დამბლდორის არმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დამბლდორის არმია
პირველად ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი
წამყვანი პიროვნებები ჰარი პოტერი, ნევილ ლონგბოტომი
მიზანი ბნელი ხელოვნებისგან თავდაცვის დამოუკიდებლად შესწავლა
მტრები ლორდი ვოლდემორი, დოლორეს ამბრიჯი, სიკვდილის მხვრელები, მაგიის სამინისტრო

დამბლდორის არმია (ინგლ. Dumbledore's Army, შემოკლებით დ.ა.) — სტუდენტური ორგანიზაცია ჯოან როულინგის მიერ შექმნილი ჰარი პოტერის რომანების სერიიდან. მისი დამაარსებლები იყვნენ ჰარი პოტერი, რონ უისლი და ჰერმიონ გრეინჯერი. ორგანიზაციის მიზანი იყო ჰოგვორტსის ზედამხედველ დოლორეს ამბრიჯისგან ფარულად ბნელი ხელოვნების წინააღმდეგ დაცვის შესწავლა და ამბრიჯის რეჟიმისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნევილ ლონგბოტომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნევილ ლონგბოტომი (ინგლ. Neville Longbottom) იყო ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოსნობის სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე, გრიფინდორელი. მართალია, ნევილი ჰარის, ჰერმიონისა და რონის საუკეთესო მეგობარი არ ყოფილა, მაგრამ მაინც მეგობრობდნენ. ნევილის საყვარელი საგანი იყო ჰერბოლოგია. ის ამ საგანს გაჰყვა და გახდა ჰოგვორტსში ჰერბოლოგიის პროფესორი.

მისი საძულველი მასწავლებელი იყო სევერუს სნეიპი, ხოლო საძულველი საგანი - მისივე საგანი. სევერუსი მას ყოველთვის უადგილო შენიშვნებს აძლევდა. მართალია, ნევილს ამ საგანში ნიჭი არ ჰქონდა, მაგრამ სნეიპი მას კიდევ უფრო უფუჭებდა საქმეს. გაკვეთილების დროს ჰერმიონი მისი საუკეთესო დამხმარე იყო.

ნევილს ჰყავდა გომბეშო, რომელიც მუდმივად ეკარგებოდა. ლონგბოტომს ძალიან ცუდი მეხსიერება ახასიათებდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]