დეივიდ ჰეიმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დევიდ ჰეიმენი)
დეივიდ ჰეიმენი

ჰეიმენი 2009 წელს
დაბადების სახელი დეივიდ ჯონათან ჰეიმენი
დაბადების თარიღი 26 ივლისი, 1961 (1961-07-26) (62 წლის)
ლონდონი, ინგლისი
ეროვნება ინგლისელი
საქმიანობა კინოპროდიუსერი
მშობლები მამა: ჯონ ჰეიმენი
დედა: ნორმა ჰეიმენი

დეივიდ ჯონათან ჰეიმენი (ინგლ. David Jonathan Heyman; დ. 26 ივლისი, 1961, ლონდონი) — ინგლისელი კინოპროდიუსერი, Heyday Films-ის დამაარსებელი.

დაიბადა 1961 წლის 26 ივლისს, ლონდონში. დეივიდის მამა, ჯონ ჰეიმენი იყო პროდისერი, ხოლო დედა, ნორმა ჰეიმენი - მსახიობი და ფილმების „სახიფათო კავშირები“ და „მისის ჰენდერსონი წარმოგიდგენთ“ პროდიუსერი.[1][2][3] 1983 წელს დეივიდმა დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი. სამი წლის შემდეგ დაიწყო მუშაობა რეჟისორ დეივიდ ლინის ასისტენტად. იმავე წელს გახდა Warner Bros.-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1980-იანების მიწურულს დაიკავა United Artists-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.

1999 წელს მოიპოვა საავტორო უფლებები „ჰარი პოტერის“ ფილმების სერიის შექმნაზე. მან მონაწილეობა მიიღო რვავე ფილმის წარმოებაში და იქცა გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად. ჰეიმენის ფილმოგრაფია მოიცავს ისეთ განთქმულ პროექტებს როგორებიცაა: „ჰარი პოტერის“ სერია, „მე ვარ ლეგენდა“, „ყოველთვის თქვი დიახ“, „გრავიტაცია“, „ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი“ და სხვები. 2013 წელს ნომინირებული იქნა ოსკარზე და გადაეცა BAFTA-ს ჯილდო.

ჰეიმენი ცხოვრობს ლონდონში. დაქორწინებულია და ჰყავს ერთი შვილი.[4][5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MacNab, Geoffrey (2011-07-02). „David Heyman: Man behind the magic“. The Independent. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-08. ციტირების თარიღი: 2012-10-29.
  2. If You Missed the Book, Try the Movies; John Heyman Is Filming the Bible – Vol. 13 No. 10 (10 მარტი, 1980). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-15. ციტირების თარიღი: 2018-01-16.
  3. Norma Heyman.
  4. "David Heyman: Man behind the magic" დაარქივებული 2019-12-08 საიტზე Wayback Machine. . The Independent. წაკითხვის თარიღი 16 იანვარი, 2014
  5. „<h3>Grand Simplicity</h3&gt“. The New York Times . 15 თებერვალი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)