წმინდა პიტირიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წმინდა პიტირიმი – წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 19 აგვისტო, ახალი სტილით - 1 სექტემბერი. წმიდა პიტირიმმა, ველიკოპერმელმა ეპისკოპოსმა, მოწამეობრივად აღსრულებული მღვდელმთავრის, გერასიმეს (გ. 1441 წლის შემდგომ; ხს. 6 თებერვალს) შემდეგ ჩაიბარა ველოკომპერის საეპისკოპოსო კათედრა. მანამდე ნეტარი მამა არქიმანდრიტის ხარისხში წინამძღვრობდა ჩუდოვოს მონასტერს. მოგვიანებით მან შექმნა კანონი მოსკოველი მიტროპოლიტის, წმინდა ალექსისა (ხს. 25 თებერვალს) და შეკრიბა ცნობები მისი ცხოვრების შესახებ. წმიდა პიტირიმის მოციქულებრივი ღვაწლი მალე დაეტყო ეპარქიაში შემავალ წარმართთა ცხოვრებას და ნელ-ნელა, მათი ქრისტიანობაზე მოქცევის პარალელურად, სისხლისღვრამაც იკლო.

წმიდანის ღვაწლით გაავებული ვოგულთა ტომის წარმართი მეთაური ასიკა, რომელიც თანდათან კარგავდა გავლენას ხალხზე, ერთხელ თავს დაესხა მღვდელმთავარს და სიცოცხლეს გამოასალმა. ორმოცი დღის განმავლობაში ესვენა წმიდა პიტირიმის გვამი პაპანაქება სიცხეში, მაგრამ ხრწნილება არ მიჰკარებია. იგი დაკრძალეს უსტ-ვიმის ხარების საკათედრო ტაძარში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ. გვ. 194