ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი (მრავალმნიშვნელოვანი).
ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი
რეჟისორი დევიდ იეიტსი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი სტივ კლოვესი
ეფუძნება ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი
- ჯოან როულინგი
როლებში დენიელ რედკლიფი
რუპერტ გრინტი
ემა უოტსონი
კომპოზიტორი ნიკოლას ჰუპერი
ოპერატორი ბრუნო დელბონელი
მონტაჟი მარკ დეი
სტუდია Heyday Films
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 6 ივლისი 2009 (2009-07-06) (ტოკიოს პრემიერა)
  • 7 ივლისი 2009 (2009-07-07) (ტორონტოს პრემიერა)
  • 15 ივლისი 2009 (2009-07-15) (გაერთიანებული სამეფო)
  • 15 ივლისი 2009 (2009-07-15) (აშშ)
ხანგრძლივობა 153 წთ.[1]
ქვეყანა
  • გაერთიანებული სამეფო
  • აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 250 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 934,416,487 აშშ დოლარი[3]

ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი (ინგლ. Harry Potter and the Half-Blood Prince) — მეექვსე ფილმი ჰარი პოტერის თავგადასავლების შესახებ, რომელიც გამოვიდა 2009 წლის 15 ივლისს. იგი ეფუძნება ჯოან როულინგის ამავე სახელწოდების რომანს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგიის სამინისტრო მარცხდება ვოლდემორთან ბრძოლაში. მეორე ომში იღუპება უამრავი მაგლი, ადგილი აქვს ბევრ კატასტროფას, რომელთა მიზეზი უცნობია. ფენიქსის ორდენი სიკვდილის მხვრელებთან ბრძოლისას საუკეთესო ჯადოქრებს კარგავს. ჰარი პოტერს, ჰერმიონ გრეინჯერს და რონ უისლის ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებს აქვს ადგილი, განსაკუთრებით ეს ეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, მაგრამ საშიშროება აშკარაა და ჰოგვორტსის სკოლა დაუცველი ხდება. ჰარი შეიტყობს ვოლდემორის ყველაზე მთავარ საიდუმლოს და გამარჯვებისთვის საჭირო ხდება ყველაზე დიდი მსხვერპლის გაღება.

როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განსხვავებები წიგნისგან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი მნიშვნელოვნად განსხვავდება წიგნისგან. წიგნი იწყება მაგლების (ინგლისის) პრემიერ-მინისტრთან მაგიის მინისტრის ვიზიტით, ხოლო ფილმი - კაფეს სცენებით, საიდანაც ჰარი დაინახავს ალბუს დამბლდორს. რეჟისორი დევიდ იეიტსი და მისი გუნდი კამათობდნენ წიგნის შესავლის შესახებ. იეიტსი ფიქრობდა, რომ ხიდის დანგრევის სცენების პირდაპირი ჩვენება, ვიდრე ამ ფაქტის შესახებ მინისტრთან საუბარი, უფრო ეფექტიანი იქნებოდა. ისევე, როგორც ფილმის ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი შემთხვევაში, დერსლების ოჯახის სცენები ამოღებული იქნა. ტომ რედლის ცხოვრების დეტალების ნაწილი ასევე იქნა ამოღებული. დამატებითი სცენა უისლების სახლში დამატებულია ფილმის შემქმნელთა ინიციატივით, ფრენჩაიზის ტონის შენარჩუნების მიზნით. ბრძოლის სცენა ჰოგვორტსში შემოკლებული იქნა, ვინაიდან პროდიუსერების აზრით, იგი მოსაწყენი იქნებოდა - მეშვიდე წიგნში აღწერილი ბრძოლის გამო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dargis, Manohla. “Movie Review-Harry Potter and the Half-Blood Prince“, The New York Times, 15 July 2009. წაკითხვის თარიღი: 15 July 2009. 
  2. Half-Blood Prince Production Budget“, Los Angeles Times, 22 June 2009. წაკითხვის თარიღი: 23 June 2009. 
  3. Harry Potter and the Half-Blood Prince (2009). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 5 May 2010.