შინაარსზე გადასვლა

ჯეს გლინი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეს გლინი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯესიკა ჰანა გლინი
დაბ. თარიღი 20 ოქტომბერი, 1989 (1989-10-20) (35 წლის)
დაბ. ადგილი ლონდონი
წარმოშობა 1989, ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი,სოული, დენსი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2013 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი :თარგი:website
ჯეს გლინი ვიკისაწყობში

ჯესიკა ჰანა გლინი (ინგლ. Jessica Hannah Glynne; დ. 20 ოქტომბერი, 1989, ლონდონი, ინგლისი) — ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. 2013 წელს ლეიბლ Atlantic Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გამოუშვა სინგლები „Rather Be" და "My Love". ორივე კომპოზიცია დიდი ბრიტანეთის ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა. 2019 წელს ჟურნალმა Forbes-მა „30 წლამდე ყველაზე გავლენიან ადამიანთა" სიაში შეიყვანა.

სადებიუტო სტუდიური ალბომი, I Cry When I Laugh გამოვიდა 2015 წელს და პირველ ადგილზე გავიდა გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტში. ალბომიდან გამოუშვა სინგლები „Hold My Hand" და „Don't Be So Hard on Yourself". მეორე სტუდიური ალბომი, Always In Between გამოვიდა 2018 წელს და გავიდა პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტში. ასევე გამოუშვა სინგლები „I'll Be There", „These Days", „All I Am", „Thursday" და „One Touch". მუსიკოსს მიღებული აქვს გრემის ჯილდო და ბრიტანული ჯილდოს ცხრა ნომინაცია.

ჯეს გლინი დაიბადა ჰემპსტედში და გაიზარდა მიუსველ ჰილში, ჩრდილოეთ ლონდონში, ებრაულ ოჯახში. დედა მუშაობდა A&R-ში. ოჯახის გვარი თავდაპირველად გოლდშტეინი იყო, მაგრამ ბაბუამ გლინად გადააკეთა.[1] მუსიკოსი 15 წლის ასაკში გამოვიდა სატელევიზიო შოუში X Factor, მაგრამ პროდიუსერებთან უთანხმოების გამო დატოვა შოუ.[2]

ის სწავლობდა Fortismere School-ში. ამის შემდეგ დაიწყო მსოფლიოში მოგზაურობა. სწორედ ამ დროს დაინტერესდა მუსიკალური ინდუსტრიით. შემდეგ სწავლა დაიწყო East London College of Access Music-ში.

East London College of Access Music-ში სწავლის დროს გაიცნო სიმღერების ავტორი ჯინ ჯინი და პროდიუსერი ბლეს ბიტსი. მათ ერთად იმუშავეს მუსიკოსის პირველ სიმღერაზე. მალევე კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან Black Butter Records.[3] 2013 წელს ახალი კონტრაქტი დადო Atlantic Records-თან.[4] გლინმა წარმატებას მიაღწია 2014 წელს, როდესაც გამოუშვა კოლაბორაციული კომპოზიცია „My Love". ნამუშევარი პირველ ადგილზე გავიდა გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში. მალევე Clean Bandit-თან ერთად გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი „Rather Be".[5] ეს სიმღერაც პირველ ადგილზე გავიდა დიდი ბრიტანეთის ჩარტებში და გახდა ჰიტი ევროპასა და ოკეანეთში. გლინმა მოიგო გრემის ჯილდო საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერის კატეგორიაში. მუსიკოსი ნომინაციაში წარდგენილი იყო კომპოზიციისთვის „Rather Be".[6][7]

სადებიუტო სოლო სინგლი, „Right Here", გამოვიდა 2014 წელს და მოხვდა რამდენიმე ქვეყნის ჩარტში. იმავე წელს იმღერა ბრიტანულ ფესტივალებზე და გამართა ტურნე გაერთიანებულ სამეფოში.[8][9][10] 2014 წელს ითანამშრომლა ისეთ მუსიკოსებთან, როგორიცაა Little Mix, MO, Rudimental და Tinie Tempah.[11] მუსიკოსმა გამოუშვა მეორე კოლაბორაციული კომპოზიცია Clean Bandit-თან ერთად 2014 წელს, სახელწოდებით „Real Love".[12]

მეორე სოლო სინგლი, „Hold My Hand", გამოვიდა 2015 წელს და სამი კვირა გაატარა დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტის სათავეში. იმავე წელს გამოუშვა დუეტი თინი ტემპჰთან ერთად სახელწოდებით „Not Letting Go". კომპოზიცია პირველ ადგილზე გავიდა დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში. სადებიუტო ალბომი, I Cry When I Laugh, გამოვიდა 2015 წელს და პირველ ადგილზე გავიდა გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტში.[13][14][15][16]

მეორე სტუდიური ალბომი, Always In Between, გამოვიდა 2018 წელს და მოხვდა გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტის სათავეში. გლინი გახდა პირველი ბრიტანელი ქალი მუსიკოსი, რომელის შვიდი სიმღერა დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტის სათავეში მოხვდა. იმავე წელს მოიგო გრემის ჯილდო და მიიღო Brit Awards-ის ცხრა ნომინაცია.[17]

2022 წელს გლინი წამოვიდა ლეიბლიდან Atlantic Records და გააფორმა კონტრაქტი United Talent Agency-სა და Roc Nation-თან.[18][19] 2023 წელს ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს EMI-სთან.[20]

გლინის თქმით მის მუსიკაზე დიდი გავლენა იქონიეს ფრენკ ოუშენმა, ემი უაინჰაუსმა, ადელმა, სემ კუკმა, Destiny's Child-მა, არეთა ფრანკლინმა, უიტნი ჰიუსტონმა და ეტა ჯეიმსმა. მუსიკის წერის მხრივ ყველაზე დიდი შთაგონების წყაროები იყვნენ ემინემი, ჯეი-ზი და კენდრიკ ლამარი. მასზე ასევე დიდი გავლენა იქონიეს შემდეგმა მუსიკოსებმა; ინდია არი, ბიონსე, მერი ჯეი ბლაიჯი, Girls Aloud, მერაია კერი და მეივის სტეიფლსი.[21][22][23][24] გლინის თქმით ლორინ ჰილის ალბომმა „The Miseducation of Lauryn Hill“ მისცა მოტივაცია მას დაეწყო სიმღერების წერა.[25]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Lester, Paul. (24 July 2014) Jess Glynne: The chart-topper who lives with her mum. ციტირების თარიღი: 23 June 2018
  2. Stroude, Will. (24 July 2014) Jess Glynne: 'I could throw water at people to plug my album'. Attitude Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 23 December 2014
  3. „Ryn Weaver, Kiesza & Jess Glynne Share Their Journeys to Coachella: Exclusive“. Billboard. 17 April 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 May 2015. ციტირების თარიღი: 27 April 2015.
  4. Lester, Paul. (24 July 2014) Jess Glynne: The chart-topper who lives with her mum. ციტირების თარიღი: 23 June 2018
  5. Hannah, Andrew. (31 July 2014) The 405 meets Jess Glynne. The 405. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 23 December 2014
  6. Harp, Justin. (11 December 2014) BBC Music Awards 2014: Winners in full. Digital Spy. ციტირების თარიღი: 25 February 2015
  7. Carley, Brennan. (10 February 2015) Q&: Jess Glynne on Her 'Surreal' Grammy Win for Best Dance Recording – SPIN – Interviews. SPIN. ციტირების თარიღი: 5 April 2018
  8. Profile: Jess Glynne – Interview – Wonderland Magazine. Wonderland Magazine (1 July 2014). ციტირების თარიღი: 23 December 2014
  9. Stroude, Will. (24 July 2014) Jess Glynne: 'I could throw water at people to plug my album'. Attitude Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 23 December 2014
  10. Feltscheer, Mitch. Interview: Jess Glynne. Vmusic.com.au. ციტირების თარიღი: 30 October 2015
  11. Little Mix's 'Woman Like Me' Was Written By Jess Glynne And Ed Sheeran. ციტირების თარიღი: 5 December 2018
  12. Star-Studded Band Aid 30 Top UK Singles Chart (23 November 2014). ციტირების თარიღი: 27 April 2015
  13. „Jess Glynne's Thursday takes Official Trending Chart Number 1“. 2018-11-05. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 November 2018. ციტირების თარიღი: 2018-11-05.
  14. Copsey, Rob. (21 August 2015) Jess Glynne enters the Official Chart history books. Officialcharts.com. ციტირების თარიღი: 30 October 2015
  15. Moss, Liv. (11 August 2015) Jess Glynne: "Amy Winehouse gave me the confidence to do this". Officialcharts.com. ციტირების თარიღი: 30 October 2015
  16. Moss, Liv. (11 May 2015) Jess Glynne announces debut album I Cry When I Laugh. Officialcharts.com. ციტირების თარიღი: 30 June 2015
  17. George Ezra, Anne-Marie, Jorja Smith and The 1975 lead Brit 2019 nominations – see the full list (13 January 2019).
  18. Paine, Andre. (18 October 2022) Jess Glynne signs with UTA alongside move to Roc Nation. Music Week. ციტირების თარიღი: 27 January 2024
  19. Woodcock, Zara. (27 January 2022) Jess Glynne 'splits' from record label after 'disagreements' about her future. Daily Mirror. ციტირების თარიღი: 10 February 2022
  20. Paine, Andre. (9 November 2022) Jess Glynne signs to EMI following management deal with Roc Nation. Music Week. ციტირების თარიღი: 27 January 2024
  21. Vyas, Sofia. (21 April 2015) The star of Clean Bandit's hit 'Rather Be' and Route 94's 'My Love'. ციტირების თარიღი: 27 April 2015
  22. Gracie, Bianca. (27 March 2015) Jess Glynne Talks Breaking Out As A Solo Star, Her Forthcoming Debut LP & Dolly Parton: Idolator Interview. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 იანვარი 2024. ციტირების თარიღი: 27 April 2015
  23. Hamad, Marwa. (21 April 2015) Jess Glynne comes out of the shadows. ციტირების თარიღი: 27 April 2015
  24. Meet Jess Glynne, The Girl Who's Going To Soundtrack Your Summer – MTV UK. MTV UK (4 April 2014). ციტირების თარიღი: 27 June 2014
  25. Hannah, Andrew. (31 July 2014) The 405 meets Jess Glynne. The 405. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 23 December 2014
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯეს_გლინი“-დან