მცხეთიჯვრის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მცხეთიჯვრის ციხე, ალის ციხეფეოდალური ხანის სამეფო ციხესიმაგრე, სოფელ მცხეთისჯვარში, მდინარე ჭერათხევის მარჯვენა ნაპირზე (ხაშურის მუნიციპალიტეტი). ისტორიის ლიტერატურაში ალის ციხის სახელითაა ცნობილი. უძველეს საგზაო მაგისტრალზე იდგა და ჩრდილოეთიდან იცავდა ქ. ალს, რომელიც XIII საუკუნიდან ქართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა.

1972-1977 არქეოლოგიური გათხრების (ხელმძღვანელი ჯ. ნადირაძე) შედეგად ციხის სამხრეთ ფერდობზე გამოვლინდა სამფენიანი ნამოსახლარი. მეორე ფენაში (ძვ. წ. X-IV სს.) აღმოჩნდა ბათქაშით შელესილი ნაგებობის ნაშთები, ადრინდელი ანტიკური ხანის ნატიფად ნაძერწი სამეთუნეო ნაწარმი და წინა ანტიკური ხანის ცხოველსახოვანი კერამიკა. ციხის სამხრეთით, ადგილ ნაურიებზე, გათხარეს ძვ. წ. VIII—IV საუკუნეების ორფენიანი სამაროვანი, სადაც აღმოჩნდა ბრინჯაოს ხარის ქანაკება, აგრეთვე ირმის, ძაღლის, ფანტასტური ცხოველისა და მამაკაცის ითიფალური ქანდაკებები. აღსანიშნავია ძვ. წ. VII საუკუნის ბრინჯაოს ბალთა, რომელზეც ნაყოფიერების ხე და ლომებია ამოტვიფრული. ციხის შემოგარენა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული შუა ფეოდალურ ხანაში. აღმოჩნდა ძელით ნაგები საცხოვრებელი სახლები, მარნები და სათონეები. X-XII საუკუნეების მოჭიქული ჭურჭელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., გზები რუსთაველის ეპოქის საქართველოში, თბ., 1966;
  • Иоселиани П. И., Города, существующие в Грузии, Тфл., 1850;
  • Месхиа Ш. А., Города и городской строй феодальной Грузии XVII—XVIII вв., Тб., 1959;
  • ნადირაძე ჯ., ქსე, ტ. 7, გვ. 259, თბ., 1984