მიხეილ ასტანგოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ ასტანგოვი
Mikhail Astangov zak.JPG
დაბ. თარიღი 21 ოქტომბერი, (3 ნოემბერი) 1900
ვარშავა, პოლონეთის სამეფო, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 20 აპრილი, 1965 (64 წლის)
მოსკოვი, საბჭოთა კავშირი
საქმიანობა მსახიობი

მიხეილ თედორეს ძე ასტანგოვი (რუს. Михаи́л Фёдорович Аста́нгов) (ნამდვილი გვარი რუჟნიკოვი); დ. 21 ოქტომბერი/3 ნოემბერი, 1900, ვარშავა — გ. 20 აპრილი, 1965, მოსკოვი), რუსი მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1955). სტალინ პრემიის ლაურეატი (1948, 1950, 1951).[1][2].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1920 შალიაპინის სახელობის სტუდიაში. 1925-1927 და 1930-1941 მოსკოვის რევოლუციური თეატრის, 1943-1945 მოსსაბჭოს სახელობის თეატრის მსახიობია. 1945-იდან მოღვაწეობდა ვახტანგოვის სახელობის თეატრში. გამოირჩეოდა მაღალი აქტიორული კულტურით, დახვეწილი ოსტატობით, ძლიერი ტრაგიკული ტემპერამენტით, ღრმა ინტელექტუალობით. მსახიობის ეს თვისებები განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა როლებში: გრიგორი გაი (პოგოდინის „ჩემი მეგობარი“, 1932), სირანო დე ბერჟერაკი (როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“, 1945), მათიას კლაუზენი (ჰაუპტმანის „მზის ჩასვლის წინ“, 1955), ჰამლეტი (შექსპირის „ჰამლეტი“, 1957) და სხვა. ასტანოვი გარდასახვის დიდი ოსტატი იყო და წარმატებით ასრულებდა სახასიათო გროტესკულ როლებსაც (კერენსკი, კორნეიჩუკის „სიმართლე“, 1937; ჰიტლერი, კინოფილმი „სტალინგრადის ბრძოლა“, და სხვ.). სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1948, 1950, 1951). დაჯილდოებულია ორი ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Русский драматический театр: Энциклопедия / Под общ. ред. М. И. Андреева, Н. Э. Звенигородской, А. В. Мартыновой и др. — М.: Большая Российская энциклопедия, 2001. — 568 с.: ил. ISBN 5-85270-167-X
  2. Большая Российская энциклопедия: В 30 т. / Председатель науч.-ред. совета Ю. С. Осипов. Отв. ред С. Л. Кравец. Т. 2. Анкилоз — Банка. — М.: Большая Российская энциклопедия, 2005. — 766 с.: ил.: карт.