სიკვდილის მხვრელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიკვდილის მხვრელები

ლუციუს მალფოი, ლორდი ვოლდემორი, ბელატრისა ლესტრეინჯი და ნიღბიანი მხვრელები
პირველად ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი
ადგილმდებარეობა რიდლებისა და მალფოების სახლები
წამყვანი პიროვნებები ლორდი ვოლდემორი
მიზანი სისხლის სიწმინდის შენარჩუნება, მაგიური სამყაროს კონტროლი, ჯადოქართა სკოლის კონტროლი, ჯადოქართა მაგლებზე დომინირება, ჰარი პოტერის დაჭერა
მტრები ჰარი პოტერი, ფენიქსის ორდენი, დამბლდორის არმია, მაგიის სამინისტრო, მაგლები, მაგლებად დაბადებულნი

სიკვდილის მხვრელები — ჯადოქრების ჯგუფი, რომელთაც მართავს ბნელი მბრძანებელი ლორდი ვოლდემორი, ჰარი პოტერის რომანების სერიის მთავარი უარყოფითი გმირი.

სიკვდილის მხვრელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგულუს ბლეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგულუს ბლეკი დაიბადა 1961 წელს ბრიტანეთში. 1972 წელს დაიწყო სწავლა ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში და მოხვდა სლიზერინის კლუბში, ისევე როგორც მთელი მისი საგვარეულო, გარდა უფროსი ძმის - სირიუსისა. იგი თამაშობდა სლიზერინის ქვიდიჩის გუნდში სიკერის პოზიციაზე. ამასთან, ის იყო პროფესორი სლაგჰორნის კლუბის წევრი. რეგულუსს პატარა ასაკიდანვე ჰქონდა ამბიცია, გამხდარიყო სიკვდილის მხვრელი და 16 წლის ასაკში შეუერთდა კიდეც მათ რიგებს.

ერთ დღეს, 1979 წელს, ვოლდემორმა ითხოვა ბლეკების ოჯახის ელფი, კრიჩერი. რეგულუსმა უბრძანა ელფს, გაყოლოდა ვოლდემორს. ვოლდემორმა კრეჩერს შეამოწმებინა მისი ერთ-ერთი ჰორკრუქსის ირგვლივ არსებული დაცვის საიმედოობა, შემდეგ კი სიკვდილის პირას მყოფი მიატოვა. ელფმა დაბრუნება მოახერხა. სავარაუდოდ, ამ მიზეზით რეგულუს ბლეკი ვოლდემორს განუდგა და გადაწყვიტა, კრეჩერთან ერთად გაენადგურებინა ჰორკრუქსი. მან ჰორკრუქსი მოიპოვა და მის ნაცვლად იმ ადგილას დატოვა წერილი ვოლდემორისთვის, კრეჩერს კი უბრძანა, გაენადგურებინა ჰორკრუქსი, მაგრამ ოჯახის წევრებისთვის არ გაემხილა მომხდარი. ელფი დაბრუნდა, რეგულუსმა კი ვოლდემორის დატოვებულ ინფერიუსებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დაიღუპა. ამ დროს ის 18 წლის იყო.

ვოლდემორისთვის დატოვებული წერილის შინაარსი ასეთი იყო:

ვიკიციტატა
„ბნელ ბატონს - როცა ამ წერილს წაიკითხავ, დიდი ხნის მკვდარი ვიქნები. მინდა იცოდე, რომ მე შენი საიდუმლო აღმოვაჩინე. ნამდვილი ჰორკრუქსი მოვიპარე და მას პირველი შესაძლებლობისთანავე გავანადგურებ. სიკვდილს თვალებში ვუყურებ იმ იმედით, რომ როდესაც შენს თანასწორს შეხვდები, კვლავ მოკვდავი იქნები".“

კორბენ იექსლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორბენ იექსლი სიუჟეტის მიხედვით არის ერთ-ერთი სიკვდილის მხვრელი, რომელიც ესწრებოდა დამბლდორის მკვლელობას. იგი წარმოადგენს ვოლდემორის საყრდენს მაგიის სამინისტროში. წიგნში ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები იგი ეკამათება სევერუს სნეიპს იმის შესახებ, თუ როდის გადაიყვანენ უსაფრთხო ადგილზე ჰარი პოტერს. მისგან ასევე ცნობილი ხდება, რომ პიუს თიკნესს იმპერიუს შელოცვა ადევს.

იექსლი ეხმარება დოლორეს ამბრიჯს მაგლებად დაბადებულთა გამოვლენაში. იგი ასევე მონაწილეობს ჰოგვორტსის ბრძოლაში, სადაც მას კლავენ ლი ჯორდანი და ჯორჯ უისლი.

ფილმში მის როლს ასრულებს მსახიობი პიტერ მალენი.

ბელატრისა ლესტრეინჯი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელატრისა ლესტრეინჯი ცნობილია იმით, რომ იგი სიკვდილის მხვრელი და ვოლდემორის მიმდევარია. ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენში ვკითხულობთ, რომ მან მოკლა ჰარის ნათლია სირიუს ბლექი, წყევლით — ავადა კედავრა. მეშვიდე ნაწილში მან ჰერმიონ გრეინჯერი აწამა, რადგან ეგონა რომ სიმართლეს უმალავდა გრინგოტსისა და გრიფინდორის ხმლის შესახებ.

ვოლდემორის გაუჩინარებისას ბელატრისა დაიჭირეს და აზკაბანის ციხეში ჩასვეს. 14 წლის შემდეგ, ვოლდემორის აღზევებისას ის და მისი თანამზრახველი სიკვდილის მხვრელები აზკაბანიდან გაქცევას ახერხებენ, ვოლდემორის დახმარებით. ბელატრისა ამაყობს იმით, რომ იგი ვოლდემორის მსახურია და თავს მის რჩეულად თვლის. აგრეთვე ცნობილია ის, რომ ბელატრისა დრაკო მალფოის დეიდაა, ნარცისა მალფოის და. ცხოვრობს მალფოების სახლში სადაც ვოლდემორის შტაბია განთავსებული.

ვოლდემორის დაბრუნებისას, ჰოგვორტსში მოხდა ბრძოლა ბნელი მბრძანებლის მომხმრეებსა და სკოლის პერსონალსა და სტუდენტებს შორის. წიგნის მიხედვით, ბელატრისა კლავს რონ უისლის ძმას, ფრედს. რის გამოც რონის დედა მას სასიკვდილო დუელში იწვევს, რომელსაც უგებს და ბელატრისა სახეზე მიყინული ღიმილით იღუპება.

სევერუს სნეიპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიტერ პეტიგრიუ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიტერ პეტიგრიუს ჰყავდა სამი საუკეთესო მეგობარი - ჯეიმზ პოტერი, რემუს ლუპინი და სირიუს ბლეკი. როდესაც ვოლდემორმა შეიტყო წინასწარმეტყველების შესახებ და გადაწყვიტა ჰარის მოკვლა, ლილიმ და ჯეიმზმა მესაიდუმლედ დანიშნეს პეტიგრიუ, რადგან თვლიდნენ, რომ ვოლდემორი მასზე ეჭვს არ მიიტანდა. მაგრამ პიტერმა ვერ გაუძლო ბნელი მბრძანებლის ზეწოლას და მეგობრების ადგილსამყოფელი გასცა. შემდეგ მან დახოცა ცამეტი მაგლი და ეს ყველაფერი სირიუს ბლეკს დააბრალა. შემდეგ გადაუქცა ანიმაგუსად და მთელი ცამეტი წელი უისლების ოჯახში ცხოვრობდა, როგორც ვირთხა სკაბერზი. როდესაც შეიტყო, რომ ვოლდემორს შეეძლო ძალების აღდგენა, გაიქცა ბატონის საძებნელად და თავის აღდგენაშიც დაეხმარა - ერთ-ერთი ინგრედიენტი მისი ხელი იყო. ამ თავგანწირვის გამო ვოლდემორმა იგი ვერცხლის ხელით დაასაჩუქარა, რომელიც დაწყევლილი იყო. შემდგომში, რომანში „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“ მას ეძლევა შანსი, ჰარი მოკლას, მაგრამ ეს შეძლო, ამიტომ ხელმა პიტერი მოახრჩო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]