პეტერ აიზენბერგი
პეტერ აიზენბერგი (გერმ. Peter Eisenberg), (დ. 1940 წლის 18 მაისს შტრაუსბერგში) — გერმანელი ენათმეცნიერი და ემერიტუს-პროფესორი. 2005 წლამდე პოტსდამის უნივერსიტეტის თანადროულობის გერმანული ენის პროფესორი. პროფესორ პ. აიზენბერგის სამეცნიერო კვლევის სფეროა გერმანული ენის გრამატიკა.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პეტერ აიზენბერგი სიმწიფის ატესტატის მოპოვების შემდეგ, 1963 წელს შედის დასავლეთ ბერლინის მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში მუსიკის შესასწავლად, რომელსაც იგი 1968 წელს წარმატებით ასრულებს ტონმაისტერის კვალიფიკაციით. მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად პეტერ აიზენბერგი ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობს, რომელსაც იგი 1969 წელს ასევე წარმატებით ამთავრებს ახალი ამბების ტექნიკისა და ინფორმატიკის განხრით. ამის შემდეგ იგი შეუდგა ენათმეცნიერებისა და გერმანისტიკის შესწავლას. 1970/71 წლებში მან ორი სემესტრი გაატარა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში.
1975 წელს აიზენბერგი დისერტაციას იცავს თემაზე "ზედაპირის სტრუქტურა და ლოგიკური სტრუქტურა", რის შემდეგაც იგი მუშაობას იწყებს ჰანოვერში, სადაც 1977 წელს ასევე დისერტაციას იცავს.
1980 წელს პეტერ აიზენბერგს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში გერმანული ფილოლოგიის პროფესორი ხდება. მოგვიანებით 1992/93 წწ. მას ასევე პროფესურა მიანდეს ჰანოვერის უნივერსიტეტში. 1993 წლიდან პროფ. აიზენბერგი პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორია.
პეტერ აიზენბერგი 1990-დან 1992 წლამდე თავმჯდომარეობდა ენათმეცნიერების გერმანულ საზოგადოებას (შემოკლებით DGfS), ხოლო 1998 წელს კი პეტერ აიზენბერგი გერმანული აკადემიის წევრადაც აირჩიეს.
პროფ. პეტერ აიზენბერგი იმყოფებოდა პეკინში (1988/89, 2000), კაიროში (1995), თბილისში (1997), პარიზსა (1998) და თეირანში (2000), ხოლო ემერიტირების შემდეგ კი 2005 წელს იგი ასევე ბანგკოგში (2006) მიწვევით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ehrendoktorwürde der Universität Bamberg für Prof. Dr. Peter Eisenberg. Pressemeldung der Universität Potsdam, Nr. 079/07 vom 27. April 2007 – online დაარქივებული 2016-04-14 საიტზე Wayback Machine.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროფ. პეტერ აიზენბერგის ვებგვერდი პოტსდამის უნივერსიტეტის საიტზე დაარქივებული 2014-12-08 საიტზე Wayback Machine.
პუბლიკაციები (რჩეული)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- mit Hartmut Haberland: Das gegenwärtige Interesse an der Linguistik. წიგნში: Das Argument 72:1972, გვ. 326–349.
- Oberflächenstruktur und logische Struktur. Untersuchungen zur Syntax und Semantik des deutschen Prädikatadjektivs. Niemeyer, Tübingen 1976. ISBN 3-484-10251-9 (დისერტაცია).
- (გამომც.) Maschinelle Sprachanalyse. de Gruyter, Berlin, New York 1976, ISBN 3-11-005722-0.
- (გამომც.) Semantik und künstliche Intelligenz. de Gruyter, Berlin, New York 1977, ISBN 3-11-005721-2.
- Grundriß der deutschen Grammatik. Metzler, Stuttgart 1986 (3. überarbeitete Auflage 1994), ISBN 3-476-00582-8. Neuausgabe in zwei Bänden 1998/1999 (4. aktualisierte und überarbeitete Auflage 2013), ISBN 978-3-476-02425-1 და ISBN 978-3-476-02424-4.
- (გამომც. ჰარტმუტ გიუნთერთან (Hartmut Günther) ერთად) Schriftsystem und Orthographie. Niemeyer, Tübingen 1989, ISBN 3-484-31097-9.
- (გამომც.) Silbenphonologie des Deutschen. Narr, Tübingen 1992, ISBN 3-8233-4743-8.
- Der Duden. ტომი 4-ე: Grammatik der deutschen Gegenwartssprache. 6. Auflage (Neubearbeitung). Dudenverlag, Mannheim/Leipzig/Wien/Zürich 1998, ISBN 3-411-04046-7. In der völlig neu erarbeiteten 7. Auflage, ebd. 2006 übernimmt er das Kapitel Phonem und Graphem გვერდები 1-94.
- (გამომც.) Niemand hat das letzte Wort. Sprache, Schrift, Orthographie. Wallstein, Göttingen 2006, 121 S., ISBN 978-3-8353-0059-0 (Valerio, Heftreihe der Deutschen Akademie für Sprache und Dichtung, ტომი 3-ე, 2006).
- (თანამშრომლობით) Der Duden. ტომი 9-ე: Richtiges und gutes Deutsch. Wörterbuch der sprachlichen Zweifelsfälle. 6. Auflage (Neubearbeitung). Dudenverlag, Mannheim, Leipzig, Wien, Zürich 2007, ISBN 978-3-411-04096-4* Mitherausgeber der 7. Auflage (Neubearbeitung). Dudenverlag, Mannheim/Leipzig/Wien/Zürich 2011.
- Wahrig: Grundregeln der deutschen Rechtschreibung. Die deutsche Orthografie auf einen Blick. Wissen-Media-Verlag, Gütersloh/München 2007, ISBN 978-3-577-07568-8. Zweite Auflage unter dem Titel Wahrig: Rechtschreibung auf einen Blick. Grundregeln der deutschen Orthografie. იქვე. 2013 (sehr gelungener Versuch, die amtlichen Regeln mit plausiblen Begründungen zu versehen).
- Das Fremdwort im Deutschen. de Gruyter, Berlin 2011, ISBN 978-3-11-023564-7; E-Book, ISBN 978-3-11-023565-4.
- სამეცნიერო ჟურნალების თანაგამომცემელი:
- Germanistische Linguistik (ჰილდესჰაიმი) und
- Praxis Deutsch (ველბერი)
- წიგნების სერიების თანაგამომცემელი:
- Studien zur deutschen Grammatik (ტიუბინგენი)
- Konzepte der Sprach- und Literaturwissenschaft (ტიუბინგენი)
- Monographien Germanistische Linguistik (ჰილდესჰაიმი)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ehrendoktorwürde der Universität Bamberg für Prof. Dr. Peter Eisenberg [ბიოგრაფიითურთ]. Pressemeldung der Universität Potsdam, Nr. 079/07 vom 27. April 2007 – online დაარქივებული 2016-04-14 საიტზე Wayback Machine.