I Want to Break Free

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„I Want to Break Free“
სინგლიQueen
ალბომიდან The Works
B-მხარე „Machines (or 'Back to Humans')“
გამოსვლის თარიღი 2 აპრილი, 1984
ჩაიწერა 1983
ჟანრი სინთპოპი[1]
ხანგრძლივობა 3:20 (ალბომის და რადიოს ვერსია)
4:21 (სინგლის ვერსია)
7:16 (გაფართოებული მიქსი)
ხმისჩამწერი ლეიბლი
ავტორ(ებ)ი ჯონ დიკონი
პროდიუსერი Queen, მეკი
Queen — სინგლების ქრონოლოგია
„Radio Ga Ga“
(1984)
I Want to Break Free
(1984)
„It's a Hard Life“
(1984)

I Want to Break Free“ — ბრიტანული როკ-ჯგუფ Queen-ის სიმღერა და სინგლი 1984 წლის ალბომიდან The Works. მისი ავტორია ჯონ დიკონი. სინგლი გამოიცა 7" და 12" ფორმატებში, ისევე, როგორც 3" და 5" CD-ებზე. არსებობს სიმღერის რამდენიმე ვერსია, წარმოდგენილი ალბომზე, სინგლზე და გაფართოებული ვარიანტის სახით. ჯგუფი მას კონცერტებზე თითქმის ყოველთვის ასრულებდა. ფრედი მერკურისადმი მიძღვნილი კონცერტის ფარგლებში „I Want to Break Free“ შეასრულა ლიზა სტენსფილდმა.

აგრეთვე ცნობილია სიმღერის მუსიკალური ვიდეო, რომელშიც მისი წევრები ჩაცმულები არიან ქალის სამოსებში. ასეთი იდეის ავტორი იყო ჯგუფის დრამერი როჯერ ტეილორი. ჩანაფიქრით ეს არის ტელესერიალ „Coronation Street“-ის სტილისტიკის პაროდია. ვიდეოს მეორე ნაწილში გამოყენებულია კადრები კომპოზიციიდან, რომელიც შესრულებულია სამეფო საბალეტო დასის მიერ, უეინ იგლინგის ხელმძღვანელობით. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთში ასეთი პაროდია მოიწონეს, აშშ-ში მან არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია და ამოღებული იყო MTV-ის[2] და სხვა ტელეარხების ეთერიდან. 1984 წელს გამოცემის შემდეგ სინგლი ევროპაშიც და ამერიკაშიც წარმატებული იყო, მოხვდა რა ჩარტების პირველ ათეულში და იქცა შევიწროების წინააღმდეგ მიმართულ ჰიმნად. აშშ-ის ჩარტში მან 45-ე პოზიცია დაიკავა, ხოლო ბრიტანეთში #3 იყო და 200.000 გაყიდული ასლით შეიძინა ვერცხლის სტატუსი.[3]

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
გაერთიანებული სამეფო (BPI)[4] ვერცხლი 250 000^
აშშ (RIAA)[5] ოქრო 1 000 000^

^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნოლანი, პოლ. (19 May 2005) Live At The Point Depot. Hot Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 January 2017. ციტირების თარიღი: January 8, 2017.
  2. Queen – Days of Our Lives. Episode 2 (ca. at 23-minute). BBC video.
  3. Certified Awards დაარქივებული 10 July 2017[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები . Bpi.co.uk. Retrieved on 13 October 2013.
  4. British single certifications – I Want to Break Free. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ I Want to Break Free ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ single ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  5. American single certifications – Queen – I Want to Break Free. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Single, და ბოლოს - SEARCH