ბოჰემური რაფსოდია (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბოჰემური რაფსოდია
რეჟისორი ბრაიან სინგერი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი ენტონი მაკარტენი
ნაწარმოები
როლებში
მუსიკა ჯონ ოტმენი
ოპერატორი ნიუტონ ტომას სიგელი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი
  • 23 ოქტომბერი 2018 (2018-10-23) (SSE Arena)
  • 24 ოქტომბერი 2018 (2018-10-24) (დიდი ბრიტანეთი)
  • 2 ნოემბერი 2018 (2018-11-02) (აშშ)
ხანგრძლივობა 134 წუთი[2]
ქვეყანა
  • დიდი ბრიტანეთი[3]
  • აშშ[3]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 50-55 მილიონი აშშ დოლარი[4][5]
შემოსავალი 903.7 მილიონი აშშ დოლარი[6]

ბოჰემური რაფსოდია (ინგლ. Bohemian Rhapsody) — 2018 წლის ბიოგრაფიული ფილმი, ბრიტანულ როკ-ჯგუფ Queen-ის წამყვანი მომღერლის ფრედი მერკურის ცხოვრების შესახებ. ფილმი ბრიტანელებისა და ამერიკელების ერთობლივი პროექტია, რომლის მწარმოებელი კომპანიები არიან: 20th Century Fox, New Regency, GK Films, და Queen Films, ხოლო დისტრიბუტორია 20th Century Fox. რეჟისორია ბრაიან სინგერი, პროდიუსერები არიან გრემ კინგი და ჯგუფ Queen-ის ყოფილი მენეჯერი ჯიმ ბიჩი, ხოლო სცენარი ეკუთვნის ენტონი მაკარტენს. მონაწილეობენ რამი მალეკი, ლუსი ბოინტონი, გვილიმ ლი, ბენ ჰარდი, ჯოზეფ მაცელო, ეიდან ჯილენი, ტომ ჰოლანდერი, ალენ ლიჩი და მაიკ მაიერსი. Queen-ის წევრები ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი ფილმის შემოქმედებითი კონსულტანტები არიან.

პროექტი დაანონსდა 2010 წელს. მერკურის როლის შემსრულებლად მოიაზრებოდა საშა ბარონ კოენი,[7] მაგრამ მან 2013 წელს დატოვა პროექტი, ხოლო 2016 წლის ნოემბერში მსახიობთა შემადგენლობას შემოუერთდა რამი მალეკი. ფილმის გადაღებები დაიწყო 2017 წლის სექტემბერში ლონდონში.[8] იმავე წლის დეკემბერში ფილმის რეჟისორი ბრაიან სინგერი გარკვეული მიზეზების გამო გათავისუფლებული იქნა მოვალეობისგან, ხოლო მის ნაცვლად აიყვანეს დექსტერ ფლეტჩერი, თუმცა ამერიკის რეჟისორთა გილდიის წესების თანახმად, სინგერი მოხსენიებული იქნა როგორც რეჟისორი, ხოლო ფლეტჩერი — როგორც აღმასრულებელი პროდიუსერი.[9][10] გადაღებები დასრულდა 2018 წლის იანვარში.

ბოჰემური რაფსოდია გამოვიდა 2018 წლის 24 ოქტომბერს დიდ ბრაიტანეთში, იმავე წლის 2 ნოემბერს აშშ-ში. ფილმმა მიიღო შერეული შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან. მათ ძირითადად გააკრიტიკეს რეჟისურა და ისტორიული უზუსტობები,[11] მაგრამ შექება დაიმსახურა რამი მალეკის შესრულებამ.[12][13] ფილმი კომერციულად მეტად წარმატებული აღმოჩნდა, რომლის შემოსავალმაც 900 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა და გახდა 2018 წლის მეექვსე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფილმის საერთო რეიტინგია 61% (377 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[14]

ფილმმა მიიღო უამრავი ჯილდო, მათ შორის ოსკარის ორი ჯილდო: საუკეთესო მსახიობი კაცი (რამი მალეკი), საუკეთესო მონტაჟი, ხმის მონტაჟი და საუკეთესო ხმა,[15]აგრეთვე ორი ოქროს გლობუსი[16] და ორი BAFTA.[17]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Film releases. Variety Insight. წაკითხვის თარიღი: 24 სექტემბერი, 2017.
  2. Bohemian Rhapsody (12A). წაკითხვის თარიღი: 27 სექტემბერი, 2018.
  3. 3.0 3.1 Bohemian Rhapsody (2018). AllMovie. წაკითხვის თარიღი: 24 სექტემბერი,2017.
  4. Rubin, Rebecca. (31 ოქტომბერი, 2018) Will 'Bohemian Rhapsody' Rock the Box Office?. Variety. წაკითხვის თარიღი: 2 ნოემბერი, 2018.
  5. D'Alessandro, Anthony. (4 ნოემბერი, 2018) 'Bohemian Rhapsody' Sends Thunderbolts And Lightning Through B.O. As Freddie Mercury Biopic Hits $50M Opening. წაკითხვის თარიღი: 4 ნოემბერი, 2018.
  6. Bohemian Rhapsody (2018). წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
  7. Sacha Baron Cohen to play Freddie Mercury“, BBC News, 17 September 2010. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი, 2010. 
  8. Tartaglione, Nancy. “Queen Pic 'Bohemian Rhapsody' Tunes Up For Fall Start With Bryan Singer, Rami Malek“, 16 ივლისი, 2017. წაკითხვის თარიღი: 25 აგვისტო, 2017. 
  9. Galuppo, Mia. Bryan Singer to Get Directing Credit on Queen Biopic 'Bohemian Rhapsody' (12 June 2018). წაკითხვის თარიღი: 21 June 2018.
  10. McNary, Dave. Bryan Singer Will Get Directing Credit on 'Bohemian Rhapsody' (12 ივნისი, 2018). წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2018.
  11. Greene, Andy. (1 ნოემბერი, 2018) Fact-Checking the Queen Biopic, 'Bohemian Rhapsody'. წაკითხვის თარიღი: 8 ნოემბერი, 2018
  12. Yang, Rachel. (23 ოქტომბერი, 2018) 'Bohemian Rhapsody' Sees Mixed Reviews as Critics Praise Rami Malek. წაკითხვის თარიღი: 24 ოქტომბერი, 2018
  13. Sblendorio, Peter. (7 ნოემბერი, 2018) How 'Rhapsody' addresses Freddie Mercury's sexuality. წაკითხვის თარიღი: 9 ნოემბერი, 2018
  14. Bohemian Rhapsody (2018). Fandango. წაკითხვის თარიღი: 5 მარტი, 2019.
  15. Oscar Winners 2019: The Complete List. Variety (24 თებერვალი, 2019). წაკითხვის თარიღი: 8 მარტი, 2019.
  16. Golden Globes 2019: Bohemian Rhapsody and Rami Malek are surprise winners. BBC (7 იანვარი, 2019). წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი, 2019.
  17. Pond, Steve. (10 თებერვალი, 2019) BAFTA Awards 2019: ‘The Favourite’ Dominates, But ‘Roma’ Wins the Big One. The Wrap. წაკითხვის თარიღი: 8 მარტი, 2019.