ზინობიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზინობიანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყვარლის მუნიციპალიტეტი
თემი ჭიკაანი
კოორდინატები 41°53′49″ ჩ. გ. 45°55′59″ ა. გ. / 41.89694° ჩ. გ. 45.93306° ა. გ. / 41.89694; 45.93306
ცენტრის სიმაღლე 340
მოსახლეობა 337[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 49,0 %
უდიები 48,7 %
რუსები 1,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზინობიანი — საქართველო
ზინობიანი
ზინობიანი — კახეთის მხარე
ზინობიანი

ზინობიანი (ყოფ. ოქტომბერი) — სოფელი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში (ჭიკაანის თემი), ალაზნის ვაკეზე. მდინარე ავანისხევის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 340 მეტრი, ყვარლიდან 12 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1938 წლის 16 ნოემბერს ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანს ეწოდა სახელი „ოქტომბერი“[2]. სოფელს ძველი სახელი „ზინობიანი“ დაუბრუნდა 2010 წლის 16 ნოემბერს[3].

უდიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ზინობიანი საქართველოში მცხოვრები უდიების განსახლების მთავარი ადგილია. უდიები კავკასიელი ალბანელების შთამომავლებად მიიჩნევიან. საქართველოში უდიები 1920-იან წლებში გადმოსახლდნენ. მათ ემიგრაციას ზინობ სილიკაშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ აქედან მოდის სოფელ ზინობიანის სახელი. 1937 წელს საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეპრესიების დროს სილიკაშვილი დააპატიმრეს და სოფელს „ოქტომბერი“ დაერქვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, ადგილობრივების მოთხოვნით, სოფელს თავდაპირველი სახელი დაუბრუნდა.[4]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 337 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[5] 412 204 208
2014[1] 337 180 157

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]