეჟიმ(ებ)ი ერთმომხმარებლიანი, მრავალმომხმარებლიანი

Grand Theft Auto: San Andreas (აგრეთვე ცნობილი აბრევიატურით GTA: SA) — მოქმედებითი-სათავგადასავლო ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა Rockstar North-მა და გამოსცა Rockstar Games-მა. გამოვიდა 2004 წლის 24 ოქტომბერს PlayStation 2-ისთვის, ხოლო 2005 წლის 7 ივნისს Xbox-ისა და Microsoft Windows-სთვის. 2015 წელს გამოვიდა თამაშის რემასტერინგული ვერსია Xbox 360-სა და PlayStation 3-ზე. „San Andreas“ არის „Grand Theft Auto“ -ს სერიის რიგით მეშვიდე ნაწილი.

თამაშს გააჩნია ღია სამყაროს გარემო, სადაც ვირტუალური კამერა წარმოდგენილია მესამე პირის ხედვით. სიუჟეტი ვითარდება აშშ-ის გამოგონილ შტატ სან-ანდრეასში, რომელიც დაფუძნებულია ნევადისა და კალიფორნიის შტატზე. სან-ანდრეასი მოიცავს სამ ქალაქს: ლოს-სანტოსი, (რომელიც დაფუძნებულია ლოს-ანჯელესზე), სან-ფიერო (დაფუძნებული სან-ფრანცისკოზე) და ლას-ვენტურასი (დაფუძნებული ლას-ვეგასზე. ერთმოთამაშიანი რეჟიმი მოიცავს კარლ „სი ჯეი“ ჯონსონის ისტორიას — ყოფილი განგსტერი, რომელიც დედის სიკვდილის შემდეგ ბრუნდება ლიბერტი-სიტიდან სახლში, ლოს-სანტოსში, სადაც იგი აღმოაჩენს, რომ მისი მეგობრები და ოჯახი დასუსტებულია. თამაშის მიმდინარეობისას სი-ჯეი ცდილობს აღადგინოს თავისი ძველი ბანდა და გაიგოს დედის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი. სიუჟეტი დაფუძნებულია ლოს-ანჯელესში მომხდარ სხვადასხვა რეალურ მოვლენებზე.

„San Andreas“ მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეო თამაშად. კრიტიკოსებმა ძირითადად შეაქეს თამაშის მუსიკა, სიუჟეტი და გეიმპლეი. იგი 2004 წლის და PlayStation 2-ის ყველაზე გაყიდვადი თამაშია. 2011 წლის მონაცემებით საერთო გაყიდვებმა 27.5 მილიონი ასლი შეადგინა. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე თამაში ფლობს 95/100. „San Andreas“ პორტირებული იქნა სხვადასხვა პლატფორმაზე: OS X, Xbox Live, PlayStation Network და მობილურ მოწყობილობებზე, როგორებიცაა iOS, Android, Windows Phone და Fire OS.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

[[