I'm Going Slightly Mad
„I'm Going Slightly Mad“ | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სინგლი – Queen | ||||
ალბომიდან innuendo | ||||
B-მხარე |
Lost Opportunity The Hitman | |||
გამოსვლის თარიღი | 4 მარტი, 1991 | |||
ჩაიწერა | 1990-1991 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, როკ-მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 4:21 | |||
ლეიბლი | Parlophone | |||
სიმღერის ავტორი | ფრედი მერკური | |||
პროდიუსერი | Queen | |||
Queen – სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„I'm Going Slightly Mad“ — ბრიტანული როკ-ჯგუფ Queen-ის სიმღერა, დაწერილი ფრედი მერკურის მიერ. წარმოადგენს მეორე სინგლს Queen-ის 1991 წლის ალბომიდან Innuendo.
სიმღერა იუმორისტულ ხასიათს ატარებს, მაგრამ არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტექსტი ორაზროვანია და ბევრ მინიშნებას აკეთებს ფრედი მერკურის მძიმე ავადმყოფობის შესახებ.
სინგლი 1990 წლის ოქტომბერში ჩაიწერა. ხოლო მუსიკალურმა ვიდეომ ისეთივე პოპულარობას მიაღწია, როგორიც ჯგუფის ყველაზე აღიარებულმა სიმღერებმა Bohemian Rhapsody და I Want to Break Free.
მუსიკალური ვიდეოს აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გადაღება 1991 წლის თებერვალში დაიწყო. ამ დროისთვის ფრედი მერკურის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. ვიდეო, როგორც სხვა დანარჩენი ვიდეო Innuendo-დან, დორო პროდაქშენმა გადაიღო, სადაც ჯგუფის წევრები უცნაურად არიან ჩაცმულნი და ასევე უცნაურად იქცევიან: გიტარისტი ბრაიან მეი პინგვინად გვევლინება; დრამერი როჯერ ტეილორი სამბორბლიან ველოსიპედს მართავს; ბას-გიტარისტი ჯონ დიკონი ჯამბაზს განასახიერებს, ხოლო ფრედი მერკურის გორილის ფორმაში გადაცმული ადამიანი დასდევს.
I'm Going Slightly Mad - Queen-ის ბოლო მუსიკალური ვიდეოა, სადაც ფრედი მერკურის შემოქმედებით სახეს ვხედავთ, ამ დროისთვის ის ძალიან დასუსტებული იყო შიდსისგან. I'm Going Slightly Mad-ში მერკური ემოციურია, არტისტულია, როდესაც These Are the Days of Our Lives-ში მოძრაობაც კი უჭირს.
ვიდეო შავ-თეთრ ტონებშია გადაღებული (ფერადია მხოლოდ ჯონ დიკონის ჯამბაზის ქუდი და ჭრელი ქსოვილი, რომელსაც მერკური ააფრიალებს), რომელიც ასე მთავრდება: ჯონ დიკონი კიბეზე ადის, შემდეგ ქრება კიბე, შემდეგ კი თვითონ დიკონი და რჩება მხოლოდ ჯამბაზის ფერადი ქუდი.
სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- I'm Going Slightly Mad - 4:22
- The Hitman - 4:56
- Lost Opportunity - 3:52