ქვიდიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვიდიჩის მოედანი

ქვიდიჩიჯადოქრული სპორტის ერთ-ერთი სახეობა ჯოან როულინგის ნაწარმოებებში.

ქვიდიჩს თამაშობენ მფრინავი ცოცხების საშუალებით. ქვიდიჩის გუნდში არის შვდი მოთამაშე და ოთხი ბურთი: ქუაფლი, ორი ბლაჯერი და სნიჩი. ქუაფლი დაახლოებით ფეხბურთის ბურთის ზომის წითელი ბურთია, რომლითაც მოთამაშეებს გოლები გააქვთ კარში (კარები არის სამი გოლპოსტი - დაახლოებით 50 ფუტის სიგრძის სვეტი, რომელსაც თავზე რგოლი არვს დამაგრებული.). თითო გოლი ათი ქულაა. ბლაჯერი ქუაფლზე ოდნავ პატარა, შავი, მძიმე და ძნელად დასამორჩილებელი ბურთია, რომელიც მოთამაშეებს თავს ესხმის და მათი ცოცხიდან ჩამოგდებას ცდილობს. სნიჩი მოზრდილი კაკლის ტოლა ოქროს ბურთია, რომელსაც ვერცხლის ფრთები აქვს, იგი ძალიან სწრაფია, ძნელად დასაჭერი და მას გადამწყვეტი როლი უკავია თამაშში. გუნდში შვიდი მოთამაშეა: სამი ჩეიზერი, რომლებიც ქუაფილის კარში გატანას ცდილობენ. მეკარე კარს იცავს. ორი ბიტერი კი მოთამაშეებს ბლაჯერების თავდასმისგან. მათ უკავიათ მაგარი ჩოგნები, რისი საშუალებითაც ბლაჯერებს მიმართულებას უცვლიან და მათ მოწინააღმდეგეებისკენ გზავნიან. სიკერი სნიჩს დასდევს. მისი დაჭერისას თამაში მთავრდება და გამარჯვებული სიკერის გუნდისთვის 150 ქულა მოაქვს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: