ცხრამუხის კოშკი
იერსახე
ცხრამუხის კოშკი — კოშკი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში. დგას სოფელის ცენტრში. აგებულია XVIII საუკუნეში.
კოშკი გეგმით ცილინდრულია (დიამეტრი 7,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია ოთხი სართული. შესასვლელი ჩრდილოეთით და სამხრეთითაა. ყველა სართულს აქვს სათოფური.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 454.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6658