ცროლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ცროლი
კოორდინატები: 42°35′31″ ჩ. გ. 45°01′18″ ა. გ. / 42.59194° ჩ. გ. 45.02167° ა. გ. / 42.59194; 45.02167
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3441 
ქედი თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი
ცროლი — საქართველო
ცროლი
ცროლი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ცროლი

ცროლი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარეების ხევსურეთის არაგვისა და არღუნის სათავეებში. მოქცეულია კალოთანის უღელტეხილის აღმოსავლეთით, ხევსურეთში. სიმაღლე 3441 მ.[1]

საისტორიო ლიტერატურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს „ქრონიკის“ თანახმად, როცა ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო ქართლი, მის მმართველად დანიშნულ აზოს საზღვრად დაუდგინა აღმოსავლეთით ჰერეთი, დასავლეთით – ეგრის წყალი, სამხრეთით – სომხითი, ხოლო ჩრდილოეთით – ცროლის მთა („მთაჲ ცროლისაჲ“).[2]

ფოკლკლორში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოეზიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საისტორიო წყაროების პარალელურად ცროლის მთა, მართლაც, ხევსურებისა ქისტების საზღვრად განიხილებოდა, როგორც ამას ერთი ხალხური ლექსი ამტკიცებს:

შიბწვერო გადასავალო მოგლილო ჯიხვებისაო,
საზღვარო სისხლით მოსვრილო ჩვენო და ქისტებისაო....

ანდრეზებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრეზებიდანაც ჩანს, რომ ხევსურთა წარმოდგენით, ცროლის მთაზე გადიოდა „დედამიწის შუა სამანი“.[3]

ცროლის მთაზე, 3100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს „სანება ცროლის წვერისა“ (მფრინავი ანგელოზი), ნადირ-მონადირეთა და „მეკოპრეთა“ სალოცავი ხატი. ცროლის მთასთან არის დაკავშირებული აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არაერთი ხალხური გადმოცემა, „ანდრეზი“.[4]

ერთ-ერთი ასეთი ანდრეზის თანახმად, სანამ სანება ცროლს დაარსდებოდა, იგი მინდორში ყოფილა, ერთი სოფლის ახლოს. სანების (სამების) ჯვარი ახლაც სხვადასხვა ადგილას ილოცება, მაგრამ მისი მთავარი სამლოცველო და საარსო ადგილი სწორედ ცროლის მთაზე მდებარეობს. ამ ჯვარს მისი ყმები ასე მოიხსენიებდნენ:

ვიკიციტატა
„მფრინაო ანგელოზო, ბატონო სანებავ ცროლისწვერისაო.“

სანამ სანება მინდორში მდგარა, ბარის ხალხს ის თურმე ძალიან სწამდა, როდესაც ჯვარში მისვლა ეგულებოდათ, დღეობის მოახლოებასთან დაკავშირებით, ერთი თვე წმინდად ეჭირათ თავი: არ გაივლიდა უწმინდურ ადგილას, ქალს ახლოს არ გაეკარებოდა. თუ ასეთი რამ მაინც მოხდებოდა, მაშინ ჯვარში აღარ წავიდოდა. თუ მაინც მივიდოდა, მაშინ ძალიან ცუდად წაუვიდოდა საქმე. ჯერ, თურმე, თითო–ოროლა კაცს დაუწყია ჯვარში უწმინდურად სიარული, შემდეგ ასეთი ხალხი მომრავლებულა. ამის გამო ჯვარი გამწყრალა, ბარიდან აყრილა და მთაში წავიდა, სოფელს არც იქ გაეკარა და მაღალ მთაზე, ცროლზე დაარსდა, „ჴმელთ შუაჩი“.[5]

მხატვრულ ლიტერატურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ცროლი — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
  2. შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 320
  3. ხადუს სალოცავი - „დედამიწის შუა სამანი ცროლის მთაზე...“ : (ანდრეზული ცოდნა), მითი და ტრადიცია: იბერიის ცივილიზაცია, თბ., 2008, წიგნი III, კავკასია „სოლარულ წრეში“, გვ.11-12
  4. მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის, ქართული მითოლოგია, წიგნი III, ავტორი ზ. კიკნაძე, თბ., 2004, გვ. 104–105
  5. ზურაბ კიკნაძე, ანდრეზები (აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ–მითოლოგიური გადმოცემები), ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2009, გვ. 81–81