დავით გივიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით გივიშვილი
დაბ. თარიღი 3 ნოემბერი 1850(1850-11-03)
დაბ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1 ივნისი 1916(1916-06-01) (65 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
საქმიანობა პოეტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია

დავით გივიშვილი (დ. 3 ნოემბერი, 1850, თბილისი — გ. 1 ივნისი, 1916, იქვე) — ძველი თბილისის ქალაქური პოეზიის წარმომადგენელი. XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს სისტემატურად ბეჭდავდა ლექსებს გაზეთ „დროებაში“. გამოცემული აქვს 37 საშუალო და და მცირე ზომის კრებული. მისი შემოქმედებისათვის ნიშანდობლივია ჰედონისტურ-ბოჰემური განწყობილება, ძმობა-ვაჟკაცობის კულტის აპოლოგია, სატრფიალო და სოციალური თემატიკა. მის ბევრ ლექსზე სიმღერები შეიქმნა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: