ლიოუჭოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საოლქო დონის ქალაქი
ლიოუჭოუ
柳州市
Liuzhou collage.png
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ავტონომიური რეგიონი გუანსი-ჯუანი
შიდა დაყოფა Chengzhong District, Liuzhou, Yufeng District, Liunan District, Liubei District, Liujiang District, Liucheng County, Luzhai County, Rong'an County, Rongshui Miao Autonomous County და Sanjiang
კოორდინატები 24°19′35″ ჩ. გ. 109°25′41″ ა. გ. / 24.32639° ჩ. გ. 109.428111° ა. გ. / 24.32639; 109.428111
ფართობი 18,677 კმ²
მოსახლეობა 3,758,700 კაცი (2020)
სიმჭიდროვე 200 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი +86 772
საფოსტო ინდექსი 545000
საავტომობილო კოდი 桂B
ოფიციალური საიტი liuzhou.gov.cn
ლიოუჭოუ — ჩინეთი
ლიოუჭოუ

ლიოუჭოუ (ჩინ. 柳州, ფინინი: Liǔzhōu, ჯუანური: Liujcouh; :[ljòu.ʈʂóu][1]) — საოლქო დონის ქალაქი გუანსი-ჯუანის ავტონომიურ რეგიონში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიოუძიანგის ადამიანი (ჩინ. 柳江人) თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიმუშია აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე. ეს ნამარხი თონგთიანიანგის მღვიმეში (ჩინ. 通天岩), ლიოუძიანგის ოლქში, გუანსი-ჯუანშია აღმოჩენილი.[2] ლიოუძიანგის ადამიანი გვიანი პლეისტოცენის პერიოდისაა და ცნობილია, როგორც ჰომო საპიენსი საპიენსი.

ლიოუჭოუს ისტორია 2 100-ზე მეტ წელს მოიცავს. ქალაქი დაარსდა ძველი წელთაღრიცხვით 111 წელს და ის ცნობილი იყო, როგორც თანჭონგი (ჩინ. 潭中, სიტყვა-სიტყვით: „ღრმა აუზის ცენტრი“).

ახალი წელთაღრიცხვით 742 წელს ქალაქი ცნობილი გახდა, როგორც ლუნგშენგი (ჩინ. 龙城, „დრაკონის ქალაქი“). ეს სახელწოდენა ქალაქს მდინარე ლუნგის პატივსაცემად ეწოდა. 1735 სახელი საბოლოოდ შეიცვალა და ლიოუჭოუ (ჩინ. 柳州) დაერქვა მდინარე ლიოუს პატივსაცემად.

ქალაქში მცხოვრები (მოგვიანებით აქ გარდაიცვალა კიდეც) ყველაზე ცნობილი ისტორიული ფიგურაა ლიოუ წონგიუენი (773–819), რომელიც ტანის დინასტიის პერიოდში პოეტი და პოლიტიკოსი იყო. მის საპატვისაცემოდ ქალაქში მისი სახელობის პარკია მოწყობილი.

ლიოუჭოუში განთავსებული იყო ლიოუჭოუს აეროდრომი, სადაც ჩინური ეროვნული და ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალები იყო განთავსებული მეორე მსოფლიო ომის დროს[3] (ამჟამად აეროდრომი დაკეტილია და მის ადგილას ზოოპარკია გახსნილი). 1944 წლის 7 ნოემბერს იაპონიის იმპერიამ კუეი-ლიოუჭოუს ბრძოლის შედეგად. 1945 წლის 30 ივნისს გუანსის მეორე კამპანიის შედეგად ჩინელმა ნაციონალისტურმა ძალებმა ქალაქი გაათავისუფლეს.[3]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე ჭუძიანგის აუზი

ლიოუჭოუ მდებარეობს მდინარე ლიოუს ნაპირებზე, ნანნინგიდან, რეგიონალური დედაქალაქიდან, დაახლოებით 255 კილომეტრით დაშორებით. საავტომობილო გზით ის მდებარეობს კუეილინიდან 167 კილომეტრში, ხეჩიდან 167 კილომეტრში, ნანნინგიდან 237 კილომეტრში, ფანგჩენგკანგიდან 373 კილომეტრში, პეიხაიდან კი 448 კილომეტრში.

ქალაქის ტრადიციას წარმოადგენს მდინარე ლიოუში ცურვა. მდინარე, ჩვეულებრივსამებრ, მწვანეა, მაგრამ ზაფხულობით მთაში წყალდიდობების შედეგად მისი ფერი იცვლება და ხშირად ყვითელი ხდება. 2012 წლის დასაწყისში, კადმიუმის დონის მომატებამ მდინარის დაბინძურება გამოოიწვია.[4]

მდინარე ზოგიერთ ადგილას ძალიან ღრმაა. მისი სიღრმე 60-70 მეტრსაც კი აღწევს. წყალდიდობებისას ის 90 მეტრზე ღრმაც კია. 2000 წელს ხიდიდან 27 მეტრის სიღრმის ადგილას გადავარდა ავტობუსი, სადაც 78 მგზავრი იმყოფებოდა.[5]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიოუჭოუსათვის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია Cfa) ქალაქში შედარებით რბილი ზამთარი და გრძელი და ცხელი ზაფხულია.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიოუჭოუს ქალაქიც ცენტრი 1948 წელსLiuzhou city center in 1948
ლიოუჭოუს ქალაქიც ცენტრი 1948 წელსLiuzhou city center in 1948

ლიოუჭოუ გუანსი-ჯუანის ავტონომიური რაიონის ტერიტორიაზე სიდიდით მეორე ქალაქია. ის ასევე არის რეგიონის ინდუსტრიული ცენტრი. ლიოუჭოუს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით თანახმად (გამოქვეყნდა 2015 წელს), ქალაქის მთლიანი შიდა პროდუქტი 231.1 მილიარდ ჩინურ იუანს წარმოადგენს.[6]

ლიოუჭოუში არსებულ მნიშვნელოვან კომპანიებს შორისაა: კიოუკონგი (LiuGong) სამშენებლო მანქანების მწარმოებელი კომპანია, რომლის ფილიალებიც მრავალ ქვეყანაშია გახსნილი; SAIC-GM-Wuling Automobile, რომელიც არის SAIC Motor-ისა და ლიოუჭოუს Wuling Motors-ის ერთობლივი სამშენებლო საწარმო.

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუანსი-ჯუანის მსგავსად, ლიოუჭოუს ლანდშაფტი მოიცავს: ბორცვებს, მაღალ მწვერვალებს, მღვიმეებსა და კარსტულ ადგილებს.

ტრანსპორტირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიოუჭოუს რკინიგზის სადგური

ლიოუჭოუს მთავარ სატრანსპორტო ცენტრს ლიოუჭოუს აეროპორტი წარმოადგენს, საიდანაც ჩინეთის მნიშვნელოვანი ქალაქებიდან ფრენები რეგულარულად ხორციელდება.

ლიოუჭოუ მდებარეობს: ხუნანისა და გუანსი-ჯუანის დამაკავშირებელ (კერძოდ ხენიანისა და ფინგსიანგის ხაზზე), ძიაოწუოსა და ლიოუჭოუს დამაკავშირებელ (ძიაოწუო, ჭიჩენისა და ლიოუჭოუს ხაზი) და კუიჭოუსა და გუანსის რკინიგზებზე (კუეიიანგისა და ლიოჭოუს ხაზზე). ქალაქში ამჟამად ახალი სარკინიგზო ცენტრის, ლიოუჭოუს მეტროს მშენებლობა მიმდინარეობს.

საავტომობილო გზებიდან, ქალაქში გადის ჩინეთის ეროვნული ავტომაგისტრალი N 209.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Liuzhou pronunciation. ციტირების თარიღი: 25 April 2015
  2. Shen, G.; Wang, W.; Wang, Q.; Zhao, J.; Collerson, K.; Zhou, C.; Tobias, P. V. (2002). „U-Series dating of Liujiang hominid site in Guangxi, Southern China“. Journal of Human Evolution. 43 (6): 817–829. doi:10.1006/jhev.2002.0601. PMID 12473485.
  3. 3.0 3.1 Hump Express, Vol. 1, 25. "Liuchow Victory Complete as Chinese Force Enters Smashed and Burned City დაარქივებული 2012-04-25 საიტზე Wayback Machine. ". India China Division, Air Transport Command, 5 July 1945.
  4. http://www.danwei.com/panic-buying-of-water-in-liuzhou-a-report-from-the-ground/ დაარქივებული 2012-05-09 საიტზე Wayback Machine. Panic buying of water in Liuzhou – a report from the ground
  5. Liuzhou Bridges 6 – Hudong Bridge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-24. ციტირების თარიღი: 2021-11-16.
  6. http://www.hktdc.com/info/mi/a/mpcn/en/1X072H6F/1/Profiles-Of-China-Provinces-Cities-And-Industrial-Parks/Liuzhou-Guangxi-City-Information.htm Liuzhou ( Guangxi ) City Information