ჯვარისა (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯვარისა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი).
სოფელი
ჯვარისა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ტყიბულის მუნიციპალიტეტი
თემი ჯვარისა
კოორდინატები 42°22′53″ ჩ. გ. 42°49′07″ ა. გ. / 42.38139° ჩ. გ. 42.81861° ა. გ. / 42.38139; 42.81861
პირველი ხსენება XI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 480
მოსახლეობა 249[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჯვარისა (ტყიბულის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ჯვარისა (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)
ჯვარისა (ტყიბულის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
ჯვარისა (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)

ჯვარისასოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ლეყერეთი, ოჯოლა, ხორჩანა). მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. მდინარე ღვაღვანის ხეობაში. ზღვის დონიდან 480 მეტრი, ტყიბულიდან 33 კილომეტრი. სოფელში არის საექიმო ამბულატორია და საჯარო სკოლა.[2] ჯვარისაში დაიბადა და ბავშვობა გაატარა მწერალმა ნიკოლო მიწიშვილმა. სოფელში არის მისი სახლ-მუზეუმი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 249 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 418 213 205
2014[1] 249 121 127

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი დასახლებული იყო ანტიკურ ხანაში. წყაროებში პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში. შემორჩენილია ჯვარის ციხის ნანგრევები. ციხე მოხსენებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს 1723 დასავლეთ საქართველოში ოსმალთა აგრესიასთან დაკავშირებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]