ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი
რეჟისორი დევიდ იეიტსი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი ჯ. კ. როულინგი
ეფუძნება ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი
— ჯ. კ. როულინგი
როლებში
მუსიკა ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი
ოპერატორი ფილიპ რუსლო
მონტაჟი მარკ დეი
სტუდია Heyday Films
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
ხანგრძლივობა 133 წთ.[1]
ქვეყანა
  • გაერთიანებული სამეფო
  • აშშ[2][3]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 180 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 814 მილიონი აშშ დოლარი[4]

ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი“ (ინგლ. Fantastic Beasts and Where to Find Them) — 2016 წლის ფენტეზის ჟანრის მხატვრული ფილმი, გადაღებული რეჟისორ დევიდ იეიტსის მიერ. იგი არის „ჰარი პოტერის“[5] ფილმების სერიის პირველი დამატებითი ფილმი, ნაწილობრივ ეფუძნება ჯ. კ. როულინგის ამავე სახელწოდების წიგნს და გადაღებულია მწერლის სადებიუტო სცენარის მიხედვით და მისივე პროდიუსერობით.

ფილმში მთავარ როლს ასრულებს ედი რედმეინი, ხოლო მეორეხარისხოვან როლებში არიან კეთრინ უოტერსტონი, დენ ფოგლერი, ელისონ სუდოლი, ეზრა მილერი, სამანთა მორტონი, ჯონ ვოიტი, კარმენ ეჯოგო, რონ პერლმანი და კოლინ ფარელი. „ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი“ არის პირველი „ჯადოსნური ცხოველების“ ფილმების სერიაში და მეცხრე როულინგის ჯადოსნური სამყაროს სერიის ეკრანიზაციებში.

ფილმის პრემიერა გაიმართა ნიუ-იორკში 2016 წლის 10 ნოემბერს. მსოფლიო კინოგაქირავებაში იგი ჩაეშვა 2016 წლის 18 ნოემბერს, 3D, IMAX 4K Laser და სხვა ფორმატებში. კრიტიკოსებისგან და ძირითადი მაყურებლებისგან დადებითი შეფასებებით, „ჯადოსნური ცხოველების“ შემოსავალმა 814 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და 2016 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიის მერვე ადგილზე მოახვედრა. ფილმი ნომინირებული იყო BAFTA-ზე (სხვადასხვა ჯილდოს შორის – საუკეთესო ბრიტანული ფილმის კატეგორიაშიც) და გაიმარჯვა საუკეთესო დიზაინის ნომინაციაში. იგი აგრეთვე ნომინირებული იყო ორ ოსკარზე და გაიმარჯვა საუკეთესო კოსტიუმების დიზაინის კატეგორიაში, იქცა რა როულინგის ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ პირველ ფილმად, რომელსაც ეს ჯილდო მიენიჭა[6].

გაგრძელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fantastic Beasts and Where to Find Them (12A). British Board of Film Classification (28 October 2016). წაკითხვის თარიღი: 28 October 2016.
  2. Newman, Kim. Fantastic Beasts and Where to Find Them review: a fiddly start for J.K. Rowling's wizarding prequels. British Film Institute (18 November 2016). წაკითხვის თარიღი: 29 November 2016.
  3. Fantastic Beasts and Where To Find Them. British Council. წაკითხვის თარიღი: 1 December 2016.
  4. Fantastic Beasts and Where to Find Them (2016). წაკითხვის თარიღი: 19 April 2017.
  5. https://m.facebook.com/JKRowling/posts/441828229259132
  6. Dornbush, Jonathon. (26 February 2017) Oscars 2017: Fantastic Beasts Wins First Academy Award for Harry Potter Franchise en-US. წაკითხვის თარიღი: 27 February 2017