BRIC-ის II სამიტი
BRIC-ის II სამიტი შედგა 2010 წლის 15 — 16 აპრილს ბრაზილიის ქალაქ ბრაზილიაში[1][2].
BRICS-ის 2010 წლის შემადგენლობა:
ბრაზილია — პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა,
რუსეთი — პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი,
ინდოეთი — პრემიერ-მინისტრი მანმოჰან სინგჰი,
ჩინეთი — თავჯდომარე ჰუ ძინტაო.
სამიტის დასასრულს BRIC-ის წევრებმა გააკეთეს შემდეგი განცხადება:
ასევე ხელი მოეწერა რიგ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლებიც ეხებოდა: კრიზისის შედეგების გადალახვასა და ახალი ფინანსური წესრიგის დამყარებას. დიდი უფლებები მიენიჭათ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი[3].
პირველი გაფართოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2010 წლის 12 ნოემბერს სეულში შემდგარ G20-ს სამიტზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ გამოხატა წევრობის სურვილი. 21 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევისა და ინდოეთის პრემიერმინისტრის მანმოჰან სინგჰის საერთო განცხადებით დადებითად გადაწყდა მეხუთე წევრის დამატება, ხოლო 24 დეკემბერს დასტური მიღებულ იქნა ჩინეთის მხრიდანაც.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Саммит БРИК начался в Бразилии
- ↑ Второй саммит БРИК в Бразилии. РИА Новости. ციტირების თარიღი: 2019-11-15.
- ↑ В Бразилии завершил работу саммит БРИК: итоги и соглашения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-18. ციტირების თარიღი: 2010-04-16.
|