ძიაოწუო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საოლქო დონის ქალაქი
ძიაოწუო
焦作市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ხენანი
შიდა დაყოფა Q13783876?, Zhongzhan District, Macun District, Shanyang District, Xiuwu County, Bo'ai County, Wuzhi County, Wen County, Qinyang და Mengzhou
კოორდინატები 35°12′57″ ჩ. გ. 113°14′31″ ა. გ. / 35.21583° ჩ. გ. 113.24194° ა. გ. / 35.21583; 113.24194
ფართობი 4000,9 კმ²
ცენტრის სიმაღლე 139 მეტრი
მოსახლეობა 3 590 700[1] კაცი (2018)
სიმჭიდროვე 897 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 0391
საფოსტო ინდექსი 454150
საავტომობილო კოდი 豫H
ოფიციალური საიტი jiaozuo.gov.cn
ძიაოწუო — ჩინეთი
ძიაოწუო

ძიაოწუო (ჩინ.: 焦作, ფინინი: Jiāozuò [tɕjáu.tswô]; საფოსტო: Tsiaotso) — საოლქო დონის ქალაქი ხენანის პროვინციის ჩრდოლო-დასავლეთ ნაწილში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ის მდებარეობს ხუანხეს (ყვითელი მდინარე) ჩრდილოეთ სანაპიროზე. ქალაქს ესაზღვრება პროვინციის დედაქალაქი, ჭენჭოუ სამხრეთით, სინსიანი აღმოსავლეთით, ძიიუანი დასავლეთით, ლოიანი მსახრეთ-დასავლეთით და შანსის პროვინცია ჩრდილოეთით. ძიაოწუო ერთ-ერთი უმთავრესი ქალაქია ცენტრალური დაბლობების ურბანულ აგლომერაციაში და ის ასევე არის რეგიონული ცენტრი შანსისა და ხენანის სასაზღვრო ზოლზე.[2]

ქალაქის მოსახლეობამ 2018 წელს 3 590 700 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 1 424 500 ადამიანი 4 ურბანულ რაიონში: ძიეფანგში, შანიანგში, ჭონგჭანსა და მაცუნში, ასევე პოაის ოლქში ცხოვრობს.[1]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საოლქო დონის ქალაქი 4 რაიონად, 2 სამაზრო ქალაქად და 4 მაზრად იყოფა.

  • ძიეფანგის რაიონი (ჩინ.: 解放区)
  • შანიანგის რაიონი (ჩინ.: 山阳区)
  • ჭონგჭანის რაიონი (ჩინ.: 中站区)
  • მაცუნის რაიონი (ჩინ.: 马村区)
  • ცინგიანის ქალაქი (ჩინ.: 沁阳市)
  • მენჭოუს ქალაქი (ჩინ.: 孟州市)
  • სიუვუს მაზრა (ჩინ.: 修武县)
  • უჭის მაზრა (ჩინ.: 武陟县)
  • ვენის მაზრა (ჩინ.: 温县)
  • პოაის მაზრა (ჩინ.: 博爱县)
რუკა

ძიეფანგი
ჭონგჭანი
მაცუნი
შანიანგი
სიუვუ
პოაი
უჭი
ვენი
ცინიანგი
მენგჭოუ

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძიაოწუო მდებარეობს ხუანხეს (ყვითელი მდინარე) მიმდებარედ, თაიხანგის მთის სამხრეთით.

ძიაოწუოს საოლქო დონის ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში თაიხანგის მთების სამხრეთი მთისწინეთია, სადაც დაახლოებით 1300 კვადრატული კილომეტრის ფართობის ხრეშიანი ნიადაგია. ამ ტერიტორიის გეოლოგია სტაბილურია. ძიაოწუოში არსებობს მაღაროები, წყლის რესურსები, სატრანსპორტო არტერიები, ქალაქები და მცირე ზომის დასახლებები. ნიადაგი იმდენად გამძლეა, რომ შესაძლებელია მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა.

შანიანგის რაიონში მდებარეობს ფენგშანგჭენის მთა, რომელიც ადგილობრივთათვის მნიშვნელოვანი რეკრეაციული ადგილია. მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილებია: იუნთაის მთა, ცინგ თიანის მდინარე, ცინგ ლონგის კონცხი, შენ ნონგის მთა, ფენგ ლინგის კონცხი. მთა იუნთაიზე არსებობს ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 214 მეტრს შეადგენს და რამდენიმე მცირე ზომის კასკადს მოიცავს.

2004 წლის 13 თებერვალს იუნთაის მთა იუნესკოს გლობალური გეოპარკების სიაში შევიდა (ამით ის მსოფლიოში მეხუთე, ჩინეთში კი მესამე გახდა).

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძიაოწუოსათვის დამახასიათებელია ნახევრად უდაბნოს ჰავა (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია BSk). ქალაქში ოთხი მკვეთრად გამოყოფილი სეზონია. ტაიხანგის მთების არსებობის ქამო, ძიაოწუოს ცენტრალურ ნაწილში ტემპერატურა შედარებით მაღალია ვიდრე მეზობელ სინსიანგსა და ჭენგჭოუშია. ზამთარი გრილი და ძირითადად მშრალია. ზაფხული ცხელი და წელიწადის ამ პერიოდში ხშირად წვიმს. თვის საშუალო ტემპერატურა 1.3 °C-დან (იანვარი) 27.7 °C-მდე (ივლისი) იზრდება. ნალექების საშუალო რაოდენობა წლიურად 552 მილიმეტრს შეადგენს.

ჰავის მონაცემები — ძიაოწუო (1981–2010)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 6.0 9.5 15.1 22.4 27.8 32.3 32.1 30.8 27.2 22.0 14.4 8.0 20.6
საშუალო დღიური °C 1.3 4.6 9.8 16.9 22.3 26.8 27.7 26.5 22.2 16.6 9.3 3.3 15.6
საშუალო დაბალი °C −2.7 0.3 5.0 11.5 16.8 21.4 23.7 22.7 17.7 11.7 4.7 −0.7 11.0
საშუალო ნალექი (მმ) 7.5 10.6 22.3 23.6 50.4 65.1 137.4 112.6 60.8 34.0 20.1 7.2 551.6
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 55 55 55 56 59 59 74 76 71 64 60 56 62
წყარო: China Meteorological Administration[3]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძიაოწუო ცნობილია ღუმელებისა და მანქანათმშენებლობის ინდუსტრიებით.

2017 წელს ქალაქის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 234,28 მილიარდი ჩინური იუანი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 7,4 %-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 65 936 იუანს შეადგენს.[4]

ტრანსპორტირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძიაოწუო ძიაოწუოსა და ლიოუჭოუს დამაკავშირებელი რკინიგზის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე წერტილია. ის ასევე არის თაიიუენისა და ძოაიწუოს მარშრუტის ყველაზე სამხრეთით არსებული ტერმინალი. რკინიგზის საშუალებით ქალაქი დაკავშირებულია მახლობელ დასახლებულ პუნქტებთან: ამავე პროვინციაში (ხენანი) მდებარე ლოიანთან, სინსიანგთან, ნანიანგთან, და შანსის პროვინციაში მდებარე ძინჩენგთან.

კოლეჯები და უნივერსიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხენნანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი,[5] რომელსაც დაახლოებით 100 წლიანი ისტორია აქვს ჩინეთის ტერიტორიაზე პირველი უნივერსიტეტია მომპოვებელი საწარმოების შესახებ. წარსულში ის ცნობილი იყო, როგორც ძიაოწუოს ნახშირის მომპოვებელი უნივერსიტეტი. ის თავდაპირველად, 1909 წელს ბრიტანული სინდიკატის მიერ დაარსდა. მისი სახელი მრავალჯერ შეიცვალა: ფუჭონგის ნახშირის მოპოვების უნივერსიტეტი, ძიაოწუოს ტექნოლოგიის კერძო ინსტიტუტი, ჩრდილო-დასავლეთის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, ძიაოწუოს ტექნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი, ძიაოწუოს მომპოვებელი ინსტიტუტი და ძიაოწუოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი. 2004 წლიდან დაწესებულება ფუნქციონირებს როგორც ხენანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 China: Hénán (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map.
  2. zh:焦作市城市总体规划(2011~2020年)获国务院批准_河南要闻_河南省人民政府门户网站. Henan People's Government.
  3. zh:中国气象数据网 - WeatherBk Data zh-cn. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2020-04-13
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-16. ციტირების თარიღი: 2021-11-13.
  5. zh:河南理工大学. Henan Polytechnic University.