News of the World (ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
News of the World

სტუდიური ალბომი - Queen
გამოცემის თარიღი 28 ოქტომბერი 1977
ჩაიწერა ივლისი–სექტემბერი 1977
სტუდია Sarm West Studios და Wessex Studios, ლონდონი
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 39:30
ლეიბლი
პროდიუსერი
Queen - ქრონოლოგია
A Day at the Races
(1976)
News of the World
(1977)
Jazz
(1978)
ალტერნატიული გარეკანი
Kmart-ის ქსელში წარმოდგენილი გამოცემის გარეკანი
Kmart-ის ქსელში წარმოდგენილი გამოცემის გარეკანი
სინგლები ალბომიდან News of the World
  1. „We Are The Champions/We Will Rock You“
    გამოვიდა: 7 ოქტომბერი 1977
  2. „Spread Your Wings“
    გამოვიდა: 10 თებერვალი 1978
  3. „It's Late“
    გამოვიდა: 25 აპრილი, 1978 (აშშ, კანადა, ახალი ზელანდია, იაპონია)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3.5/5 stars[1]
რობერტ კრისტგოუ C[2]
Q 3/5 stars[3]
Rolling Stone 2.5/5 stars[4]
Sputnikmusic 4.5/5[5]

News of the Worldინგლისური როკ-ჯგუფ Queen-ის მეექვსე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1977 წლის 28 ოქტომბერს EMI Records-ზე (ბრიტანეთი) და Elektra Records-ზე (აშშ). News of the World ჯგუფის მეორე ალბომია, რომელიც ჩაწერილია სტუდიებში Sarm West და Wessex, ხმის ინჟინერ მაიკ სტოუნის თანაშემწეობით, ჯგუფის და თავად სტოუნის თანაპროდიუსერობით. ჰიტური სინგლებით „We Will Rock You“, „We Are the Champions“ და „Spread Your Wings“, ალბომმა აშშ-ში 4 გზის პლატინის სტატუსი მიიღო, ისევე, როგორც სხვა მაღალი სერტიფიცირებები მსოფლიოს ქვეყნებში, გაიყიდა რა 6 მილიონზე მეტი ასლის სახით.

შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიმსახურა რა კრიტიკა საკუთარი პროდიუსერობით ჩაწერილი A Day at the Races-ის გამო, Queen-მა შემდეგი ალბომისთვის სხვა პროდიუსერების დახმარებას მიმართა, თუმცა ჯგუფმა თანაპროდიუსერობის უფლება მაინც დაიტოვა.

ტურნეს A Day at the Races შემდეგ კოლექტივი სტუდიაში შევიდა და 1977 წლის ივლისში დაიწყო ალბომზე მუშაობა. ჩაწერა მიმდინარეობდა სტუდიებში Basing Street და Wessex Studios, მაიკ სტოუნის თანაშემწეობით. რთულ არანჟირებებზე უარი თქვეს და ყურადღება უფრო „საძირკვლიან“ ჟღერადობაზე გაამახვილეს (როგორც მას ბრაიან მეი უწოდებდა). ამასთან, ალბომზე კვლავ შენარჩუნდა Queen-ის სტანდარტული ჟღერადობა, მრავალარხიანი ჰარმონიები და გიტარიანი ორკესტრირება, თუმცა უფრო მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი. News of the World-ში ფრედი მერკურის თანაავტორობა შემცირებულია, ხოლო როჯერ ტეილორი და ჯონ დიკონი ორ-ორი სიმღერის ავტორები არიან. მასალის ჩაწერა დასრულდა სექტემბრის ბოლოს და ფირფიტა 1977 წლის 28 ოქტომბერს გამოიცა.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარე 1
# სახელწოდება ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
1. „We Will Rock You“ ბრაიან მეი 2:01
2. „We Are the Champions“ ფრედი მერკური 2:59
3. „Sheer Heart Attack“ როჯერ ტეილორი 3:26
4. „All Dead, All Dead“ მეი 3:09
5. „Spread Your Wings“ ჯონ დიკონი 4:32
6. „Fight from the Inside“ ტეილორი 3:03
მხარე 2
# სახელწოდება ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
1. „Get Down, Make Love“ მერკური 3:51
2. „Sleeping on the Sidewalk“ მეი 2:59
3. „Who Needs You“ დიკონი 3:07
4. „It's Late“ მეი 6:27
5. „My Melancholy Blues“ მერკური 3:29

40 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წელს გამოსულ 40 წლიანი იუბილეს აღსანიშნავ გამოცემაში შეტანილია მანამდე გამოუცემელი საარქივო მასალები, ისევე, როგორც ალბომის სპეციალური ახალი, „ალტერნატიული“ ვარიანტი, Raw Sessions. აგრეთვე შეტანილია ალბომის გრამფირფიტის ვერსია, ჩაწერილი ანალოგური ფირებიდან და ახალი ერთსაათიანი დოკუმენტური ვიდეო ჯგუფის 1977 წლის ტურნედან.

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (1977) უმაღლესი პოზიცია
ავსტრიის ალბომების ჩარტი[6] 9
კანადის ალბომების ჩარტი[7] 2
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი[8] 1
საფრანგეთის ალბომების ჩარტი 1
გერმანიის ალბომების ჩარტი[9] 7
ახალი ზელანდიის ალბომების ჩარტი[10] 15
ნორვეგიის ალბომების ჩარტი[11] 4
შვედეთის ალბომების ჩარტი[12] 9
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[13] 4
აშშ Billboard 200[14] 3

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
კანადა (Music Canada)[15] 3× პლატინა 300,000^
საფრანგეთი (SNEP)[16] ოქრო 553,600[17]
გერმანია (BVMI)[18] პლატინა 500,000^
ნიდერლანდები (NVPI)[19] პლატინა 100,000^
პოლონეთი (ZPAV)[20]
2008 წლის Agora SA-ს გამოცემა
პლატინა 20,000*
შვეიცარია (IFPI Switzerland)[21] პლატინა 50,000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[22] 2× პლატინა 600,000^
აშშ (RIAA)[23] 4× პლატინა 4,000,000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Allmusic Review
  2. კრისტგოუ, რობერტ. “კრისტგოუ's Consumer Guide“, 26 დეკემბერი 1977. წაკითხვის თარიღი: 24 მაისი 2014. 
  3. Q, სექტემბერი 1993, p.119: "The album contained such anthemic fare as 'We Will Rock You' and 'We Are The Champions'."
  4. Rolling Stone Review
  5. Schroer, Brendan. (8 ოქტომბერი 2010) Review: Queen - News of the World. Sputnikmusic. წაკითხვის თარიღი: 24 მაისი 2014.
  6. სტივენ ჰანგი. Queen – News Of The World. austriancharts.at. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი 2012.
  7. Results – RPM – Library and Archives Canada. Collectionscanada.gc.ca. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი 2012.
  8. სტივენ ჰანგი. Queen – News Of The World. dutchcharts.nl. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი 2012.
  9. charts.de. charts.de (28 თებერვალი 1979). წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი 2012.
  10. Queen – News Of The World (Album). charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 27 ივნისი 2015.
  11. სტივენ ჰანგი. Queen – News Of The World. norwegiancharts.com. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი 2012.
  12. სტივენ ჰანგი. Queen – News Of The World. swedishcharts.com. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი 2012.
  13. http://www.officialcharts.com/artist/21275/queen/
  14. Queen. AllMusic. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი 2012.
  15. Canadian album certifications – Queen – News of the World. Music Canada.
  16. French album certifications – Queen – News of the World ფრანგულად. InfoDisc. აირჩიეთ QUEEN და შემდეგ დააწკაპუნეთ OK-ზე
  17. Les Albums Or : French. Infodisc.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 ნოემბერი 2014. წაკითხვის თარიღი: 22 აგვისტო 2012.
  18. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Queen; 'News of the World') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  19. Dutch album certifications – Queen – News of the World ჰოლანდიურად. ჰოლანდიის გამოსახულების და მუსიკალური მატარებლების პროდიუსერების და იმპორტიორების ასოციაცია.
  20. Polish album certifications – Queen – News of the World პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV).
  21. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Queen; 'News of the World'). Hung Medien.
  22. British album certifications – Queen – News of the World. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ News of the World ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  23. American album certifications – Queen – News of the World. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH