ემი უაინჰაუსი
ემი უაინჰაუსი | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ემი ჯეიდ უაინჰაუსი |
დაბ. თარიღი | 14 სექტემბერი 1983 |
დაბ. ადგილი | ლონდონი, ინგლისი |
გარდ. თარიღი | 23 ივლისი, 2011 (27 წლის) |
გარდ. ადგილი | კემდენი, ლონდონი, ინგლისი |
დასაფლავებულია | Edgware |
ეროვნება | British Jews |
ჟანრ(ებ)ი | ნეო სოული, რითმ-ენდ-ბლუზი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა |
აქტიური | 2003–2011 |
ლეიბლ(ებ)ი | Island, Lioness, Universal Republic (აშშ) |
ჯილდოები | გრემის ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლისთვის[1] |
საიტი | |
ემი უაინჰაუსი ვიკისაწყობში |
ემი ჯეიდ უაინჰაუსი (ინგლ. Amy Jade Winehouse; დ. 14 სექტემბერი, 1983 — გ. 23 ივლისი, 2011) — ბრიტანელი სოულ, ჯაზ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი და სიმღერების ტექსტების ავტორი. მისი 2003 წლის სადებიუტო ალბომი — Frank მერკურის ჯილდოზე იყო ნომინირებული. 2007 წლის 14 თებერვალს მან მიიღო ჯილდო „Brit Award“ საუკეთესო ბრიტანელი შემსრულებელი ქალბატონის ნომინაციაში, ისევე როგორც სამჯერ - აივორ ნოველოს ჯილდო. გამოსცა ორი სტუდიური ალბომი. გარდაიცვალა 2011 წლის 23 ივლისს.[2]
ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ემი დაიბადა საუთგეიტის (ლონდონი) რაიონში, ბრიტანელი ებრაელების ოჯახში, დედის მხრიდან რუსული ფესვებით[3][4]. სწორედ მისი გავლენით ემი დაინტერესდა ჯაზით.[5] მამამისი, მიტჩელ (მიტჩ) უაინჰაუსი, ტაქსის მძღოლი იყო. დედა, ჯენის უაინჰაუს სიტონი ფარმაკოლოგიით იყო დაკავებული. ბებია, როგორც ცნობილია, დიდი ხნის წინ რონი სკოტის შეყვარებული იყო.[6] ემის ძმა, ალექსი, მასზე ოთხი წლით უფროსია.[7] მიტჩი ემის ხშირად უმღეროდა ფრენკ სინატრას სიმღერებს. ემი იმდენად მიეჩვია სიმღერას, რომ ყოველთვის ღიღინებდა და კლასში მისი გაჩუმება რთული იყო.[8] გოგონას მშობლები დაშორდნენ, როდესაც შვილი 9 წლის იყო.[9]
ამავე პერიოდში ბებიის, სინთიას შემოთავაზებით, დედამ ემი მიიყვანა სიუზი ერნშოუს თეატრალურ სკოლაში.[10] 10 წლის ასაკში ემიმ ბავშვობის მეგობარ ჯულიეტ ეშბისთან ერთად დააარსა რეპ-ჯგუფი Sweet 'n' Sour.[11] ერნშოუს სკოლაში ის 4 წლის განმავლობაში სწავლობდა, შემდგომ კი გადავიდა სილვია იანგის თეატრალურ სკოლაში, საიდანაც გარიცხული იყო 14 წლის ასაკში - თითქოს და დაუსწრებლობისა და ცხვირის პირსინგის გამო. თუმცა, სილვია იანგი ამ ინფორმაციას უარყოფა - „15 წლის ასაკში იგი სკოლებს იცვლიდა - გავიგე, რომ გარიცხეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იყო. მე მას არასოდეს გავრიცხავდი.“[12] სილვია იანგის სკოლის სხვა მოზარდებთან ერთად იგი გამოჩნდა გადაცემის The Fast Show 1997 წლის ერთ-ერთ ეპიზოდში.[13] პარალელურად ის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას იცვლიდა.[14][15][16][17]
დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 2003: Frank
- 2006: Back to Black
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ http://www.rockonthenet.com/grammy/newartist.htm
- ↑ Police: Singer Amy Winehouse dies, The Washington Post
- ↑ Niv Elis (2010). „Surprise! They're Jewish!“. Moment Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 19 June 2011.
- ↑ „1911 census reveals David Beckham's rag and bone man ancestor ... and who lived in your house before WW1“. Daily Mail. London. 2009-01-13.
- ↑ Mulholland, Garry. "Charmed and Dangerous." The Observer. 1 February 2004. Retrieved on 28 October 2006.
- ↑ Amy Winehouse had talent to burn. Instead, it burned her დაარქივებული 2011-08-04 საიტზე Wayback Machine. Daily Telegraph, Neil McCormick, 9:00PM BST 23 Jul 2011
- ↑ Eliscu, Jenny. (14 June 2007), "The Diva and Her Demons." დაარქივებული 2011-12-11 საიტზე Wayback Machine. Rolling Stone. (1028):58–69. Retrieved 23 July 2011.
- ↑ Sanderson, Elizabeth. "Amy Winehouse's mother explains why she feels powerless to stop her troubled daughter’s descent into hell of addiction." Daily Mail. 18 August 2007. Retrieved on 1 July 2008.
- ↑ Sturges, Fiona (25 July 2011). „Amy Winehouse: Singer who won the hearts of millions but was unable to overcome her dependency on drink and drugs“. The Independent. ციტირების თარიღი: 28 July 2011.
- ↑ Sandall, Robert. "Can Amy Winehouse be saved?" The Times. 27 July 2008.
- ↑ Singer of the Week – Amy Winehouse. AskMen.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 2 September 2008.
- ↑ Young, speaking to Adrian Goldberg on Radio 5 Live, 23 July 2011
- ↑
- ↑ „Amy Winehouse: 1983-2011“. The Telegraph. Telegraph Media Group. 23 July 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 25 July 2011.
- ↑ Braddock, Kevin. "Fame Academy: The Brit School." The Independent 28 January 2007. Accessed: 17 May 2008.
- ↑ "Dan Gillespie " დაარქივებული 2016-12-18 საიტზე Wayback Machine. , The Gay & Lesbian Awards, Retrieved 27 May 2009.
- ↑ Osidge. Hidden London. ციტირების თარიღი: 27 May 2009.
|