BRICS-ის XVI სამიტი
BRICS-ის XVI სამიტი შედგა 2024 წლის 22 — 24 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის ქალაქ ყაზანში.
BRICS-ის 2024 წლის შემადგენლობა:
- ბრაზილია — წარმომადგენელი საგარეო საქმეთა მინისტრი მაურო ვიეირა (დისტანციურად, პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა),
- რუსეთი — პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი,
- ინდოეთი — პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი,
- ჩინეთი — თავმჯდომარე სი ძინპინი,
- სარ — პრეზიდენტი სირილ რამაფოსა,
- ეგვიპტე — პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი,
- ეთიოპია — პრეზიდენტი აბი აჰმედი,
- ირანი — პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი,
- არაბთა გაერთიანებული საამიროები — პრეზიდენტი მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი.
2023 წლის 3 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას 2024 წლის BRICS-ის სახელმწიფო მეთაურთა შეხვედრის ყაზანში გამართვის შესახებ. ამასთან, დამტკიცდა რეგლამენტი სამიტის საორგანიზაციო კომიტეტისა და მისი თავმჯდომარის შესახებ; პუტინმა ამ პოსტზე თავისი თანაშემწე იური უშაკოვი დანიშნა.[1]
ყაზანის შეხვედრაზე 36 დელეგაცია ჩამოვიდა სხვადასხვა ქვეყნიდან — BRICS-ის ყველა ქვეყნიდან, ასევე აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელორუსიდან, ბოლივიიდან, ვიეტნამიდან, ყაზახეთიდან, კონგოდან, მალაიზიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. BRICS-ის ცხრა წევრიდან შვიდს წარმოადგენდნენ მათი უმაღლესი ოფიციალური პირები.[2] ზოგიერთი ქვეყნის ლიდერმა თავი აარიდა სამიტში მონაწილეობას.[3][4]
ღონისძიებას ესწრებოდა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.[5]
ყაზანის სამიტზე მიღებული საბოლოო დეკლარაცია შეიცავდა წინადადებებს მსო-სა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმისა, ასევე ახალი საბანკო და ანგარიშსწორების სისტემის — აშშ დოლარისგან დამოუკიდებელი ახალი ვალუტის ფორმირებას; ერთიანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პლატფორმის განხორციელებას, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული სანქციების დაგმობას.[6].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Казань в 2024 году примет саммит БРИКС. ციტირების თარიღი: 2023-04-06
- ↑ Карнавал многополярности. Саммит БРИКС+ в Казани помог России доказать, что попытки ее изоляции провалились. Но выстроить единый антизападный фронт, о котором мечтает Путин, тоже не выйдет (24 октября 2024). ციტირების თარიღი: 2024-10-29
- ↑ Саммит БРИКС в Казани - не все с Россией против Запада (24.10.2024). ციტირების თარიღი: 2024-10-29
- ↑ БРИКС теперь станет противовесом Западу? Это триумф Путина и Лукашенко? Рассказываем, о чем молчит в своих заявлениях пропаганда (2024-10-25). ციტირების თარიღი: 2024-10-29
- ↑ Генсек ООН Антониу Гутерриш прилетел в Казань на саммит БРИКС (23 октября 2024). ციტირების თარიღი: 2024-10-29
- ↑ Казанская декларация саммита БРИКС. Основные тезисы. ციტირების თარიღი: 2024-10-24
|