A Kind of Magic

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
A Kind of Magic

სტუდიური ალბომი - Queen
გამოცემის თარიღი 3 ივნისი, 1986
ჩაიწერა სექტემბერი 1985 – აპრილი 1986
სტუდია Musicland Studios, მიუნხენი, გერმანია, Mountain Studios, მონტრე, შვეიცარია და Townhouse Studios, ლონდონი, ინგლისი[1]
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 53:36 (EMI, CD)
50:31 (Hollywood, CD)
40:58 (გრამფირფიტა და აუდიოკასეტა)
ლეიბლი
პროდიუსერი
Queen – ქრონოლოგია

The Works
(1984)
A Kind of Magic
(1986)
The Miracle
(1989)
სინგლები ალბომიდან A Kind Of Magic
  1. „One Vision“
    გამოვიდა: 4 ნოემბერი 1985
  2. „A Kind of Magic“
    გამოვიდა: 17 მარტი 1986
  3. „Princes of the Universe“
    გამოვიდა: აპრილი 1986 (აშშ, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია)
  4. „One Year of Love“
    გამოვიდა: 9 ივნისი 1986
  5. „Friends Will Be Friends“
    გამოვიდა: 9 ივნისი 1986 (მხოლოდ ევროპა)
  6. „Pain Is So Close to Pleasure“
    გამოვიდა:აგვისტო, 1986 (აშშ, გერმანია, ნიდერლანდები, ავსტრალია)
  7. „Who Wants to Live Forever“
    გამოვიდა: 15 სექტემბერი 1986 (ევროპა)

A Kind of Magicინგლისური როკ-ჯგუფ Queen-ის მეთორმეტე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1986 წლის 3 ივნისს ბრიტანეთში EMI Records, ხოლო აშშ-ში – Capitol Records-ის მიერ. ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი, ჩაწერილი ციფრულად. მასალა, შეტანილი მასში, ძირითადად ეფუძნება ფილმ „მთიელში“ გაჟღერებულ სიმღერებს. A Kind of Magic აგრეთვე Queen-ის პირველი ალბომია, გამოცემული 1985 წელს Live Aid-ზე ცნობილი გამოსვლის შემდეგ. ბრიტანეთში დისკი უმალვე ჰიტური გახდა, მოხვდა ჩარტის #1 პოზიციაზე და პირველივე კვირაში გაიყიდა 100 000 ასლის ოდენობით. ბრიტანეთში იგი ჩარტში 63 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა,[2] ხოლო მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა 6 მილიონი ასლის ოდენობით (აქედან მხოლოდ 600 000 ბრიტანეთში გაიყიდა. A Kind of Magic-იდან გამოიცა შემდგომში ჰიტებად ქცეული სინგლები: „A Kind of Magic“, „One Vision“, „Friends Will Be Friends“[3] და „Who Wants to Live Forever“, „მთიელის“ თემატური სიმღერა.[4]

მიუხედავად იმისა, რომ Queen-მა ფრედი მერკურისთან ერთად კიდევ ორი ალბომი ჩაწერა (Innuendo-ს და Made in Heaven-ის გარდა), A Kind of Magic იყო მათი უკანასკნელი დისკი, რომლის გამოსვლას ახლდა მხარდამჭერი ტურნე – შემდგომში მერკური ებრძოდა აივ-ს და 1991 წელს გარდაიცვალა. პირველად თავის ისტორიაში ალბომზე მუშაობისას Queen-მა სხვებს ნება დართო, გადაეღოთ სტუდიაში მუშაობის კადრები, რაც ასახულია „One Vision“-ის ოფიციალურ ვიდეოში.

A Kind of Magic და „მთიელი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი წარმოადგენს ფილმ „მთიელის“ არაოფიციალურ საუნდტრეკს (ვინაიდან ოფიციალური არ გამოცემულა). სიმღერის და ალბომის სახელწოდება „A Kind of Magic“ მომდინარეობს ფილმის პერსონაჟ, კონორ მაკლეოდის (კრისტოფერ ლამბერტი) ფრაზიდან, რომელიც აღწერს მის უკვდავობას.[5] ფილმში ჟღერს ალბომის ცხრა სიმღერიდან ექვსი, თუმცა სხვადასხვა სახით. ფილმში არ ჟღერს „Pain Is So Close to Pleasure“, „Friends Will Be Friends“ და „One Vision“ (ფილმიდან „რკინის არწივი“). ამასთან, „Theme from New York, New York“, რომელიც სპეციალურად ფილმისთვის შეიქმნა, ალბომში არ შესულა და დღემდე ოფიციალურად არსად გამოცემულა. ბრაიან მეის Greatest Video Hits 2-ზე (2003) ჩაწერილი კომენტარიდან ნათელი ხდება, რომ „მთიელის“ ნამდვილი საუნდტრეკის გამოცემა ადრე თუ გვიან მაინც სურდათ. ფილმში აგრეთვე ჟღერს ნაწყვეტი „Hammer to Fall“-იდან, წინა ალბომის The Works სიმღერიდან.

შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარე 1[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„One Vision“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : One Vision.

Queen-ის Live Aid-ში მონაწილეობის შემდეგ ფრედი მერკური შემოქმედებითად განწყობილი იყო, დაურეკა ჯგუფის წევრებს და სტუდიაში მიიწვია, ახალი სიმღერის დასაწერად. „One Vision“-ის ავტორი ჯგუფის ოთხივე წევრია, თუმცა როჯერ ტეილორი ავსტრალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ახსენებს, რომ თავდაპირველად ავტორი თავად იყო, ტექსტში კი მარტინ ლუთერ კინგის მსგავსი პიროვნებები იყო ნახსენები. მან ხუმრობით აღნიშნა, რომ „დამპალმა ფრედიმ“ შეცვალა მისი ორიგინალური ტექსტი სიტყვებით „one shrimp, one prawn, one clam, one chicken“ (ქართ. ერთი კრევეტი, ერთი მოლუსკი, ერთი ქათამი), დაამატა რა ჯონ დიკონის ხსენებაც. ბრაიან მეი სიმღერაში ასრულებს შესავალს Yamaha DX-7-ზე. სესიების ამსახველი ვიდეო შეტანილია DVD-ში Greatest Video Hits 2. სიმღერა არ ჟღერს „მთიელში“, მაგრამ შეტანილია 1986 წლის ფილმში „რკინის არწივი“.

„A Kind of Magic“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : A Kind of Magic (სიმღერა).

„A Kind of Magic“ დაიწერა ტეილორის მიერ. მას თავად აქვს ნათქვამი, რომ დაწერა შემდგომში „One Vision“-ისთვის და „A Kind of Magic“-ისთვის გამოყენებული ტექსტის ნაწილი (რაც კარგად ჩანს ალბომის 2011 წლის გამოცემის დამატებით EP-ში შეტანილი დემოდან). მოგვიანებით, აშშ-ში რამდენიმე დღით წასული ტეილორისგან ფარულად, მერკურიმ გადაამუშავა ტექსტი, დაამატა ბასის პარტია და შეცვალა სტრუქტურა. მიუხედავად ამისა, ახალი, პოპ-მუსიკის სტილში დაწერილი ვერსიის ავტორადაც ტეილორია მითითებული. ალბომში შეტანილია სწორედ ეს ვერსია, აგრეთვე გამოსული სინგლზე, რომლის ჩაწერაში მონაწილეობდა საკონცერტო კლავიშისტი სპაიკ ედნი. მძიმე, ალტერნატიული ვერსიაც პირველად შეიტანეს 2011 წლის გამოცემის დამატებით EP-ში. იგი აგრეთვე ჟღერს „მთიელის“ ტიტრების დროს.

1988 წელს სიმღერის საკუთარი ვერსია ელენ პეიჯის მიერ ჩაიწერა ალბომისთვის The Queen Album. ტექნიკურად „A Kind of Magic“ არის კოლექტივის ისტორიაში პირველი სასათაურო სიმღერა, ვინაიდან „Sheer Heart Attack“ შეტანილია არა ამავე სახელწოდების ალბომში, არამედ News of the World-ში, ხოლო „Play the Game“ და „More of That Jazz“ მხოლოდ ალბომების სახელწოდებების ვარიაციებია.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Side one
#სახელწოდებაავტორ(ებ)იწამყვანი ვოკალებიხანგრძლივობა
1.„One Vision“ფრედი მერკური5:10
2.„A Kind of Magic“ტეილორიმერკური4:24
3.„One Year of Love“დიკონიმერკური4:26
4.„Pain Is So Close to Pleasure“
  • მერკური
  • დიკონი
მერკური4:21
5.„Friends Will Be Friends“
  • მერკური
  • დიკონი
მერკური4:07
Side two
#სახელწოდებაავტორ(ებ)იწამყვანი ვოკალებიხანგრძლივობა
6.„Who Wants to Live Forever“მეიმერკური and ბრაიან მეი5:15
7.„Gimme the Prize (Kurgan's Theme)“მეიმერკური4:34
8.„Don't Lose Your Head“ტეილორიმერკური4:38
9.„Princes of the Universe“მერკურიმერკური3:32

ჩარტები და სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
ავსტრია (IFPI Austria)[23] პლატინა 50,000x
საფრანგეთი (SNEP)[24] ოქრო 206,000[25]
გერმანია (BVMI)[26] 3× ოქრო 750,000^
პოლონეთი (ZPAV)[27]
2008 წლის Agora SA-ს ხელახალი გამოცემა
3× პლატინა 60,000*
ესპანეთი (PROMUSICAE)[28] პლატინა 100,000^
შვეიცარია (IFPI Switzerland)[29] 2× პლატინა 100,000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[30] 2× პლატინა 600,000^
აშშ (RIAA)[31] ოქრო 500,000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. A Kind Of Magic queenonline.com Retrieved 26 სექტემბერი 2014
  2. A Kind Of Magic Chart Stats. Retrieved 15 August 2011
  3. A Kind of Magic review. The Times. 21 June 1986. Archived at queenarchives.com
  4. ბარტკოვიაკი, მეთიუ ჯ. (2010) Sounds of the Future: Essays on Music in Science Fiction Film p.19. Retrieved 15 August 2011
  5. Highlander (1986) – Memorable quotes
  6. 6.0 6.1 კენტი, დევიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992. St Ives, N.S.W.: Australian Chart Book. ISBN 0-646-11917-6. 
  7. სტივენ ჰანგი. "Queen – A Kind of Magic" Archived 9 November 2010 საიტზე Wayback Machine.[[ ]]. austriancharts.com. Retrieved 1 სექტემბერი 2011
  8. Queen – A Kind of Magic Library and Archives Canada. Retrieved 1 სექტემბერი 2011
  9. სტივენ ჰანგი. "Queen – A Night At The Opera" Archived 16 September 2011 საიტზე Wayback Machine.[[ ]]. dutchcharts.com. Retrieved 1 სექტემბერი 2011
  10. A Kind of Magic Archived 30 March 2014 საიტზე Wayback Machine.[[ ]] infodisc. Retrieved 1 სექტემბერი 2011
  11. 11.0 11.1 Hit Parade Italia – Gli album più venduti del 1986 Italian. hitparadeitalia.it. წაკითხვის თარიღი: 3 ოქტომბერი 2011.
  12. Yamachan Land (Archives of the Japanese record charts) – Albums Chart Daijiten – Queen იაპონურად (30 დეკემბერი 2007). წაკითხვის თარიღი: 14 სექტემბერი 2011.
  13. სტივენ ჰანგი. "Queen – A Kind of Magic" Archived 2 November 2012 საიტზე Wayback Machine.[[ ]]. newzealandcharts.com. Retrieved 1 სექტემბერი 2011
  14. სტივენ ჰანგი. "Queen – A Kind of Magic" Archived 17 January 2010 საიტზე Wayback Machine.[[ ]]. norwegiancharts.com. Retrieved 1 სექტემბერი 2011
  15. სტივენ ჰანგი. "Queen – A Kind of Magic" Archived 26 October 2012 საიტზე Wayback Machine.[[ ]]. swedishcharts.com. Retrieved 1 სექტემბერი 2011
  16. Queen – A Kind Of Magic Archived 26 December 2011 საიტზე Wayback Machine.[[ ]] HitParade. Retrieved 1 September 2011
  17. A Kind Of Magic Chart Stats. Retrieved 1 სექტემბერი 2011
  18. Queen Billboard. Retrieved 1 სექტემბერი 2011
  19. სტივენ ჰანგი. "Queen – A Kind of Magic". germancharts.com. Retrieved 1 სექტემბერი 2011
  20. Austriancharts.st – Jahreshitparade 1984. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2010.
  21. Hitparade.ch – Schweizer Jahreshitparade 1986. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 17 ოქტომბერი 2011.
  22. Complete UK Year-End Album Charts. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 იანვარი 2012. წაკითხვის თარიღი: 3 ოქტომბერი 2011.
  23. Austrian album certifications – Queen – A Kind of Magic გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Queen ველში Interpret. შეიყვანეთ A Kind of Magic ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  24. French album certifications – Queen – A Kind of Magic ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  25. Les Albums Or. infodisc.fr. SNEP. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 აპრილი 2012. წაკითხვის თარიღი: 31 აგვისტო 2011.
  26. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Queen; 'A Kind of Magic') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  27. Polish album certifications – Queen – A Kind of Magic პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV).
  28. Solo Exitos 1959-2002 Ano A Ano: Certificados 1979-1990. Iberautor Promociones Culturales.
  29. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Queen; 'A Kind of Magic'). Hung Medien.
  30. British album certifications – Queen – It's a Kind of Magic. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ It's a Kind of Magic ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  31. American album certifications – Queen – A Kind of Magic. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
წინამორბედი:
So - პიტერ გებრიელი
#1 ალბომები (ბრიტანეთი)
14 ივნისი 1986–20 ივნისი, 1986
შემდეგი:
Invisible Touch - ჯენესისი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=A_Kind_of_Magic&oldid=3430664“-დან