წინადადების ტოპოლოგიური მოდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტოპოლოგიური მოდელიგერმანისტიკულ ენათმეცნიერებაში წინადადებაში სიტყვების თანმიმდევრული განლაგების ერთგვარი მოდელი, რომლის მიხედვითაც გერმანული წინადადება ტიპისდა მიხედვით (თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი...) რამდენიმე ველად (ბერძ. τόπος) დაიყოფა, და რომელიც გარკვეული წესის მიხედვით შეიძლება შეივსოს მხოლოდ სათანადო გრამატიკული კატეგორიის სიტყვებით.

წინადადების ტოპოლოგიური მოდელი წარმოადგენს გერმანისტიკულ ენათმეცნიერებაში წინადადების აღწერის მეტად გავრცელებულ მეთოდს.

ტერმინით ტოპოლოგიური მოდელი აღნიშნავენ გრაფიკულად გამოსახვად ბადეს, რომელშიც სხვადასხვაგვარი წინადადებები ენაში თავიანთი ვლენის სახეთა მიხედვით სისტემატურად განლაგდებიან და კლასიფიცირებულ სახეს იღებენ.

გარდა გერმანულისა, ტოპოლოგიური მოდელი სკანდინავიური ენების წინადადებების აღსაწერადაც არის მიღებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]