With The Beatles

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Beatlemania! With the Beatles)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
With The Beatles
სტუდიური ალბომი - ბითლზი
გამოცემის თარიღი 22 ნოემბერი 1963
ჩაიწერა 18 ივლისი 1963 – 23 ოქტომბერი 1963
სტუდია ები-როუდის სტუდიები, ლონდონი
ჟანრი
ხანგრძლივობა 32:24
ლეიბლი Parlophone
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
ბითლზი - ქრონოლოგია
Please Please Me
(1963)
With The Beatles
(1963)
A Hard Day's Night
(1964)
ალტერნატიული გარეკანები
ავსტრალიური გამოცემა
ავსტრალიური გამოცემა
კანადური გამოცემა
კანადური გამოცემა
ბითლზის ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემების ქრონოლოგია
Beatlemania! With the Beatles
(1963)
Introducing... The Beatles
(1964)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
AllMusic 5/5 stars[5]
The A.V. Club A[6]
Blender 4/5 stars[7]
Encyclopedia of Popular Music 4/5 stars[8]
MusicHound 3/5 stars[9]
Pitchfork Media 8.8/10[10]
Paste 87/100[11]
Record Collector 4/5 stars[12]
Rolling Stone (კეთილგანწყობილი)[13]
The Rolling Stone Album Guide 4.5/5 stars[14]

With the Beatlesინგლისური როკ-ჯგუფ ბითლზის მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა ბრიტანეთში, 1963 წლის 22 ნოემბერს, ლეიბლზე Parlophone. იგი ჩაიწერა Please Please Me-ის გამოცემიდან ოთხი თვის შემდეგ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომში შეტანილია რვა ორიგინალური სიმღერა (შვიდი ეკუთვნის ლენონს და მაკ-კარტნის, ხოლო "Don't Bother Me" ჯორჯ ჰარისონის მიერ დაწერილია და წარმოადგენს მის პირველ სოლო კომპოზიციას და პირველს, რომელიც ბითლზის ალბომზე გამოვიდა) და ექვს ქავერ-ვერსიას (ძირითადად Motown-ის, როკ-ენ-როლის და რიტმ-ენდ-ბლუზის ჰიტების ვერსიებს).

2003 წელს Rolling Stone-მა With the Beatles დაასახელა ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიის #420 ადგილზე.[15]

ჩაწერის თარიღები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განსხვავებით Please Please Me-ისგან (რომლის 14-დან 10 სიმღერა მანამდე სინგლების არ გამოცემულა), ახალი სიმღერები სამი თვის განმავლობაში იწერებოდა, 18 ივლისიდან 23 ოქტომბრამდე. არც ერთი ამ სიმღერებიდან მანამდე ბრიტანეთში სინგლებზე არ გამოსულა. სესიებს შორის, როდესაც ბრიტანეთში უკვე ბითლომანია მძვინვარებდა, ჯგუფი დაკავებული იყო რადიო, სატელევიზიო და ცოცხალი გამოსვლევბით. სესიებზე ჩაიწერა:

  • 18 ივლისი: "You Really Got a Hold on Me", "Money (That's What I Want)", "(There's A) Devil in Her Heart" და "Till There Was You".[16]
  • 30 ივლისი: "Please Mister Postman", "It Won't Be Long", "Money (That's What I Want)", "Till There Was You", "Roll Over Beethoven" და "All My Loving".[16]
  • 11 სექტემბერი: "I Wanna Be Your Man", "Little Child", "All I've Got to Do", "Not a Second Time" და "Don't Bother Me".[17]
  • 12 სექტემბერი: "Hold Me Tight" "Don't Bother Me", "Little Child" და "I Wanna Be Your Man".[18]
  • 3 ოქტომბერი: "I Wanna Be Your Man" და "Little Child".[19]
  • 17 ოქტომბერი: "I Want to Hold Your Hand", "This Boy" და "You Really Got a Hold on Me". ეს იყო ბითლზის პირველი სესია, რომელშიც გამოიყენეს ოთხტრეკიანი ჩამწერი. "I Want to Hold Your Hand" და "This Boy" გამოვიდა შემდეგ სინგლზე, რომელიც 29 ნოემბერს გამოსცეს.[20]
  • 23 ოქტომბერი: "I Wanna Be Your Man".[21]

გარდა Revolver-ის, With The Beatles არის ბითლზის ერთადერთი ორიგინალური ალბომი, რომლის სამ სიმღერაში ჰარისონი ასრულებს წამყვან ვოკალებს.

გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

With the Beatles ჯგუფის პირველი ალბომი იყო, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში გამოვიდა. იგი გამოიცა კანადაში, 25 ნოემბერს, შეცვლილი სახელწოდებით Beatlemania! With the Beatles, გარეკანზე დამატებითი ტექსტით და მხოლოდ მონო ვერსიის სახით, კატალოგის ნომრით T 6051 (კანადური სტერეო გამოცემა მხოლოდ 1968 წელს გამოჩნდა, კატალოგის ნომრით ST 6051). With The Beatles აშშ-ში Capitol-ის მიერ „დაიყო“ ორ ნაწილად: ცხრა სიმღერით Meet the Beatles!-ზე (რვა ორიგინალური კომპოზიცია და "Till There Was You"), ხოლო დარჩენილი ხუთით (ქავერ-ვერსიებით) - The Beatles' Second Album-ზე.

გამოსვლამდე ალბომის წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ ნახევარი მილიონი შეადგინა, ხოლო 1965 წლის სექტემბრისთვის იგი კიდევ ნახევარი მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა, რითაც იქცა მეორე ალბომად, რომელიც ბრიტანეთში მილიონი ასლის სახით იქნა გაყიდული (1958 წლის ფილმის South Pacific საუნდტრეკის შემდეგ).[22] With the Beatles რჩებოდა ჩარტების სათავეში შემდეგი 21 კვირის განმავლობაში, ჩაენაცვლა რა Please Please Me-ს, შესაბამისად ბითლზი პირველ პოზიციას სულ 51 კვირის განმავლობაში იკავებდა. სინგლების ჩარტში მან მე-11 პოზიციამდეც მიაღწია (ვინაიდან ბრიტანეთის ყველა დროის ჩარტებში აღირიცხებოდა ყველა გაყიდული ჩანაწერი, განურჩევლად ფორმატისა). ბრიტანეთსა და გერმანიაში ალბომი ჩარტების #1 პოზიციას იკავებდა.

1987 წლის 26 თებერვალს With the Beatles CD-ზე ოფიციალურად გამოიცა (მონო ვერსიის სახით, კატალოგის ნომრით CDP 7 46436 2). ვინაიდან წარსულში იგი აშშ-ში მხოლოდ იმპორტირებული გამოცემის სახით იყო წარმოდგენილი, ამ ქვეყანაში 2009 წლის 9 სექტემბერს გამოიცა სტერეო და მონო ვერსიების სახით.

გარეკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარეკანის ფოტოსურათის ავტორია მოდის ფოტოგრაფი რობერტ ფრიმენი. წლების განმავლობაში ეს სურათი იმიტირებული იქნა მრავალი შემსრულებლის მიერ. EMI-ს ავსტრალიურ ფილიალს ორიგინალური ფოტოსურათი არ მიუღია, ამიტომ გამოიყენა ჯგუფის ალტერნატიული სურათები, მსგავსი სტილით, ბნელ ფონზე შავ-თეთრი სახეებით. ბითლზმა ამის შესახებ არ იცოდა, სანამ მოყვარულებმა მათ ეს გარეკანი უჩვენეს ავსტრალიური ტურნეს დროს. მათ EMI-ს ამცნეს, რომ არ მოსწონდათ ასეთი ჩანაცვლება.[23]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები არიან ლენონი/მაკ-კარტნი, გარდა აღნიშნულისა.

ბრიტანული გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — ლენონი/მაკ-კარტნი, გარდა მითითებულისა. 

მხარე 1
# სახელწოდება წამყვანი ვოკალი ხანგრძლივობა
1. It Won't Be Long   ლენონი 2:13
2. All I've Got to Do   ლენონი 2:04
3. All My Loving   მაკ-კარტნი 2:09
4. Don't Bother Me (ჰარისონი) ჰარისონი 2:29
5. Little Child   ლენონი და მაკ-კარტნი 1:48
6. Till There Was You (უილსონი) მაკ-კარტნი 2:16
7. Please Mister Postman (დობინსი, გერეტი, გორმენი, ჰოლანდი, ბეიტმენი) ლენონი 2:36
მხარე 2
# სახელწოდება წამყვანი ვოკალი ხანგრძლივობა
1. Roll Over Beethoven (ჩაკ ბერი) ჰარისონი 2:47
2. Hold Me Tight   მაკ-კარტნი 2:32
3. You Really Got a Hold on Me (სმოუკი რობინსონი) ლენონი და ჰარისონი 3:02
4. I Wanna Be Your Man   სტარი 1:59
5. Devil in Her Heart (დრეპკინი) ჰარისონი 2:27
6. Not a Second Time   ლენონი 2:08
7. Money (ბრედფორდი, გორდი) ლენონი 2:47

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკ ლუისონის თანახმად:[24]

ბითლზი
  • ჯორჯ ჰარისონი – წამყვანი, ჰარმონიული და ბექ-ვოკალი; წამყვანი და აკუსტიკური გიტარები; ტაში; ნეილონის სიმებიანი აკუსტიკური გიტარა "Till There Was You"-ში.
  • ჯონ ლენონი – წამყვანი, ჰარმონიული და ბექ-ვოკალები, რიტმული და აკუსტიკური გიტარები, ჰარმონიკა და ტაში, ნეილონის სიმებიანი აკუსტიკური გიტარა "Till There Was You"-ში, Hammond-ის ორგანი "I Wanna Be Your Man"-ში და დაირა "Don't Bother Me"-ში.
  • პოლ მაკ-კარტნი – წამყვანი, ჰარმონიული და ბექ-ვოკალები, ბას-გიტარა და ტაში, ფორტეპიანო სიმღერაში "Little Child" და კლავე სიმღერაში "Don't Bother Me"
  • რინგო სტარი – დასარტყმელები, დაირა, მარაკასი, ტაში, წამყვანი ვოკალი "I Wanna Be Your Man"-ში და არაბული ბონგო სიმღერებში "Till There Was You" და "Don't Bother Me".
სხვა პერსონალი
  • რობერტ ფრიპემი – ფოტოსურათი გარეკანზე
  • ჯორჯ მარტინი – არანჟირება, პროდიუსერი, ხმის მიქსი, ფორტეპიანო სიმღერებში "You Really Got a Hold on Me", "Not a Second Time" და "Money (That's What I Want)"
  • ნორმან სმითი – ხმის ინჟინერი, ხმის მიქსი

ადგილები ჩარტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (1963) უმაღლესი პოზიცია
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[25] 1
ბილბორდის ჩარტები (აშშ)[26]
წელი სიმღერა ჩარტი ადგილი
1964 All My Loving ბილბორდის ასეული 45
1964 Roll Over Beethoven ბილბორდის ასეული 68

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. O'Dell, Denis; Neaverson, Bob (2002) At the Apple's core: the Beatles from the inside. Peter Owen Limited, გვ. 27. „"the first truly convincing British rock and roll album, With The Beatles"“ 
  2. Harrington, Richard. “It was 40 years ago ...“, 6 February 2004. წაკითხვის თარიღი: 5 January 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან 5 January 2013-ში. 
  3. Howlett, Kevin; Heatley, Mike (2009) With the Beatles (CD historical notes), გვ. 12. 
  4. SHINDIG! Issue 35, page 30
  5. With The Beatles საიტზე Allmusic
  6. Klosterman, Chuck. “Chuck Klosterman Repeats The Beatles“, 8 September 2009. წაკითხვის თარიღი: 26 May 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან 26 May 2013-ში. 
  7. Blender review დაარქივებული ივლისი 11, 2015 საიტზე Wayback Machine
  8. Larkin, Colin (2006). Encyclopedia of Popular Music. Muze, გვ. 487–489. ISBN 978-0-19-531373-4. 
  9. Graff, Gary; Durchholz, Daniel (eds) (1999) MusicHound Rock: The Essential Album Guide, 2nd, Farmington Hills, MI: Visible Ink Press, გვ. 88. ISBN 1-57859-061-2. 
  10. Album Reviews: The Beatles: With the Beatles. Pitchfork (8 September 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან 2013-10-06-ში. წაკითხვის თარიღი: 13 August 2011.
  11. The Beatles: The Long and Winding Repertiore“. Paste. წაკითხვის თარიღი: 5 January 2013. 
  12. McCann, Ian. “The Beatles – With the Beatles“, Record Collector, December 2013. წაკითხვის თარიღი: 25 March 2015. 
  13. The Beatles - With the Beatles. Rolling Stone (7 May 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან 7 May 2008-ში. წაკითხვის თარიღი: 13 August 2011.
  14. The Beatles | Album Guide | Rolling Stone Music დაარქივებული აპრილი 4, 2014 საიტზე Wayback Machine
  15. Rolling Stone 2007.
  16. 16.0 16.1 Lewisohn 1988, p. 117.
  17. Lewisohn 1988, pp. 121–122.
  18. Lewisohn 1988, p. 122.
  19. Lewisohn 1988, p. 123.
  20. Lewisohn 1988, p. 125.
  21. Lewisohn 1988, pp. 125–126.
  22. Wide Screen Movies Magazine. Widescreenmovies.org. დაარქივებულია ორიგინალიდან 2013-06-06-ში. წაკითხვის თარიღი: 13 August 2011.
  23. Baker & Dilernia 1985.
  24. Lewisohn 1988.
  25. Chart Stats – The Beatles – With the Beatles. chartstats.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 28 October 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 2 June 2011.
  26. Whitburn 2007.
წინამორბედი:
Please Please Me - ბითლზი
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი - #1 ალბომი
7 დეკემბერი 1963 – 24 აპრილი 1964
შემდეგი:
The Rolling Stones - როლინგ სტოუნზი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=With_The_Beatles&oldid=3002023“-დან