Crusader Kings II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Crusader Kings II
Crusader Kings II box art.jpg
დეველოპერ(ებ)ი Paradox Development Studio
გამომცემელი Paradox Interactive
დისტრიბუტორი Steam
GamersGate
სერია Crusader Kings II
ძრავა Clausewitz Engine
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows
Mac OS X
Linux
გამოსვლის თარიღი Microsoft Windows
14 თებერვალი, 2012[1]
Mac OS X
24 მარტი, 2012[2]
Linux
14 იანვარი, 2013
ჟანრ(ებ)ი გრანდ სტრატეგია
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთამაშიანი
დიზაინერ(ებ)ი ჰენრიკ ფარეუსი
საიტი ოფიციალური საიტი

Crusader Kings II (ქართ. ჯვაროსანი მეფეები II) — სტრატეგიული თამაში, რომლის მოქმედება მიმდენარეობს შუა საუკუნეებში. თამაში შეიქმნა Paradox Development Studio-ს მიერ და გამოქვეყნებულია Paradox Interactive-ს მიერ. ის პირველად გამოიშვა Microsoft Windows-ზე 2012 წლის 14 თებერვალს,[1], შემდეგ გამოვიდა Mac OS X პლატფორმაზე 2012 წლის 14 თებერვალს,[2] ხოლო Linux-ის ვერსია - 2013 წლის 12 იანვარი. თამაში დადებითად შეაფასეს კრიტიკოსებმა. მოთამაშეს შეუძლია გახდეს ერთ-ერთი ისტორიული პირი შუა საუკუნეებიდან, როგორიცაა უილიამ I დამპყრობელი, ჰაროლდ გოდვინსონი, სიდ კამპეადორი, სალადინი, და ასე შემდეგ.

მიმდინარე შესწორება არის 2.5.1.1 ვერსია, რომელიც გამოვიდა 2016 წლის 5 თებერვალს.

თამაშის პროცესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაში არის დინასტიის სიმულატორი სადაც მოთამაშე აკონტროლებს შუა საუკუნეების დინასტიას 769-1453 წლებში (DLC დამატებების ჩაუთვლელად 1066-1453). ომის, ქორწინების და მკვლელობების სტრატეგიული გამოყენებით, მოთამაშე ცდილობს მიაღწიოს წარმატებას მის დინასტიისთვის. თამაშში, "წარმატება" არის მოთამაშის მიერ გადაწყვეტილი და დანიშნული.[3] მხოლოდ ერთადერთი დანიშნული მიზანია რაც შეიძლება მეტი პრესტიჟის ქულის აღება, იმ მიზნით რომ თამაშის ბოლოს მოთამაშემ გაასწროს სხვადასხვა ევროპულ დინასტიებს. თამაში მთავრდება როდესაც მოთამაშის პერსონაჟი მოკვდება და მას არ ჰყავს რომელიმე მემკვირდრე მისი დინასტიიდან.

თამაშს აქვს გენეტიკის და განათლების სისტემა სადაც შვილები მემკვიდროებით მიიღებენ ბევრ თვისებებს, კულტურას, რელიგიას და უნარ-ჩვევებს მათი მშობლებისგან და მეურვისგან. ეს უმატებს ქორწინებას სტრატეგიას, მოთამაშე შეეცდება არა მარტო ისარგებლოს ალიანსებით, არამედ ასევე მოთამაშეს შეეძლება შეარჩიოს საქორწინო პარტნიორი კარგი თვისებებით, რომ მათ ხარისხიანი შთამომავლობა დატოვონ და გააძლიერონ დინასტია. ეს ხანდახან მოითხოვს კონფლიქტური თვისებების ბალანსირებას.[4]

მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს თითქმის ყველა მიწის მფლობელი დიდგვაროვანი სათამაშოდ, თამაშში არის ზოგიერთი პერსონაჟი რომლით თამაში შეუძლებელია თამაშის მოდიფიკაციების გამოყენების გარეშე, მაგალითად რომის პაპად თამაში არ არის შესაძლებელი, ასევე შეუძლებელია თამაში წმინდა ორდენებად (მაგალითად ტამპლიერებად) მუსლიმ, წარმართულ ან რესპუბლიკურ პერსონაჟებად თამაში შეიძლება დამატებებით.

თამაშში არის ხუთი ავტორიტეტური დონე:

  • იმპერატორი, კაიზერი, ბასილევსი, სამრატი, შაჰი, ფადიშაჰი, კაგანი, ხალიფა, ცარი
  • მეფე, შაჰი, დესპოტი, სულთანი, დოჟი, მეფე ეპისკოპოსი, ხანი, პრინცი მერი
  • ჰერცოგი, დოუხი, სატრაპი, ემირა, დოჟი, დიდი მთავარი, დიდი ბელადი, მთავარი-არქიეპისკოპოსი, დიდი მერი, იარლი, მცირე მეფე, ხალიფა
  • გრაფი, ერლი, შეიხი, ვალი, მარზპანი, შეფი, ლორდ-მერი, ეპისკოპოსი.
  • თამაშის ყველაზე დაბალი ავტორიტეტის დონე არის ბარონი, მისი ვარიაცებია — ტიმარიოტი, შამანი, მერი არქიეპისკოპოსი, პატრიცია — რომლიდანაც მხოლოდ პატრიციის თამაში შეიძლება The Republic DLC-ით.

დამატებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ყველა დანარჩენი ბოლო Paradox-ის თამაში, Crusader Kings II განახლებულია პაჩებით, ახალი შესაძლებლობების კრებულით, რომლის ყიდვა შესაძლებელია Steam-ზე ან თამაშში ჩაშენებული მაღაზიით.

Sword of Islam[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Legacy of Rome[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე დამატება უფრო მრავალფეროვანს ხდის ბიზანტიის იმპერიად თამაშს. ჩნდება ფრაქციები, პატიმრების დასჯის მეტი მეთოდი (დაბრმავება, დასაჭურისება), ემატება რომის იმპერიის აღდგენის შესაძლებლობა ან დიდი სქიზმის არიდება. ბიზანტიის იმპერატორებს თვითონ შეეძლებათ თავიანთი მემკვიდრეების არჩევა, რაც მისცემთ მათ "დესპოტის" წოდებას. დამატება გამოშვებული იქნა 2012 წლის 16 ოქტომბერს.

Sunset Invasion[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Republic[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხე დამატება რომელშიც მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს მდიდარი სავაჭრო რესპუბლიკებით. დოჟებს შეუძლიათ ააშენონ თავიანთი წარმომადგენლობები მთელ ზღვის სანაპიროებზე. 1066 წელის დასაწყისი თარიღით ხელმისაწვდომია შემდეგი სავაჭრო რესპუბლიკები: ვენეცია, პიზა, ამალფი, გოტლანდი და ჰანზას კავშირი. მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი ზღვისპირა სავაჭრო პოსტების აშენება, რასაც ფული მოაქ მოთამაშისთვის.[5] დამატება გამოშვებული იქნა 2013 წლის 15 იანვარს.

The Old Gods[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Sons of Abraham[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 22 ოქტომბერს, პირდაპირ ეთერში იყო გამოცხადებული შემდეგი დამატება, Sons of Abraham. ამ დამატებაში არის ახალი შესაძლებლობები უკვე ორი არსებული აბრაამისეული რელიგიებისთვის, ასევე აქ ემატება იუდაიზმი, ასევე ემატება მინიმუმ ერთი წმინდა დაჯგუფება ყოველ რელიგიას. შესწორებები იყო შეტანილი წმინდა მიწებში. ის გამოვიდა 2013 წლის 18 ნოემბერს.[6]

Rajas of India[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Charlemagne[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Way of Life[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 20 ნოემბერს, Way of Life დამატება იყო გამოცხადებული. ამ დამატებით მოთამაშეს შეუძლია მეტი როლური თამაშის არჩევნების გაკეთება, როგორც გამომშვებლებმა გამოაცხადეს "ამ დამატებაში მოთამაშეს შეეძლება გახდეს უკეთესი (ან უარესი) მმართველი და შესაძლებობას მისცემს მას მიხედოს პირად ურთიერთობებს უკეთესად.".[7]

Horse Lords[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 14 მაისს ახალი დეველოპერის დღიური დაიდო ოფიციალურ ფორუმზე. სათაური და თემა უცნობი რჩებოდა ამავე წლის 2 ივნისამდე როდესაც გამოვიდა ტრეილერი დამატების შესახებ. ახალი შესაძლებლობები მოიცავს მომთაბარეების მმართველობას, კლანების პოლიტიკას, ურდოების შექმნას, აბრეშუმის გზას, და ხარკებს. ახალი დამატება ასევე გაზრდის რუკის მოცულობას ცენტრალური აზიის ვაკისკენ. [8]

Conclave[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 მიღება
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
Metacritic 82/100[9]
ქულები
წყარო რეიტინგი
GameSpot 8/10[10]
IGN 8/10[11]
PC PowerPlay 7/10[12]
The Digital Fix 8/10[13]

მიმოხილვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაში დადებითად იქნა მიღებული კრიტიკოსების მიერ. საერთო შედეგების საფუძველზე საიტმა Metacritic თამაშს დაუწერა 82/100.[14] GameSpot-მა შეაქო თამაშის გეიმპლეი.[10] Rock, Paper, Shotgun-მა განაცხადა, რომ "Crusader Kings II ალბათ, იყო ყველაზე ჰუმანური სტრატეგიული თამაში" რაც კი ოდესმე უთამაშია.[15] Kotaku-ის მიერ ნომინირებული იქნა "წლის თამაშზე".[16]

გაყიდვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 13 თებერვლის მონაცემით, თამაშის გაყიდვების სრული რაოდენობა შეადგენს 1.1 მილიონ ასლს, ხოლო დამატებების ჩათვლით - 5.5 მილიონი ალსი. Paradox Interactive-ზე დაყრდნობით, თამაშს ყოველდღიურად თამაშობს 12,500 ადამიანი, ხოლო თვის განმავლობაში - 104,100.[17]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Buy Crusader Kings 2 - Paradox Interactive. Paradoxplaza.com (2012-02-14). წაკითხვის თარიღი: 2015-09-30.
  2. 2.0 2.1 Crusader Kings II released for Mac. წაკითხვის თარიღი: 2012-05-24.
  3. Crusader Kings II - Review
  4. Crusader Kings 2 PC Preview
  5. The Republic-ის განხილვა
  6. Crusader Kings II: Sons of Abraham announced
  7. Crusader Kings II: Way of Life announced - Patch 2.3 BETA will be open to anyone!
  8. ყოველ კვირული დეველოპერის დღიური #1
  9. Crusader Kings II for PC Reviews. Metacritic (2012-02-14). წაკითხვის თარიღი: 2013-04-21.
  10. 10.0 10.1 Shaun McInnis. (February 16, 2012) Crusader Kings II Review. GameSpot. წაკითხვის თარიღი: September 6, 2012.
  11. Eric Neigher. (March 5, 2012) Crusader Kings II Review. IGN. წაკითხვის თარიღი: September 6, 2012.
  12. Zacny, Rob (1 May 2012), "Crusader Kings II", PC PowerPlay (Australia: nextmedia) (203): 52
  13. Lewis Brown. Crusader Kings II. The Digital Fix. წაკითხვის თარიღი: 2012-03-23.
  14. Crusader Kings II for PC Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 2015-09-30.
  15. Adam Smith. (2012-02-23) Wot I Think: Crusader Kings II. Rock, Paper, Shotgun. ციტატა:When the consequences are so human they mean all the much more and this is probably the most human strategy game I’ve ever played. If it doesn’t wind up being among my very favourite games of the year, spectacular things will occur in the next ten months.“ წაკითხვის თარიღი: 2013-02-02.
  16. Plunkett, Luke. (4 January 2013) Why Crusader Kings II Should Be Game Of The Year. Kotaku. Gawker Media. წაკითხვის თარიღი: 10 August 2013.
  17. Timeline Photos - Paradox Interactive. Facebook. წაკითხვის თარიღი: 2015-09-30.