ჭიკაანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ჭიკაანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყვარლის მუნიციპალიტეტი
თემი ჭიკაანი
კოორდინატები 41°52′46″ ჩ. გ. 45°55′07″ ა. გ. / 41.87944° ჩ. გ. 45.91861° ა. გ. / 41.87944; 45.91861
ცენტრის სიმაღლე 300
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1928[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,5 %
ოსები 1,2 %
ხუნძები 0,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჭიკაანი — საქართველო
ჭიკაანი
ჭიკაანი — კახეთის მხარე
ჭიკაანი

ჭიკაანისოფელი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე. თემის ცენტრი (სოფლები: ზინობიანი, ჩანტლისყურე). ზღვის დონიდან 300 მეტრი, ყვარლიდან 16 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს სოფელ ახალსოფლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ალაზნის ვაკეზე. წერილობით წყაროებში იხსენიება XVIII საუკუნის 70-იან წლებიდან. ჭიკაანი, გავაზთან ერთად, კახეთის უკიდურეს აღმოსავლეთ სასაზღვრო ხაზს წარმოადგენდა. ქართლისა და კახეთის შიდა სოფლებისაგან განსხვავებით, იგი დაუცველი სოფელი იყო, რაიმე სათავდაცვო ნაგებობა მას არ ჰქონია. ჭიკაანს ხშირად ესხმოდნენ თავს ლეკები. თავის მხრივ, ჭიკაანლებიც აწყობდნენ თავდასხმებს ჭარელ ლეკებზე. სოფელში მისდევენ მევენახეობას.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1928 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 2303 1111 1192
2014[1] 1928 962 966

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II