კენდრიკ ლამარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კენდრიკ ლამარი, 2013 წლის აგვისტო

კენდრიკ ლამარ დაკუორთი (დ. 1987 წლის 17 ივნისს) — ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი კომპტონიდან, კალიფორნიიდან.[1] 2004 წელს ლამარმა კონტრაქტი გააფორმა კარსონულ დამოუკიდებელ ხმის ჩამწერ კომპანია Top Dawg Entertainment-თან (TDE). 2012 წელს ლამარმა კონტრაქტი ისეთ დიდ ჩამწერ კომპანიებთან მოიპოვა, როგორებიცაა Aftermath და Interscope Records. სოლო კარიერის გარდა, ლამარი ასევე ცნობილია, როგორც დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპ სუპერჯგუფის, Black Hippy-ს წევრი. ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შედიან მისი TDE ლეიბლის წევრები და სამხრეთ ლოს-ანჯელესელი რეპერები Ab-Soul, Jay Rock და Schoolboy Q.[2]

ლამარმა თავისი მუსიკალური კარიერა მოზარდობისას, მეტსახელით K-Dot წამოიწყო და მიქს-ფირი გამოუშვა, რომელმაც ადგილობრივი ყურადღება მოუტანა. დიდი წარმატება 2010 წელს, თავისი პირველი გასაყიდი ჩანაწერის, Overly Dedicated-ის გამოშვების შემდეგ მოიპოვა. მომდევნო წელს iTunes-ში ექსკლუზიურად გამოუშვა Section.80, პირველი დამოუკიდებელი ალბომი. ალბომმა კრიტიკოსებისგან მოწონება დაიმსახურა და ჩარტებში მაშინვე წლის ერთ-ერთ საუკეთესო ციფრულ ჰიპ-ჰიპ გამოშვებად იქცა.[3] ალბომმა ლამარს პირველი სინგლი, "HiiiPoWeR" მოუტანა. თავის ადრეულ კარიერაში, პირველ  დიდი ხმის ჩამწერი კოპმანიის სადებიუტო ალბომამდე, ლამარმა ბევრი ინტერნეტ მიმდევარი მოაგროვა და უკვე ნამუშევარი ჰქონდა ჰიპ-ჰიპ ინდუსტრიაში რამდენიმე გამოჩენილ შემსრულებელთან, როგორიცაა The Game, სნუპ დოგი, Wiz Khalifa, Drake, Talib Kweli, ბასტა რაიმზი, E-40, უორენ ჯი, ლილ უეინი და სხვანი.

წამყვან ლეიბლზე ლამარის პირველი სადებიუტო ალბომი, good kid, m.A.A.d city გამოვიდა 2012 წლის ოქტომბერში და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ალბომი შეიცავდა ტოპ 40-ში მოხვედრილ ჰიტებს"Swimming Pools (Drank)", "Bitch, Don't Kill My Vibe" და "Poetic Justice". გამოშვებისას, ალბომმა შეერთებული შტატების Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილს მიაღწია და მოგვიანებით ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA) პლატინის სერტიფიკატი მიიღო. გრემის 56-ე დაჯილდოებაზე (2014) ლამარი შვიდ ნომინაციაში იყო წარდგენილი, მათ შორის საუკეთესო ახალი მომღერლის, წლის ალბომის და საუკეთესო რეპ სიმღერის კატეგორიებში. ერთი წლის შემდეგ, გრემის 57-ე დაჯილდოებაზე (2015) ლამარმა სინგლისთვის, "i" საუკეთესო რეპ შესრულების და საუკეთესო რეპ სიმღერის ჯილდო მოიპოვა. 2015 წლის მარტს ლამარმა მესამე ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით To Pimp a Butterfly, რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა. ალბომმა ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში და გაერთიანებულ სამეფოში, ჩარტებში პირველ ადგილამდე მიაღწია.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Markman, Rob. (September 8, 2011) Freddie Gibbs, Kendrick Lamar Explain #1 Rule Of Ghostwriting. MTV. წაკითხვის თარიღი: May 7, 2013.
  2. Jay Rock, Kendrick Lamar, Ab-Soul and Schoolboy Q form quasi-supergroup Black Hippy.
  3. Cool, Just Be. (2011)KENDRICK LAMAR: Releases Section.80 on iTunes > Biography. laxpaperboys. წაკითხვის თარიღი: October 26, 2011.