შინაარსზე გადასვლა

Queen (ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Queen
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 13 ივლისი 1973
ჩაიწერა დეკემბერი 1971, ივნისი, ნოემბერი 1972, De Lane Lea და Trident Studios, ლონდონი
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 38:36
ლეიბლი EMI (ევროპა)
Elektra (აშშ)
პროდიუსერი Queen, ჯონ ენტონი, როი თომას ბეიკერი
Queen — ქრონოლოგია
Queen
(1973)
Queen II
(1974)
სინგლები ალბომიდან Queen
  1. „Keep Yourself Alive“
    გამოცემის თარიღი: 6 ივლისი 1973
  2. „Liar“
    გამოცემის თარიღი: 14 თებერვალი 1974 (მხოლოდ აშშ)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3/5 stars[1]
Daily Herald(დადებითი)[2]
Q5/5 stars[3]
Rolling Stone(დადებითი)[4]
Winnipeg Free Press(დადებითი)[5]

Queenინგლისური როკ-ჯგუფ Queen-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1973 წლის 13 ივლისს. მასში შეტანილი სიმღერები ძირითადად ატარებენ მძიმე მეტალის გავლენას.

ალბომის პირველ გამოცემაზე ჯონ დიკონი მითითებულია, როგორც დიკონ ჯონი - ფრედი მერკურიმ და როჯერ ტეილორმა ჩათვალეს, რომ ასე მისი სახელი უფრო ჟღერადი იქნება.

ალბომის გამოცემამდე 2 წლის მანძილზე ჯგუფი უკრავდა სხვადასხვა კლუბსა და კოლეჯში. გადაწყდა, რომ ჩანაწერი მომზადდებოდა სტუდიაში De Lane Lea. პირველ სიმღერებს შორის იყო Keep Yourself Alive, The Night Comes Down, Great King Rat, Jesus, და Liar, რომლებიც დემო-ფირისათვის ჩაიწერეს. თუმცა, მიუხედავად ხარისხიანი დემო-ვერსიისა, ჯგუფით მხოლოდ ლეიბლი Chrysalis Records დაინტერესდა.

1972 წელს ნორმან და ბარი შეფილდებმა მათ სტუდია Trident დაუთმეს, მხოლოდ ერთი პირობით - Queen მასში მხოლოდ მაშინ იმუშავებდა, როდესაც სტუდიაში არავინ იქნებოდა.[6] ეს ნიშნავდა ღამის 3-დან 7 საათამდე პერიოდს.

ზემოაღნიშნული პირობების გამო ჩაწერამ 1972 წლის ივნისიდან ნოემბრამდე გასტანა. შეზღუდვების გამო მოხდა ისე, რომ თითო სესიის დროს ჯგუფი მხოლოდ ერთი სიმღერის დასრულებაზე მუშაობდა. სტუდიის De Lane Lea დემოებს მუსიკოსები დიდი მნიშვნელობას ანიჭებდნენ, მაგრამ პროდიუსერმა როი თომას ბეიკერმა სთხოვა, ყველაფერი უკეთესი ტექნიკით ჩაეწერათ. პირველად ეს ცვლილება სიმღერას Keep Yourself Alive შეეხო, მაგრამ Queen-ს არ მოეწონა შედეგი. იგი კიდევ ერთხელ ჩაწერეს, მაგრამ ხმის მიქსით არ დაკმაყოფილდნენ, სანამ სტუდიაში არ შემოვიდა მაიკ სტოუნი. შვიდი-რვა დუბლის შემდეგ სტოუნის ნამუშევარი მოიწონეს იმდენად, რომ იგი მათი შემდეგი ხუთი ალბომის ინჟინერი და პროდიუსერიც იყო. მოგვიანებით სიმღერის Keep Yourself Alive დაწუნებული ვერსია აშშ-ში ლეიბლმა Hollywood Records გამოსცა, ქვესათაურით (Long Lost Re-take) - თუმცა, მხოლოდ ბრაიან მეის თანხმობით.

პრობლემები სხვა სიმღერებთანაც წარმოიშვა. მაგალითად, ჯგუფს არ მოსწონდა Mad The Swine-ში პერკუსიის ჟღერადობა. ამ პრობლემის გამო სიმღერა ამოიღეს გამოსაცემი ალბომიდან და იგი მხოლოდ 1991 წელს, სინგლის Headlong B-მხარეზე გამოჩნდა (ბრიტანულ გამოცემაში) და თავად ალბომის Hollywood Records-ის მიერ მომზადებულ ვერსიაში. საგულისხმოა ისიც, რომ პირველი დემო-ვერსიებიდან ყველა არ იქნა დაწუნებული - მაგალითად, The Night Comes Down სწორედ სტუდიის De Lane Lea პერიოდის არის, ვინაიდან ჯგუფი უკმაყოფილო იყო მისი ხელახლა ჩაწერის ყველა მცდელობით.

იმავე პერიოდის სხვა ჩანაწერებია Silver Salmon და Polar Bear (ჯგუფი Smile), Rock And Roll Medley (საკონცერტო ჩანაწერი) და უცნობი Hangman (რომლის სტუდიური ვერსიის არსებობასაც დიდი ხნის მანძილზე უარყოფდნენ). ყველა ეს ჩანაწერი კერძო კოლექციონერთა მფლობელობაშია.

მიუხედავად იმისა, რომ ალბომი დასრულებული იქნა 1972 წლის ნოემბრისათვის, სტუდია Trident თვეების მანძილზე ცდილობდა ხმისჩამწერი კომპანიის მოძიებას. გავიდა 8 თვე და მათ უბრალოდ, საკუთარი ხარჯების გამოსცეს იგი. ამ პერიოდში Queen უკვე შემდეგ ალბომზე მუშაობდა, მაგრამ პირველი დისკის გამოცემის გაჭიანურების გამო წუხდა. ამავე პერიოდში ისინი უკვე პოპულარულები იყვნენ, იმდენად, რომ BBC-ს რადიოს სესიებში მიიღეს მონაწილეობა (ჩაიწერა ორი სესია). Keep Yourself Alive, რომელიც მაიკ სტოუნის ხელმძღვანელობით ჩაიწერა და ამჟამად ალბომის სტანდარტულ ვერსიას წარმოადგენს, სინგლის სახით ალბომამდე 1 კვირით ადრე გამოვიდა, 1973 წლის 6 ივლისს. აშშ-ში სიმღერის ხანგრძლივობა შეამოკლეს, 3:47-დან 3:30-მდე. აშშ სინგლი საბოლოოდ მხოლოდ ოქტომბერში გამოვიდა. ყველა ქვეყანაში მისი B-მხარის სახით წარმოდგენილი იყო Son And Daughter. ხოლო ალბომი აშშ-ში 4 სექტემბერს გამოჩნდა.

Liar-ის განსხვავებული, შემოკლებული ვერსია, ჯგუფისგან დაუკითხავად, 1974 წლის 14 თებერვალს გამოსცა Elektra Records-მა, B-მხარით Doing All Right. მოგვიანებით, 1975 წლის ივლისში მანვე გამოსცა Keep Yourself Alive-ის შემოკლებული ვარიანტი, B-მხარებით Lily Of The Valley და God Save the Queen. საინტერესოა, რომ ორივე ვერსია ალბომის ვერსიებისგან განსხვავდება.

Hollywood Records-მა 1998 წელს გამოსცა სინგლი Keep Yourself Alive - ეს მოხდა კრებულის Crown Jewels პრომოკამპანიის ფარგლებში. კომპაქტ-დისკი წარმოდგენილია შემდეგი ვერსიები: Long Lost Re-take, BBC-ს სესიის #1 ვერსია, Live Killers-ის ვერსია, ალბომის ვერსია (რემასტერინგის გარეშე) და ალბომის ვერსია (1998 წლის რემასტერინგი).

როლინგ სტოუნი წერდა - „უეჭველია, რომ ეს ფანკური, ენერგიული ინგლისური კვარტეტი ფლობს ყველა ინსტრუმენტს, რათა ლედ ზეპელინის კუთვნილ მძიმე მეტალის სამეფო ტახტზე პრეტენზია განაცხადოს და იქცეს როკ-სამყაროში ნამდვილად გავლენიან ძალად. მათი სადებიუტო ალბომი შესანიშნავია.“ [7] გამოცემა Winnipeg Free Press თვლიდა, რომ Queen ზოგიერთ ელემენტს სხვა მუსიკოსებისგან სესხულობდა, მაგრამ ასევე ადარებდა ლედ ზეპელინს და უსვამდა ხაზს, რომ Queen-ის სადებიუტო ალბომის ენერგია ისევე აქტუალურია, როგორც თავის დროზე Led Zeppelin. [8] გამოცემა Daily Herald აღნიშნავდა, რომ სასიამოვნო მოსასმენია 'Keep Yourself Alive,' 'Great King Rat' და 'Doing All Right'.[2]

წლების შემდეგ, პორტალმა Allmusic ალბომს 5-დან 3 ქულა მიანიჭა. მისი აზრით, „ეს არის კლასიკური როკ-ჯგუფის ლაქებიანი, მაგრამ დამაიმედებელი დებიუტი“.[9] Q-ს აზრით (რომელმაც ალბომს 5-დან 5 ქულა მიანიჭა), ჩანაწერი გამორჩეული შენაძენია.[3] 1994 წელს გამოცემამ Guitarist Queen-ის დებიუტს ყველა დროის ყველაზე გავლენიანი საგიტარო ალბომების სიაში #19 ადგილი მიანიჭა.[10]

2008 წელს როლინგ სტოუნმა სიმღერა Keep Yourself Alive შეიყვანა ყველა დროის უდიდესი საგიტარო სიმღერის სიის #31 პოზიციაზე.[11]

მხარე 1
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Keep Yourself Alive“ბრაიან მეი3:46
2.„Doing All Right“მეი, ტიმ სტეფელი4:10
3.„Great King Rat“ფრედი მერკური5:41
4.„My Fairy King“მერკური4:07
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
5.„Liar“მერკური6:26
6.„The Night Comes Down“მეი4:24
7.„Modern Times Rock 'n' Roll“როჯერ ტეილორი1:48
8.„Son and Daughter“მეი3:19
9.„Jesus“მერკური3:45
10.„Seven Seas of Rhye“ (ინსტრუმენტული, მითითებულია, როგორც "Seven Seas Of Rhye...")მერკური1:10

2010 წლის 8 ნოემბერს, კომპანიამ Universal Music განაცხადა, რომ 2011 წლის მარტში ხელახლა გამოიცემოდა Queen-ის ალბომების ნაწილი - რემასტერინგებისა და ვრცელი გამოცემების სახით. ეს გადაწყვეტილება არის Queen-ისა და ლეიბლს Universal Music შორის ახალი კონტრაქტის ნაწილი. ამჟამად ჯგუფის თანამშრომლობა EMI-სთან, 40 წლის შემდეგ, დასრულებული. Universal Music-ის თანახმად, ჯგუფის ყველა ალბომი 2011 წელს მსგავსი სახით გამოიცა.

  • ფრედი მერკური - ვოკალი, ფორტეპიანო
  • ბრაიან მეი - ელექტრონული გიტარა, აკუსტიკური გიტარა, დამატებითი ვოკალი, ვოკალები სიმღერაში Keep Yourself Alive, ფორტეპიანო სიმღერაში Doing All Right
  • ჯონ დიკონი - ბას გიტარა
  • როჯერ ტეილორი - დასარტყმელი საკრავები, დამატებითი ვოკალი, წამყვანი ვოკალი სიმღერაში Modern Times Rock 'n' Roll, დამატებითი ვოკალი სიმღერაში Keep Yourself Alive, პერკუსია
  • სიმღერაში Liar ჟღერს ორგანის პარტია, რომელსაც, როგორც ამბობენ, ფრედი მერკური ასრულებს, თუმცა ალბომის ანოტაციებში იგი მითითებული არ არის. ეს ფაქტი დღემდე არ დადასტურებულა. ორგანის ეს მელოდია ასევე ჟღერს 1971 წლის დემო ვერსიაშიც.
  • ჯონ ენტონი - პროდიუსერი, დამატებითი ვოკალი სიმღერაში Modern Times Rock 'n' Roll
  • როი თომას ბეიკერი - პროდიუსერი, ხმის ინჟინერი
  • მაიკ სტოუნი - ხმის ინჟინერი
  • ტედ შარპი - ხმის ინჟინერი

პოზიციები ჩარტებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩარტი (1973) უმაღლესი პოზიცია
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[12] -
აშშ Billboard 200[13] 83
ჩარტი (1974) უმაღლესი პოზიცია
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი [14] 47
ჩარტი (1975) უმაღლესი პოზიცია
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი [14] 24
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
პოლონეთი (ZPAV)[15]
2009 წლის Agora SA-ს გამოცემა
პლატინა 20 000*
გაერთიანებული სამეფო (BPI)[16] ოქრო 100 000^
აშშ (RIAA)[17] ოქრო 500 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ერლეუაინი, სტივენ თომას. Allmusic review. Retrieved 23 ნოემბერი 2011
  2. 2.0 2.1 Chicago Herald review. Archived at queenarchives.com
  3. 3.0 3.1 Q, ნოემბერი 2004, p.102
  4. Fletcher, Gordon (6 დეკემბერი 1973). Rolling Stone review დაარქივებული 2014-05-11 საიტზე Wayback Machine.
  5. Winnipeg Free Press review
  6. Queen – Queen. QueenOnline.com. ციტირების თარიღი: 2006-11-23.
  7. Rolling Stone review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-06. ციტირების თარიღი: 2011-02-27.
  8. Winnipeg Free Press review (archived at queenarchives.com)
  9. Allmusic review
  10. The Top 50 Most Influential Guitar Albums Of All Time Ever! დაარქივებული 2011-07-18 საიტზე Wayback Machine. . Guitarist. დეკემბერი 1994. Archived at rocklistmusic.co.uk
  11. 100 Greatest Guitar Songs Of All Time დაარქივებული 2011-07-18 საიტზე Wayback Machine. . Rolling Stone. ივნისი 2008. Archived at rocklistmusic.co.uk
  12. Queen - full Official Chart History - ოფიციალური ჩარტების კომპანია.
  13. Artist Search for "queen".
  14. 14.0 14.1 [1]
  15. Polish album certifications – Queen – Queen 1 პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV).
  16. British album certifications – Queen – Queen I. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Queen I ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  17. American album certifications – Queen – Queen. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH