პერი მენსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Snooker triangle.svg
პერი მენსი
საერთო ინფორმაცია
დაბ. თარიღი: 14 ოქტომბერი 1940
დაბ. ადგილი: იოჰანესბურგი; სამხრეთი აფრიკა
მოქალაქეობა: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთი აფრიკა
პროფესიონალური კარიერა: 1961—1989
უმაღლესი რეიტინგი: № 2

პიერ „პერი“ მენსი (ინგლ. Pierre "Perrie" Mans; დ. 14 ოქტომბერი 1940, იოჰანესბურგი; სამხრეთი აფრიკა) — სამხრეთაფრიკელი ყოფილი პროფესიონალი სნუკერისტი. დაიბადა იოჰანესბურგში. სამხრეთ აფრიკის ჩემპიონი სნუკერში გახდა 1965 წელს, რის შემდეგაც ამ პირველობაზე 19-ჯერ მოიგო. მისი ყველაზე დამახსოვრებადი მიღწევა იყო 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი — მაშინ მენსმა გადამწყვეტ მატჩში დათმო რეი რიარდონთა, 18:25. პერის სხვა მიღწევებს შორის იყო გამარჯვებები 1979 წლის მასტერსსა და 1977 წლის Pot Black Cup-ზე. სნუკერისტების რეიტინგში მისი უმაღლესი პოზიცია იყო მეორე (სეზონი 1979/1980). მან პროფესიონალური კარიერა გააგრძელა 1989 წლამდე, თუმცა მეინ-ტურიდან უკვე 1987 წელს წავიდა. პერი მენსი ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სამხრეთაფრიკელი სნუკერისტია.

თამაშის სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერი ცნობილი იყო თავისი შესანიშნავი შორი დარტყმებითა და თავისი დროის ერთ-ერთი უძლიერესი ცაცია სნუკერისტი იყო.

მიღწევები კარიერაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]