მგოსანი ბიდლის ზღაპრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მგოსანი ბიდლის ზღაპრები“

ავტორი ჯოან როულინგი
ილუსტრატორი ჯოან როულინგი
ქვეყანა დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
სერია ჰარი პოტერი
თემა ჯადოქრობა
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი Children's High Level Group
გამოცემის თარიღი 13 დეკემბერი 2007
(ხელნაკეთი ვერსია)
4 დეკემბერი 2008 (საჯარო ვერსია)
მთარგმნელი ნიკა სამუშია
ქართულად გამოიცა 2012
გვერდი ხელნაკეთი ვერსია: 157[1]
საჯარო ვერსია: 110
საკოლექციო ვერსია: 180
წინამორბედი Harry Potter prequel
მომდევნო ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია

მგოსანი ბიდლის ზღაპრები (ინგლ. The Tales of Beedle the Bard) — ზღაპრების წიგნი, რომელიც ჯოან როულინგის მიერ არის დაწერილი. იგი არის ჰარი პოტერის წიგნების სერიის დამატება. „მგოსანი ბიდლის ზღაპრები“ ფიგურირებს ამ სერიის უკანასკნელ რომანში, „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად წიგნი გამოიცა შვიდი ასლის სახით. ყოველი მათგანი იყო ხელნაწერი და ილუსტრირებული ჯოან როულინგის მიერ.[2] ერთ-ერთი გაიყიდა აუქციონზე 50.000 £-ად. Amazon.com-მა ის შეიძინა 1.95 მილიონ £-ად. აუქციონიდან შემოსული თანხა გადაირიცხა საქველმოქმედო ფონდში The Children's Voice.[3]

2008 წლის 4 დეკემბერს გამოიცა წიგნის საჯარო ვერსია. გაყიდვიდან შემოსული თანხები გადაირიცხა ფონდში Children's High Level Group.[4] მასში აღწერილია ჯადოსნური ამბები, რომლებსაც ალბუს დამბლდორის კომენტარები ახლავს. აქ არის შემდეგი ზღაპრები: „ჯადოქარი და ხტუნია ქოთანი“, „იღბლის შადრევანი“, „გრძნეულის ბანჯგვლიანი გული“, „ბაჭო-პრანჭო და მისი ხითხითა კუნძი“ და „სამი ძმის ამბავი“ (უკანასკნელი აგრეთვე მოთხრობილია ჰარი პოტერის სერიის მეშვიდე რომანში, „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „J. K. Rowling's The Tales of Beedle the Bard. Amazon.com.
  2. http://news.bbc.co.uk/1/hi/entertainment/7142656.stm
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-17. ციტირების თარიღი: 2007-12-17.
  4. http://www.bloomberg.com/apps/news?pid=20601088&sid=axYVlJO7LaAo&refer=muse