I Want to Hold Your Hand
იერსახე
| „I Want to Hold Your Hand“ | ||||
|---|---|---|---|---|
|
სინგლის ყდა | ||||
| სინგლი — The Beatles | ||||
| B-მხარე |
"This Boy" (ინგლისი) "I Saw Her Standing There" (აშშ) | |||
| გამოსვლის თარიღი |
29 ნოემბერი, 1963 (ინგლისი) 26 დეკემბერი, 1963 (აშშ) | |||
| ჩაიწერა |
17 ოქტომბერი 1963 ები-როუდის სტუდიები | |||
| ჟანრი | როკ მუსიკა | |||
| ხანგრძლივობა | 2:24 | |||
| ხმისჩამწერი ლეიბლი |
Parlophone(ინგლისი) Capitol Records (აშშ) | |||
| ავტორ(ებ)ი | ლენონი/მაკ-კარტნი | |||
| პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
| The Beatles — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
I Want to Hold Your Hand — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა, დაწერილი ჯონ ლენონისა და პოლ მაკ-კარტნის მიერ. იგი ჩაწერილია 1963 წლის ოქტომბერში. ეს იყო ჯგუფის პირველი სიმღერა, ჩაწერილი რამდენიმე ფირიან ტექნიკაზე.
სიმღერის შექმნისას ლენონსა და მაკ-კარტნიზე რომელიმე კონკრეტულ ფაქტს გავლენა არ ჰქონია. მენეჯერ ბრაიან ეპსტაინის დავალებით მათ უბრალოდ დაწერეს სიმღერა, რომელიც უნდა გამოეცათ აშშ-ში.
ეს იყო ჯგუფის პირველი #1 ჰიტ-სინგლი ბილბორდის ცხელი ასეულის ჩარტში, რითაც დაიწყო აშშ-ში ე.წ. „ბრიტანული შემოჭრის“ პერიოდი. გამოცემამდე აშშ ტერიტორიაზე წინასწარ უკვე მიღებული იქნა 1 მილიონი შეკვეთა ამ ჩანაწერზე.2004 წელს ამ სიმღერას-ს მიენიჭა #16 პოზიცია Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის“ ჩარტში.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალან უ. პოლაკის შენიშვნები - „I Want to Hold Your Hand“
- სიმღერის ტექსტი[დაარქივებული] საიტზე MetroLyrics