Australian Goldfields Open
Australian Goldfields Open — სნუკერის პროფესიონალური რეიტინგული ტურნირი ავსტრალიაში. პირველად შემოიღეს 2011/12 წლების სეზონზე ქალაქ ბენდიგოში (ვიქტორიას შტატი). მიმდინარე ჩემპიონია ინგლისელი ჯად ტრამპი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1975 წელს მელბურნმა მიიღო 1975 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც იმ დროისთვის უკვე რეიტინგული ტურნირი იყო. თუმცა საკუთარი რეიტინგული შეჯიბრება ქვეყანას არ ჰქონდა 2011 წლამდე. ამგვარი სტატუსის ტურნირის ჩატარების პირველი მცდელობა ჯერ კიდევ 1989 წელს იყო, თუმცა ბოლო მომენტში გარკვეულ მიზეზთა გამო გადაიტანეს ჰონგ-კონგში და ავსტრალიის ღია ჩემპიონატი ჩანაცვლდა ჰონგ-კონგის ღია ჩემპიონატით. უფრო ადრე, 1987 წელს, შეწყდა მეინ-ტურის ერთადერთი ადგილობრივი შეჯიბრების, Australian Masters ჩატარება, ხოლო 1988 წელს არსებობა შეწყვიტა ავსტრალიის ჩემპიონატმა პროფესიონალებს შორის. ამგვარად, 1989 წლიდან 2010 წლამდე ავსტრალიაში არ ჩატარებულა სნუკერის არც ერთი პროფესიონალური ტურნირი. გამონაკლისი გახდა მსოფლიო სერიის ეტაპი World Snooker 1995 წელს მელბურნში; თუმცა ეს საკმაოდ უმნიშვნელო შეჯიბრება იყო.
ავსტრალიაში რეიტინგული ტურნირის მოწყობის განზრახვის შესახებ 2011 წლის დასაწყისში განაცხადა World Snooker-ის ხელმძღვანელმა, ბარი ჰირნმა. შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიელი ნილ რობერტსონის გამარჯვებამ.
ფორმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა საკვალიფიკაციო თამაში ტარდება შეფილდის სნუკერის აკადემიაში. კვალიფიკაციისა და მთავარი ეტაპის მატჩები ნახევარფინალამდე თამაშდება 5 გამარჯვებამდე; ნახევარფინალები — 6 გამარჯვებამდე, ფინალი — 9-მდე. არის აგრეთვე უაილდ-კარდ რაუნდი.
გამარჯვებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | გამარჯვებული | ფინალისტი | ანგარიში | სეზონი |
---|---|---|---|---|
Australian Masters (არარეიტინგული)[1] | ||||
1979 | იან ანდერსონი | პერი მენსი | [n 1] | 1979/80 |
1980 | ჯონ სპენსერი | დენის ტეილორი | [n 1] | 1980/81 |
1981 | ტონი მეო | ჯონ სპენსერი | [n 1] | 1981/82 |
1982 | სტივ დეივისი | ედი ჩარლტონი | [n 1] | 1982/83 |
1983 | კლიფ თორბერნი | ბილ ვერბენიუკი | 7–3 | 1983/84 |
1984 | ტონი ნოულზი | ჯონ ვირგო | 7–3 | 1984/85 |
1985[2] | ტონი მეო | ჯონ კემპბელი | 7–2 | 1985/86 |
1986 | დენის ტეილორი | სტივ დეივისი | 3–2 | 1986/87 |
1987 | სტივენ ჰენდრი | მაიკ ჰალეტი | 371–226[n 1] | 1987/88 |
Hong Kong Open (რეიტინგული) | ||||
1989[3] | მაიკ ჰალეტი | დენ ო'კეინი | 9–8 | 1989/90 |
Australian Open (არარეიტინგული) | ||||
1994[4] | ჯონ ჰიგინსი | უილი თორნი | 9–5 | 1994/95 |
Australian Masters (არარეიტინგული) | ||||
1995[4] | ენტონი ჰემილტონი | კრის სმოლი | 8–6 | 1995/96 |
Australian Goldfields Open (რეიტინგული)[5] | ||||
2011[6] | სტიუარტ ბინემი | მარკ უილიამსი | 9–8 | 2011/12 |
2012[7] | ბარი ჰოკინსი | პიტერ ებდონი | 9–3 | 2012/13 |
2013[8] | მარკო ფუ | ნილ რობერტსონი | 9–6 | 2013/14 |
2014[9] | ჯად ტრამპი | ნილ რობერტსონი | 9–5 | 2014/15 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინფორმაცია Australian Masters-ის შესახებ კრის ტერნერის არქივში დაარქივებული 2012-04-25 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Turner, Chris. Australian Masters. Chris Turner's Snooker Archive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 სექტემბერი 2010. ციტირების თარიღი: 10 November 2011.
- ↑ Hayton, Eric (2004). The CueSport Book of Professional Snooker. Lowestoft: Rose Villa Publications, გვ. 31. ISBN 0-9548549-0-X.
- ↑ Turner, Chris. Other Asia Ranking Events. Chris Turner's Snooker Archive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 14 June 2011.
- ↑ 4.0 4.1 Hayton, Eric (2004). The CueSport Book of Professional Snooker. Suffolk: Rose Villa Publications, გვ. 165–167. ISBN 978-0-9548549-0-4.
- ↑ Hall of Fame. Snooker.org. ციტირების თარიღი: 22 June 2013.
- ↑ „სტიუარტ ბინემი beats Mark Williams 9-8 to win Australian Open“. BBC Sport. 24 July 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 10 November 2011.
- ↑ Australian Goldfields Open (2012). Snooker.org. ციტირების თარიღი: 4 June 2012.
- ↑ Australian Goldfields Open (2013). Snooker.org. ციტირების თარიღი: 22 May 2012.
- ↑ Australian Goldfields Open (2014). Snooker.org. ციტირების თარიღი: 23 May 2014.
შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1979–1982 წლებში ფინალი გადაწყდა სამი ფრეიმის, ხოლო 1987-ში — ხუთი ფრეიმის ჯამური ქულით.
|