ბრძანებითი წინადადება
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ბრძანებითი წინადადება}} |
ბრძანებითი წინადადება — წინადადების ერთ-ერთი სახე, რომელიც მოითხოვს მთქმელის ნება–სურვილის შესრულებას. ბრძანებითი წინადადება შინაარსისა და წარმოთქმის მიხედვით მრავალფეროვანია. იგი გარდა საკუთრივ ბრძანებისა შეიძლება გამოხატავდეს მოწოდებას, თხოვნას, დალოცვას, წყევლას, გაფრთხილებას, გამხნევებას, მიწვევა-მიპატიჟებას, რჩევა–დარიგებას, აკრძალვას.. იგი ძირითადად ორგვარია: წართქმითი და აკრძალვითი.
ბრძანებითი წინადადება აკრძალვითია, თუ წინადადებაში არის უარყოფითი ნაწილაკები ნუ ან არ, ცალკე ან ამ ნაწილაკის შემცველი სიტყვები: ნუღარ, ნურსად, ნურვინ, არსად, არვინ და სხვ. აკრძალვითი ბრძანებითი წინადადება ორგვარია: ნუ ნაწილაკიანი და არ ნაწილაკიანი.
ბრძანებითი წინადადების ბოლოს ძახილის ნიშანი დაისმის.
|